Hi-Techახალი ამბებიტექნოლოგია

Volvo დაიწყებს ავტომობილებში შერეული რეალობის ტექნოლოგიის გამოყენებას

კომპანია Volvo Cars-მა განაცხადა, რომ თანამშრომლობას იწყებს კომპანია Varjo-სთან. ეს უკანასკნელი არის მაღალი წარმადობის შერეული რეალობის ჰედსეტების მწარმოებელი კომპანია ფინეთიდან.

საუბარი მიმდინარეობს პლატფორმა Varjo XR-1-ის შესახებ. ეს სათვალე უზრუნველყოფს ფოტორეალისტურ შერეულ ან ვირტუალური რეალობის გამოსახულებას მაღალ გაფართოებაში. 

Volvo Cars გეგმავს სისტემა გამოიყენოს წინასერიული მოდელების შეფასებისათვის, ავტომობილების კონსტრუქციისა და აქტიური უსაფრთხოების სისტემების შემოწმებისთვის. მოსალოდნელია, რომ XR-1 პლატფორმის წყალობით მნიშვნელოვნად შემცირდება დრო საავტომობილო სისტემების წარმოებაზე – ამიერიდან მათი შეფასება-დიაგნოსტირება მომენტალურად იქნება შესაძლებელი.  

image.jpeg

„შერეული რეალობის ინსტრუმენტები საშუალებას მოგვცემს მოვახდინოთ იმ წარმოებისა და ტექნოლოგიების ტესტირებები, რომლებიც ჯერ კიდევ დაპროექტებისა და შემუშავების სტადიაში იმყოფება. პროდუქტებისა და კონცეფციების სტანდარტული სტაციონარული მეთოდის ნაცვლად ახლა უკვე შეგვიძლია ტესტირებები მოვახდინოთ რეალურ საგზაო პირობებში. ამგვარი მიდგომა მნიშვნელოვანი ეკონომიის საშუალებას იძლევა, რადგან ხდება წარმოების პრიორიტეტული მიმართულებების გამოვლენა და შემაფერხებელი ფაქტორების მოგვარება“ – აცხადებენ მანქანათმშენებელ კომპანიაში. 

image.jpeg

   

XR-1 ჰედსეტის შემადგენლობაში შედის თვალების მოძრაობის ტრეკინგის მაქსიმალურად ზუსტი ტექნოლოგია, რომელსაც შეუძლია აღიქვას, როგორ რეაგირებენ მძღოლები ავტომობილის ახალ ფუნქციაზე და ხომ არ უფანტავს მათ რაიმე ყურადღებას. 

წყარო
overclockers.ge
ჭდეები

მსგავსი ჩანაწერები

Leave a Reply

Back to top button
Close
Close