ახალი ამბებითამაშებიინტერნეტი / სოც მედია

Google Stadia: პირველი თამაშები, ფასები, ქვეყნები და მოთხოვნები დაკავშირებისთვის

Google-მა დაპირებისამებრ გაასაჯაროვა დეტალები თავისი Cloud-გეიმინგ პლატფორმა Google Stadia-ს შესახებ. ვიდეოჟურნალ Stadia Connect-ის პირველ გამოშვებაში საზოგადოებას წარუდგინეს პირველი თამაშების, ფასებისა და იმ ქვეყნების ჩამონათვალი, სადაც Stadia ხელმისაწვდომი იქნება. 

მაშ ასე, Stadia ამოქმედდება მიმდინარე წლის ნოემბერში პერსონალურ კომპიუტერებზე, Chromecast-ტელევიზორებსა და Pixel 3 თაობიდან მოყოლებულ Google-ის სმარტფონებში. Google Stadia-ს მხარდაჭერის მქონე პირველი თამაშების ჩამონათვალი ასეთია: 

  • Baldur’s Gate III 
  • Ghost Recon Breakpoint 
  • GYLT (ახალი თამაში RiME-ის შემქმნელებისგან) 
  • The Division 2 
  • Destiny 2 
  • Get Packed 
  • Dragon Ball Xenoverse 2 
  • DOOM Eternal 
  • DOOM (2016) 
  • Rage 2 
  • The Elder Scrolls Online 
  • Wolfenstein: Youngblood 
  • GRID 
  • Metro: Exodus 
  • Farming Simulator 19 
  • Thumper 
  • Power Rangers: Battle for the Grid 
  • Samurai Shodown 
  • Final Fantasy XV 
  • Rise of the Tomb Raider 
  • Tomb Raider: Definitive Edition 
  • NBA 2K 
  • Borderlands 3 
  • Mortal Kombat 11 
  • Darksiders Genesis 
  • Assassin’s Creed: Odyssey 
  • Just Dance 
  • Trials Rising 
  • The Crew 2 

ინტერნეტ-კავშირისათვის მინიმალური მოთხოვნაა სიჩქარე 10 მბიტი/წმ. ამგვარი კავშირისას მომხმარებლები შეძლებენ ითამაშონ 720p გაფართოებითა და სტერეო ხმოვანებით. მათ კი, ვისაც მეტი ხარისხი სურს, მაგალითად 1080p, HDR, 60 fps და 5.1-არხიანი ხმა – დასჭირდება 20 მბიტი/წმ სიჩქარე, 4K, HDR, 60 fps და 5.1-არხიანი ხმის მსურველებს კი – 35 მბიტი/წმ. 

Stadia-ში თამაშების შეძენა შესაძლებელი იქნება როგორც ცალკეულად, ასევე მომხმარებლები შეძლებენ გადაიხადონ ყოველთვიური გამოწერის საფასური. სერვისის ამოქმედების საწყის ეტაპზე ხელმისაწვდომი იქნება მხოლოდ 9,99 დოლარიანი გამოწერა. სურვილის შემთხვევაში გეიმერები შეძლებენ შეიძინონ ე.წ. „დამფუძნებლის გამოცემა“ 129 აშშ დოლარად: მის შემადგენლობაში შევა სპეციალური გეიმპადი უნიკალური მოხატულობით, Chromecast Ultra, Destiny 2-ის ასლი, აგრეთვე სამთვიანი გამოწერა მყიდველისა და მისი მეგობრისთვის. 

image.jpeg

 
თავდაპირველად Stadia ამოქმედდება შემდეგ 14 ქვეყანაში: აშშ, გაერთიანებული სამეფო, ესპანეთი, ნიდერლანდები, იტალია, შვედეთი, ნორვეგია, ბელგია, კანადა, დანია, ფინეთი, გერმანია, საფრანგეთი და ირლანდია, მოკლედ, თითქმის მთელ „დასავლეთში“. ყოველ მომდევნო წელს ქვეყნების ჩამონათვალი გაფართოვდება.

წყარო
overclockers.ge
ჭდეები

მსგავსი ჩანაწერები

Leave a Reply

ასევე იხილეთ

Close
Back to top button
Close
Close