აპლიკაციაახალი ამბებიბიზნესი

Facebook-მა Huawei-ს აუკრძალა სმარტფონებში თავისი აპლიკაციის წინასწარი დაყენება

დღესდღეობით თითქმის ყველა Android-სმარტფონი ბაზარზე გამოდის დაყენებული Facebook-აპლიკაციით. თუმცა კომპანია Huawei-ს ამგვარი პრივილეგია აღარ ექნება. რა თქმა უნდა, მიზეზი სავაჭრო ომსა და კომპანიის წინააღმდეგ მიმართულ სანქციებში მდგომარეობს.

გამომცემლობა Reuters იტყობინება, რომ Facebook-მა Huawei-ს აუკრძალა თავის სმარტფონებში წინასწარ Facebook-აპლიკაციის დაყენება. ეს ფაქტი წარმოადგენს ამერიკული პოლიტიკის გაგრძელებას – შეაფერხოს ჩინური მწარმოებელი. Facebook-თან ერთად წინასწარ აღარ იქნება დაყენებული აპლიკაციები – WhatsApp და Instagram.

მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ საუბარი ეხება აპლიკაციის წინასწარ დაყენებას. Play Store-ში ხსენებული აპლიკაციები კვლავ ძველებურად იქნება ხელმისაწვდომი და მომხმარებლები შეძლებენ მათ ჩამოტვირთვას, დაყენებას და სარგებლობას ჩვეულებრივ. თუმცა უნდა ითქვას ისიც, რომ ასეთმა მცირე მოუხერხებლობამაც კი შესაძლოა Huawei-ს სმარტფონები ნაკლებად მიმზიდველი გახადოს მომხმარებლების თვალში. მეორე მხრივ, ზოგს ამგვარი რამ შეიძლება მოეწონოს კიდეც.

მას შემდეგ, რაც აშშ-ის ვაჭრობის სამინისტრომ Huawei „შავ სიაში“ ჩასვა, ამერიკულ კომპანიებს აღარ შეუძლიათ მასთან თანამშრომლობა ხელისუფლების ნებართვის გარეშე. Intel-მა და Qualcomm-მა უკვე განაცხადეს, რომ Huawei-ს აღარ მიჰყიდიან მაკომპლექტებლებს. Google-მა კი უკან გამოითხოვა Android-ის ლიცენზია, რაც ართულებს Huawei-ს სამომავლო სმარტფონების წარმოებას.

Facebook-ის წინასწარი დაყენების აკრძალვა უკვე ძალაში შედის და ყველგან ვრცელდება, მათ შორის ჯერ არგამოშვებულ სმარტფონებზეც. ჯერჯერობით უცნობია, მიბაძავენ თუ არა ამ მაგალითს სხვა სოციალური ქსელები და სერვისები.

წყარო
overclockers.ge
ჭდეები

მსგავსი ჩანაწერები

Leave a Reply

Back to top button
Close
Close