იგავ-არაკი

სულხან-საბა ორბელიანი – მგელი, თხა და თივა


ერთს ვიწროს ხიდს გაგიდებ და ზედ ერთი მგელი, ერთი თხა და ერთი ხორომი თივა ესრეთ თითო-თითო გაიტანე, მგელმან თხა არ მოკლას და თხამ თივა არ შეჭამოს. 

დაჰყვა ძე მეფისა. 

გადვა რუქამ წანწალა. მოასხნა მგელი და თხა და ერთი ხორომი თივა მოიღეს.

მოვიდა ჯუმბერ, აიყვანა თხა, გაჰხდა ხიდსა და დასვა მუნ. გამოჰხდა, აიყვანა მგელი, გაჰხდა ხიდსა, მგელი მუნ დაუტევა და თხა ამიერ გამოიყვანა. თხა დასვა, თივა აიღო, გაჰხდა ხიდსა და თივა მგელთან დადვა. გამოჰხდა, თხა აიყვანა, გაიყვანა იგიცა იმიერ.

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button