ახალი ამბებითამაშებიტექნოლოგია

Microsoft-მა დააანონსა ახალი თაობის კონსოლი და მისი პირველი თამაში

მოლოდინის შესაბამისად, კომპანია Microsoft-მა დააანონსა ახალი კონსოლი – Project Scarlett. დასახელება ჯერჯერობით პირობითია, ოფიციალური სახელი და კონსოლის გარეგნული დიზაინი კვლავ საიდუმლოდ რჩება და ცნობილი გახდება მომდევნო E3 გამოფენაზე. კონსოლის გამოსვლის თარიღია 2020 წლის შობა-ახალი წლის პერიოდი.

კომპანიის წარმომადგენლების განცხადებით, ახალი კონსოლი Xbox One X-ზე ოთხჯერ მძლავრია. უკვე დიდი ხანია საიდუმლოს არ წარმოადგენს, რომ იგი დაფუძნებულია AMD-ის სპეციალური შეკვეთით დამზადებულ პროცესორზე (პროცესორი შექმნილია Zen 2 არქიტექტურის ბაზასა და Navi ვიდეოჩიპზე). კონსოლში წარმოდგენილი იქნება სუპერსწრაფი SSD და დიდი მოცულობის ოპერატიული/ვიდეო მეხსიერება. როგორც ცნობილია, მოწყობილობას ექნება წამში 120 კადრისა და 8K ფორმატის, აგრეთვე Ray-Tracing-ის მხარდაჭერა.

საწყის თამაშად, ე.წ. “launch title”-ად წარმოდგენილია Halo Infinite. თამაშის შესახებ ჯერჯერობით ბევრი არაფერია ცნობილი, Microsoft-მა ინფორმაციის ნაწილი სამომავლოდ შემოიტოვა. ცნობილია მხოლოდ ის, რომ იგი ხელმისაწვდომი იქნება Xbox One-სა და პერსონალურ კომპიუტერებზეც.

წყარო
overclockers.ge
ჭდეები

მსგავსი ჩანაწერები

Leave a Reply

Back to top button
Close
Close