ახალი ამბებიკოსმოსიმეცნიერება

წითელი პლანეტის გამოსაკვლევად ჩინეთი მომავალ წელს მარსმავალს გაუშვებს

მთვარის მისიის წარმატებამ ჩინეთს ახალი სიმაღლისკენ – მარსის ათვისებისკენ უბიძგა. მომავალ წელს დაგეგმილია წითელ პლანეტაზე გაიგზავნოს საკვლევი ზონდი.

image.jpeg

მარსის ახლო ორბიტას აპარატმა უნდა მიაღწიოს 2021 წლის დასაწყისში. პროგრამის მიზანია პლანეტის გეოლოგიისა და ატმოსფეროს შესწავლა.

„ბოლო 60 წლის განმავლობაში ჩვენ უამრავ ტექნოლოგიურ გარღვევას მივაღწიეთ, თუმცა ჯერ კიდევ შორს ვართ მიზნიდან – გავხდეთ წამყვანი კოსმოსური ქვეყანა. მომავალ წელს გავუშვებთ მარსის გამოსაკვლევ ზონდს, რომელიც განახორციელებს ფრენას, დაშვებას და პლანეტის ზონდირებას“ – აცხადებს მთვარის მისიის გენერალური კონსტრუქტორი უ ვეიჟენი.

მან აგრეთვე დაამატა, რომ მისია Chang’e 5-ის მსვლელობისას, რომელიც მიმდინარე წლის ბოლოდან დაიწყება, იგეგმება აპარატის გამოყენება იმისათვის, რომ მან მთვარის გრუნტის ნიმუშები დედამიწაზე ჩამოიტანოს.

„თუკი ეს მოხდება, ჩინეთი გახდება მესამე ქვეყანა აშშ-სა და რუსეთს შემდეგ, რომელთაც წარმატებით გადადგეს ამგვარი ნაბიჯი“ – აღნიშნა გენერალურმა კონსტრუქტორმა.

ბოლო წლებში ჩინეთი განსაკუთრებით გააქტიურდა კოსმოსის კვლევისა და ათვისების საკითხების მხრივ. 2013 წელს ჩინეთის ეროვნულმა კოსმოსურმა სააგენტომ (CNSA) წარმატებით დასვა მთვარეზე მთვარემავალი Yutu-1. ექვსი წლის შემდეგ კრატერ ფონ კარმანში, მთვარის სამხრეთ პოლუსთან ახლოს დაჯდა მეორე დასაფრენი მოდული მთვარემავლით. იგი პირველი კოსმოსური აპარატი იყო, რომელმაც განახორციელა დაჯდომა მთვარის უკანა მხარეზე. მიმდინარე წლის ბოლოს იგეგმება კიდევ ერთი მთვარემავალის გაგზავნა, თუმცა ჩინეთის მთავარ სამიზნეს მარსი წარმოადგენს.

დღესდღეობით მარსის ორბიტასა და ზედაპირზე ექვსი კოსმოსური აპარატი მუშაობს: „Mars Odyssey”, “Mars Reconnaissance Orbiter” და MAVEN – NASA-სგან. აგრეთვე ინდური “Mangalyaan”, ევროპული Mars Express და ორბიტალური აპარატი Trace Gas Orbiter. წითელი პლანეტის ზედაპირზე სამეცნიერო მონაცემებს აგროვებს NASA-ს Curiosity.

Source
overclockers.ge

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button