Hi-Techახალი ამბები

Google-მა წარადგინა შერეული რეალობის ახალი სათვალე: Glass Enterprise Edition 2

Google-მა დააანონსა ბიზნესზე ორიენტირებული შერეული რეალობის სათვალის ახალი ვერსია, რომელიც გვევლინება, როგორც ექსპერიმენტალური, თუმცა ოფიციალური პროდუქტი. Glass Enterprise Edition 2 სათვალე 999 დოლარი ღირს, ისევე როგორც წინა ვერსია და იგი არ იყიდება პირდაპირ კლიენტებზე. ახალ სათვალეს ახალი პროცესორი აქვს, ასევე გაუმჯობესებული კამერა, USB-C პორტი სწრაფი დატენვისათვის და მთელი რიგი სხვა განახლება.

Google ახალ სათვალეს არ მიიჩნევს ძირითად პროდუქტად, თუმცა Glass Enterprise Edition 2-ის გაყიდვების გაუმჯობესებას ელის. მოწყობილობა დამზადდა Google-ის მშობელი კომპანია Alphabet-ის საწარმოში.

წარმოდგენილია საკმაოდ უბრალო იერსახის დისპლეი თვალების წინ. იგი არ წააგავს Microsoft Hololens-ის ტიპის შერეული რეალობის ჰედსეტებს. Google Glass-ს სამაგიეროდ აქვს მაღალი წარმადობა ჩიპ Qualcomm Snapdragon XR1-ის წყალობით, რომელიც შემუშავებულია სპეციალურად შერეული და ვირტუალური რეალობის მოწყობილობებისათვის. Google აცხადებს, რომ XR1-ის სიმძლავრის წყალობით ახალ Glass-სათვალეს ექნება „კომპიუტერული ხედვა და მანქანური სწავლების გაფართოებული შესაძლებლობები“. Google-მა უკვე გამოუშვა Lens – სამომხმარებლო ინსტრუმენტი კომპიუტერული ხედვისთვის, რომელსაც აქვს ისეთი ფუნქციები, როგორებიცაა სიმბოლოების თარგმნა და რესტორნების რეკომენდაცია.  

image.jpeg

Glass ახლა უკვე მუშაობს Android-ზე Android Enterprise Mobile Device Management-ის მხარდაჭერით. 

თავდაპირველად სათვალე გამიზნული იყო მასობრივი ბაზრისათვის, თუმცა წარუმატებელი განვითარების შემდეგ Google-მა გადაწყვირა მისგან შეექმნა ინსტრუმენტი ქირურგებისათვის, ფაბრიკის თანამშრომლებისათვის და სხვა სპეციალისტებისათვის. ორიგინალი ვერსია Explorer Edition 1500 დოლარი ღირდა – ახალი ვერსია კი ბევრად ხელმისაწვდომი იქნება. 

Source
overclockers.ge

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button