შემუშავდა კოსმოსური სკაფანდრი პროექციული დისპლეით
ამერიკულმა კომპანია Hypergiant Industries-მა, რომელიც მუშაობს ხელოვნურ ინტელექტთან დაკავშირებულ ტექნოლოგიებზე, შექმნა ჰედსეტ HyperVSR-ის პროტოტიპი კოსმოსური სკაფანდრისათვის. იგი აღჭურვილია პროექციული დისპლეითი, რომელიც შესაძლოა მეტად სასარგებლო აღმოჩნდეს რთული კოსმოსური მისიების დროს. ჰედსეტის გამჭვირვალე მინაზე შესაძლებელია გამოისახოს სასიცოცხლო მაჩვენებლების ამსახველი ან სხვა სახის ინფორმაცია.
კომპანია Hypergiant Industries-ის აღმასრულებელი დირექტორის თქმით ასეთი ჰედსეტის გამოყენებით გაიზრდება არა მარტო ასტრონავტების უნარები და ეფექტურობა, არამედ მათი
უსაფრთხოების დონე: ეკიპაჟის წევრების ვიზუალურად გამოსახული სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ინფორმაცია მოახდენს არასაჭირო ძალისხმევის შემცირებას. კოსმოსში უსაფრთხოება პრიორიტეტია.
„კოსმოსი – ეს არაპროგნოზირებადი სივრცეა, სადაც მოვლენები და სიცოცხლისთვის საშიში რისკები დათვლილ წუთებში შეიძლება განვითარდეს. ასეთ პირობებში უკიდურესად მნიშვნელოვანია, რომ ასტრონავტების უსაფრთხოება არასდროს დადგეს კითხვის ნიშნის ქვეშ. ჩვენ შევქმენით ჰედსეტი, რომლითაც ასტრონავტები ძალიან სწრაფად მიიღებენ მნიშვნელოვან ინფორმაციას სიტუაციაზე, ასევე გააკონტროლებენ საკუთარ ჯანმრთელობას და მიიღებენ რჩევებს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებებისას საგანგებო ვითარების შექმნის შემთხვევაში“ – აცხადებს კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი.
ამჟამად Hypergiant მუშაობს ჰედსეტის პროგრამულ უზრუნველყოფაზე და აქტიურადაა დაკავებული პოტენციურად დაინტერესებადი კოსმოსური სააგენტოებისა და სამხედრო პროდუქციის მწარმოებლების მოძიებით.