ბიზნესიბლოკჩეინი და კრიპტოვალუტები

კომპანიების 48% თვლის, რომ ბლოკჩეინი მათ საქმიანობას სამ წელში შეცვლის

კომპანია KPMG-ის მიერ ჩატარებულმა გამოკითხვამ აჩვენა, რომ უმაღლესი რგოლის ხელმძღვანელთა 48 % თვლის – ბლოკჩეინი, დიდი ალბათობით, შეცვლის ბიზნესის წარმართვას უახლოეს სამ წელში. გამოკითხვის შედეგები გადაეცა და გამოქვეყნდა Cointelegraph-ზე.

KPMG-ს მიერ ჩატარებული კვლევა რიგით მეშვიდეა და იგი მოიცავს 2018 წლის დეკემბრიდან 2019 წლამდე პერიოდს. მასში შესულია მსოფლიოს 12 ქვეყნიდან 740 გლობალურ ტექნოლოგიურ მწარმოებელზე მეტი. რესპონდენტთა 66 % უმაღლესი რანგის (C-level / C-suite) წარმომადგენელი იყო.

გამოკითხვის თანახმად ხელმძღვანელთა თითქმის ნახევარი თვლის, რომ ბლოკჩეინი შეცვლის ბიზნესის მართვის მეთოდებს უახლოეს წლებში. რესპონდენტთა 27-მა პროცენტმა განაცხადა, რომ მათზე ტექნოლოგია საერთოდ არ იმოქმედებს, დანარჩენი 24 % კი ნეიტრალურ პოზიციაზე დარჩა.

მათ კუთვნილ კომპანიებში ბლოკჩეინის დანერგვასთან დაკავშირებულ კითხვაზე გამოკითხულთა 41-მა პროცენტმა უპასუხა, რომ შეუძლიათ ამ ტექნოლოგიის გამოყენება. 31-მა პროცენტმა პირდაპირი პასუხისგან თავი შეიკავა, 28% კი აცხადებს, რომ ვერ შეძლებენ ტექნოლოგიის რეალიზებას.

გარდა ამისა, ხელმძღვანელთა 27-მა პროცენტმა განაცხადა, რომ უახლოეს სამ წელში ინტერნეტ-ნივთები (IoT) გახდება ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი, რომელიც ბლოკჩეინის ფუნქციონირებას ხელს შეუშლის. მას შემდეგ მოჰყვება ვაჭრობა, კიბერუსაფრთხოების დონის შემცირება და კონტრაქტები – გამოკითხულთა 22, 20 და 18 %-ის აზრით, შესაბამისად,

რაც შეეხება ტექნოლოგიის უპირატესობებსა და ნაკლოვანებებს, რესპონდენტთა 23% თვლის, რომ ბლოკჩეინი ხელს უწყობს ბიზნესის ეფექტურობის ზრდას. ამის პარალელურად კი ყველაზე დიდ პრობლემას წარმოადგენს ბიზნეს-ქეისების ეფექტურობის შემოწმება-დამტკიცების საშუალების არარსებობა.

მცირე ხნის წინ გლობალური ბლოკჩეინის ბიზნეს-საბჭოს (GBBC) მიერ ჩატარებული გამოკითხვის შედეგად გაირკვა, რომ ინსტიტუციონალური ინვესტორების 40% ბლოკჩეინს მიიჩნევს ყველაზე მნიშვნელოვან ინოვაციას ინტერნეტის შექმნის დროიდან მოყოლებული. თუმცა ზოგიერთმა მათგანმა განაცხადა, რომ უახლოეს წლებში მათი საქმიანობისთვის გარდაუვალი იქნება იპოვონ ბლოკჩეინ-ხელმძღვანელები თავიანთი დირექტორთა საბჭოსთვის.

მეორე გამოკითხვა, რომელიც პროგრამული უზრუნველყოფის შექმნაზე მომუშავე კომპანია Globant-მა ჩაატარა, აჩვენებს, რომ ორგანიზაციათა 64% აპირებს მოახდინოს ბლოკჩეინის დანერგვის ინვესტირება თავიანთი შიდა ოპერაციების დონის გაუმჯობესების მიზნით. ამჟამად რესპონდენტთა მხოლოდ 46% თვლის თავს მზად ამ ტექნოლოგიის დანერგვის საკითხში.

Source
overclockers.ge

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button