ახალი ამბებიბიზნესისმარტფონები

Huawei-ს პრობლემებით ყველაზე დიდ სარგებელს Samsung და Apple ნახავენ

Huawei-ს ყველანაირ ძალისხმევას – მოახდინოს ამერიკული სანქციების კომპენსირება თავის საქმიანობაში – შეზღუდული ეფექტი აქვს ჩინეთის ფარგლებს გარეთ. ანალიტიკოსები პროგნოზირებენ, რომ კომპანიის სმარტფონების გაყიდვის მოცულობა ძალიან დაიკლებს: ყველაზე პესიმისტური სცენარით Huawei-ს სმარტფონების გაყიდვები ორჯერ შემცირდება. 

ექსპერტები მიიჩნევენ, რომ თუკი Huawei ვერ შეძლებს შეინარჩუნოს პროგრამული ეკოსისტემა ოპერაციულ სისტემა Google Android-თან წვდომის გარეშე, კომპანია დაკარგავს 8-10 მილიონ სმარტფონს ყოველთვიურ გაყიდვებში. აქედან ჩინეთის ფარგლებს გარეთ ყველაზე დიდ სარგებელს Samsung Electronics ნახავს, იგი უკვე არის მსოფლიოს სმარტფონების უმსხვილესი მწარმოებელი. ბოლო წლებში Huawei-მ შეძლო Apple-ისთვის გადაესწრო, ამჯერად კი ალბათ ისევ გაცვლიან ადგილებს, ამჯერად Apple-ის სასარგებოდ. სპეციალისტების აზრით Huawei-ს მომხმარებელთა ნაწილი Apple-ზე გადავა, თუმცა ამ ვითარებიდან Samsung-ი უფრო იხეირებს. 

პრობლემა მხოლოდ ის არ არის, რომ Huawei მოკვეთილი იქნება აშშ-ისთვის კომპონენტების, პროგრამებისა და ტექნოლოგიების მიწოდების საკითხში, არამედ ისიც, რომ მომხდარი ამბავი ზოგადად მომხმარებლებს Huawei-ს პროდუქციის შეძენის სურვილს დაუკარგავს, იმ შემთხვევაშიც კი, თუკი იგი მთელ რიგ ღონისძიებებს გაატარებს ბოიკოტის საპასუხოდ. 

მსოფლიო ბაზარზე (ჩინეთის გარდა) უკვე შეიმჩნევა ზემოთაღწერილი ტენდენცია: Apple უმნიშვნელოდ იმყარებს პოზიციებს, Huawei-ს გარეშე დარჩენილი მომხმარებლების უმეტესობა კი Samsung-მა „მიითვისა“.  

წყარო
overclockers.ge
ჭდეები

მსგავსი ჩანაწერები

Leave a Reply

Back to top button
Close
Close