ახალი ამბებიბიზნესი

ილონ მასკი Tesla-ს მკაცრი ხელმომჭირნეობისაკენ მოუწოდებს და ცდილობს კომპანიის გაბანკროტებისგან გადარჩენას

გასულ წელს ილონ მასკი დარწმუნებული იყო, რომ Tesla Model 3 ელექტრომობილების წარმოების გაზრდა კომპანიას ხელს შეუწყობდა შეემცირებინა სესხებზე დამოკიდებულება. მიმდინარე წლის პირველი კვარტალი იმედის გამაცრუებელი აღმოჩნდა: წმინდა მოგებამ მხოლოდ 702 მილიონს მიაღწია, დაფიქსირდა ლოგისტიკასთან დაკავშირებული პრობლემები, საჭირო გახდა ძველი სესხების გადახდა, წარმოების მოცულობის ზრდა არ მიდის ისე სწრაფად, როგორც ხელმძღვანელობას სურს. გასულ წელს მასკი აქციონერებს ამშვიდებდა, რომ 2019 წელს კაპიტალური ხარჯები არ გადააჭარბებდა 2,5 მილიარდს და საკმარისი თანხა იქნებოდა შანხაიში საწარმოს აშენებისთვისაც, კომპაქტური ქროსოვერის – Tesla Model Y-ისა და სატვირთო Tesla Semi-ს წარმოებისთვისაც. სწორედ Tesla Model 3-ისა და მომავალში Model Y-ის წილის ზრდა განაპირობებს კომპანიის მოგების შემცირებას, რადგანაც ამ ელექტრომობილების ფასზე უფრო ნაკლები დანამატია, ვიდრე Model S-სა და Model X-ზე.

მარტში Tesla-მ დაიწყო საცალო სავაჭრო ობიექტების რიცხვისა და პერსონალის შემცირება, რათა ეცადა გასავალის ოპტიმიზება. შემცირება შეეხო საკადრო სტრუქტურასაც. მაისში კომპანიამ გადაწყვიტა გაეყიდა 860 მლნ დოლარის ღირებულების აქციები და 1,84 მლრდ დოლარის კონვერტირებადი ობლიგაციები, რამაც ჯამში დაახლოებით 2,7 მლრდ დოლარი შეადგინა. თუმცა, როგორც ამჯერად ხდება ცნობილი, კომპანიას ეს თანხაც არ ჰყოფნის ჩაფიქრებული გეგმების რეალიზებისათვის. 

image.jpeg

რესურს Electrek-ის ხელში აღმოჩნდა ილონ მასკის წერილი, რომელშიც იგი თანამშრომლებს მოუწოდებს მოემზადონ უმკაცრესი ხელმომჭირნეობის რეჟიმისათვის, რომელსაც დანერგავს ახალი ფინანსური დირექტორი Zach Kirkhorn მისი ბრძანების მიხედვით. გასული კვარტლის ბოლოს Tesla ფლობდა დაახლოებით 2,2 მილიარდ დოლარს, მაგრამ მიმდინარე ხარჯების გათვალისწინებით ეს თანხა 10 თვეში ამოიწურება. ხელმომჭირნეობის უპრეცედენტო ზომები შეეხება შრომის ანაზღაურების ფონდს, სამივლინებო ხარჯებს, კომპლექტაციების შეძენასა და საარენდო გადასახადს. თანამშრომლებისაგან Tesla ელის რაციონალურ შემოთავაზებებს ხარჯების შემცირების მიზნით.  

წყარო
overclockers.ge
ჭდეები

მსგავსი ჩანაწერები

Leave a Reply

Back to top button
Close
Close