ახალი ამბებიტექნოლოგია

MSI MAG321CURV: მრუდე 4К-მონიტორი გეიმერებისთვის

კომპანია MSI-მა დაამზადა მონიტორი MAG321CURV, რომელიც განკუთვნილია გეიმინგ-კლასის დესკტოპ-სისტემებთან გამოყენებისათვის.

მონიტორის დიაგონალის ზომა 32 დუიმია, გაფართოება 3840 × 2160 პიქსელს შეადგენს, რაც შეესაბამება 4K ფორმატს. 

მოწყობილობას აქვს HDR მხარდაჭერა და sRGB ფერადი სივრცის 100%-იანი მოცულობა. სიკაშკაშე შეადგენს 300 კდ/ მ2 , კონტრასტულობა – 2500:1. 

image.jpeg

მონიტორში წარმოდგენილია AMD FreeSync ტექნოლოგია. იგი პასუხისმგებელია კადრის განახლების სიხშირის სინქრონიზაციაზე გრაფიკულ ბარათსა და დისპლეის შორის. შედეგად უზრუნველყოფილია უწყვეტი, შეუფერხებელი გეიმინგ-პროცესი. 

image.jpeg

პანელს გააჩნია მრავალფერიანი საფირმო განათება MSI Mystic Light. სადგამით შესაძლებელია დარეგულირდეს მონიტორის დახრის კუთხე და მისი სიმაღლე მაგიდის ზედაპირიდან (130 მმ-ის ფარგლებში). 

MSI MAG321CURV მონიტორის ფასი უახლოეს დროში გახდება ცნობილი. 

წყარო
overclockers.ge
ჭდეები

მსგავსი ჩანაწერები

Leave a Reply

Back to top button
Close
Close