NASA-მ აარჩია ადგილი მთვარეზე, სადაც კვლავ დაადგამს ადამიანი ფეხს
კოსმოსური სააგენტო NASA აპირებს ადამიანები მთვარის ორბიტაზე 2024 წელს გაგზავნოს. მისია განხორციელდება მთვარის პირველი ორბიტალური სადგურის – Gateway-ს ფარგლებში და ასტრონავტები შეძლებენ ფეხი დადგან დედამიწის თანამგზავრის ზედაპირზე. სააგენტოს არ სურს, რომ ასტრონავტები იმავე ადგილას დაეშვან, სადაც გაიარა ისტორიული მისია „აპოლო“-ს (Appolo) ეკიპაჟმა – ახალი ვიზიტი ახალი გამოწვევა იქნება კაცობრიობისთვის, ეს იქნება კიდევ ერთი „გიგანტური ნახტომი“. სააგენტომ უკვე შეარჩია ასტრონავტების დასაშვები ადგილი – მთვარის სამხრეთი პოლუსი.
NASA ამ რეგიონით უმიზეზოდ არ არის დაინტერესებული. პირველ რიგში, მთვარის სამხრეთ პოლუსზე ადამიანს არასოდეს დაუდგამს ფეხი. მეორე – ეს რეგიონი მდიდარია ყინულოვანი საფარით. ამაში არის პრაქტიკული სარგებელი – მიღებული წყალი შესაძლებელია ვარგისი იყოს სასმელად, აპარატურის გასაგრილებლად და სარაკეტო საწვავის საწარმოებლად. შეიძლება ითქვას, რომ ეს არის კრიტიკულად აუცილებელი რესურსი, რომელიც ასტრონავტებს ხელს შეუწყობს არა მარტო მთვარის, არამედ მარსისა და სხვა პლანეტების გამოკვლევაში.
„სამხრეთი პოლუსი მისია „აპოლონის“ დაშვების ადგილიდან შორსაა, ამიტომ იგი ახალი გამოწვევაა ჩვენთვის და მოგვცემს ახალ არეალზე წვდომას გამოკვლევებისათვის“ – აცხადებს სტივენ კლარკი, NASA-ს სამეცნიერო მისიების დირექციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი.
ყველაფერ ზემოთხსენებულთან ერთად, მთვარის სამხრეთი პოლუსი სახიფათო და იდუმალ ადგილად ითვლება – მის ქვეშ უკვე ათასჯერ გაიფრინა პლანეტათშორისმა სადგურმა LRO-მ. ამ ფრენებისას შეგროვდა უამრავი ინფორმაცია, რათა შექმნილიყო ტოპოგრაფიული რუკები, სადაც მონიშნული იქნებოდა ყინულოვანი საფარის ადგილმდებარეობები.
NASA-ს წინაშე დგას პრობლემური საკითხი – შეძლებს თუ ვერა სააგენტო ასე მცირე დროში მისიის განხორციელებას? აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა Mike Pence-მა ივარაუდა, რომ მისიისათვის საჭირო იქნება კომერციული რაკეტები, რადგანაც მისი აზრით კერძო აპარატები მისიას ვერ გაუმკლავდება.