ბლოკჩეინი და კრიპტოვალუტებიდანაშაულიკვლევებიმსოფლიო

კვლევა: ჩრდილო კორეა კრიპტოვალუტებს იპარავს, რათა უზრუნველყოს ეკონომიკური სტაბილურობა სანქციების დროს

ჩრდილო კორეა იყენებს ბლოკჩეინ-ტექნოლოგიასა და კიბერშეტევებს, რათა დაძლიოს ეკონომიკური საქნციები და მოიპოვოს უცხოური ვალუტა – აცხადებებენ ექსპერტები, რომლებმაც თავინთი ანგარიში გაეროს უსაფრთხოების კომისიას წარუდგინეს. 

ფჰენიანმა მიიღო დაახლოებით 670 მლნ დოლარი ვირტუალურ ვალუტაში კიბერშეტევებით და კვალის დასაფარად ბლოკჩეინ-ტექნოლოგიის გამოყენებით – ნათქვამია უსაფრთხოების საბჭოს მოხსენებაში. 

თავიანთ ანგარიშში ექსპერტთა ჯგუფი ქვეყნებს რეკომენდაციას აძლევს „აამაღლონ სხვა ქვეყნებთან და ფინანსურ დაწესებულებებთან ინფორმაციის გაცვლისა და ერთობლივი მოქმედების დონე კორეის სახალხო დემოკრატიული რექსპუბლიკის კიბერშეტევებთან დაკავშირებით, რათა გამოვლინდეს და აღიკვეთოს ჩრდილო კორეის მცდელობა – თავი აარიდოს სანქციებს“. 

image.png

მოხსენების სრულ ტექსტში, რომელიც უსაფრთხოების საბჭოს ნებართვით სრული სახით გამოქვეყნდება მომდევნო კვირაში, ნათქვამია, რომ 2015-დან 2018 წლამდე ჩრდილო კორეამ განახორციელა კობერშეტევები უცხოურ ფინანსურ ორგანიზაციებზე. 

ხელისუფლებამ მოიპარა ფული კიბერშეტევების შედეგად, შექმნა არაკანონიერი თანხების პული, რომელიც 2016 წლიდან იზრდებოდა. მიიჩნევა, რომ ეს შეტევები ხორციელდებოდა ჩრდილო კორეის შეიარაღებული ძალების სპეციალური კორპუსის მიერ და იგი იქაური პოლიტიკის მნიშვნელოვან ნაწილად ითვლება. 

გაეროს ექსპერტების გუნდმა განაცხადა, რომ ვირტუალური ვალუტა „ჩრდილო კორეას საშუალებას აძლევს თავიდან აირიდოს სანქციები, რადგანაც რთულია ქურდობის მიკვლევა და შესაძლებელია მოპარული თანხები ბევრჯერ გათეთრდეს, თანაც კრიპტოვალუტები არ არიან დამოკიდებული სახელმწიფო რეგულაციებზე“. ჩრდილო კორეამ აზიურ კრიპტო ბირჟებზე თავდასხმა განახორციელა მინიმუმ ხუთჯერ 2017 წლის იანვრიდან 2018 წლის სექტემბრამდე პერიოდში. ამ შეტევების შედეგად, ექსპერტების აზრით, დანაკარგმა 571 მლნ დოლარი შეადგინა. 

ჩრდილო კორეა ეჭვმიტანილია აგრეთვე ფინანსური შეზღუდვების გადასალახად ბლოკჩეინის გამოყენებაში. ამის ერთ-ერთი მაგალითია ჰონგკონგური სტარტაპი Marine Chain, რომელიც ყიდულობს და ყიდის ხომალდებს მთელ მსოფლიოში ბლოკჩეინის გამოყენებით. არსებობს ეჭვი, რომ ეს კომპანია ჩრდილო კორეის ხელისუფლებას აწვდის კრიპტოვალუტებს. 

Source
overclockers.ge

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button