ბიზნესიბლოკჩეინი და კრიპტოვალუტები

Bitcoin-ი – ეს არის ტექნოლოგია და არა ბიზნეს-შესაძლებლობა – აცხადებს TRON-ის გენერალური დირექტორი

მსხვილი ბიზნესის მხრიდან Bitcoin-ის კრიტიკა უადგილოა – განაცხადა CNBC-სთან ინტერვიუში TRON-ის გენერალურმა დირექტორმა Justin Sun-მა.

კრიპტოვალუტების ბაზრის მდგომარეობაზე საუბრისას Justin Sun-მა, რომელიც აგრეთვე BitTorrent-ის გენერალური დირექტორია მას შემდეგ, რაც კომპანიამ შეისყიდა ფაილების გაცვლის ქსელი 2018 წლის ივნისში, განაცხადა, რომ მათი მიმზიდველობა ახალგაზრდა თაობის თვალში კვლავ უცვლელი რჩება არსებულ დათვურ მარკეტზე.

„მიუხედავად იმისა, რომ უორენ ბაფეტს არ მოსწონს Bitcoin-ი, მე მაინც ვფიქრობ, რომ ეს ძალიან კარგი შესაძლებლობაა ახალგაზრდა თაობისთვის“. Sun-ა ასევე დაამატა:

„მე ვთვლი, რომ Bitcoin-ი ტექნოლოგიაა და არა ბიზნეს-შესაძლებლობა“.

Sun-მა მაგალითად მოიყვანა Bitcoin-ის მასშტაბირების გადაწყვეტილებები – ძირითადად Lightning Network, როგორც დამამტკიცებელი, რომ უმსხვილეს კრიპტოვალუტას შეუძლია შეცვალოს ინტერნეტ-ევოლუცია.

„ვფიქრობ, სახეზე გვაქვს ინტერნეტის ახალი ტალღა“ – განაცხადა მან.

როგორც Cointelegraph-ი იტყობინება, Bitcoin-ის ძველი დროის მოწინააღმდეგეები, კერძოდ კი JPMorgan-ის გენერალური დირექტორი Jamie Dimon-ი Buffett-თან ერთად ბოლო დროს, როგორც ჩანს დაიღალნენ კრიპტოვალუტის კრიტიკით.

გასულ თვეში JPMorgan-მა ხმაური გამოიწვია, როდესაც წარადგინა შიდა (in-house) ციფრული ტოკენი, რომელსაც ეწოდა JPM Coin და იგი განკუთვნილია სხვადასხვა ბანკთაშორისი პროცედურისთვის.

ამასთან, Justin Sun-მა განაცხადა, რომ იგი ნაკლებადაა ჩართული პლატფორმის TRX ტოკენის ბაზრის კაპიტალიზაციასა და ფასის საკითხში. სტატიის წერის მომენტში TRX რიგით მეათე კრიპტოვალუტა იყო ბაზრის კაპიტალიზაციის მხრივ დაახლოებით 1,52 მლნ დოლარიანი მაჩვენებლით.

წყარო
overclockers.ge

მსგავსი ჩანაწერები

კომენტარის დამატება

Back to top button