ახალი ამბებითამაშები

გამოქვეყნდა Sony PlayStation 5 კონსოლის რენდერები

ახალი გეიმინგ-კონსოლების გამოსვლის შესახებ ხმები უკვე დიდი ხანია ვრცელდება, რაც გასაკვირი ნამდვილად არ არის იმის გათვლისწინებით, რომ ორიგინალი PS4 ვერსია ჯერ კიდევ 2013 წელს დაანონსდა. მოწყობილობის სტანდარტული შვიდწლიანი სასიცოცხლო ციკლი დასასრულს მომდევნო წელს მიუახლოვდება, ეს კი, როგორც ცნობილია, იმაზე მიუთითებს, რომ ახალი კონსოლი წარდგენილი იქნება 2020 წელს. სამომავლო რელიზის შესახებ არსებული მონაცემებისა და დიზაინერული გადაწყვეტილებების საფუძველზე პორტალ LetsGoDigital-მა შექმნა PS5-ის ამსახველი რენდერები.

მიმდინარე თვის შუა პერიოდში მწარმოებლებმა PS5-ის გარკვეული სპეციფიკაციები გაამხილეს. ინტერნეტ-წყაროები იტყობინებიან, რომ ახალ კონსოლს ექნება 8K ფორმატის გამოსახულების მხარდაჭერა, Ray-tracing და 3D-ხმა. გარდა ამისა, HDD-ის ადგილს დაიკავებს SSD, რაც მნიშვნელოვნად დააჩქარებს კონტენტის ჩატვირთვას. ასევე მცირე ხნის წინ გაჟღერდა ცნობა, რომ Sony-ს ახალი კონსოლი უახლოესი 12 თვის განმავლობაში არ იქნება წარდგენილი ბაზარზე. შესაძლებელიაა ანონსი შედგეს მომდევნო წლის შემოდგომაზე, როგორც ეს მოხდა PS3 და PS4 კონსოლების შემთხვევაში. 

image.jpeg

PS5-ის საბაზრო ღირებულება კვლავ უცნობია. ევროპულ ბაზარზე PS4-ის საწყისი ფასი დაახლოებით 400 ევროს შეადგენდა, მასზე გვიან გამოსული Xbox One X-სა კი – 500 ევროს. დიდი ალბათობით, PS5-ის ფასი 500 ევროზე ნაკლები ნამდვილად არ იქნება მიუხედავად იმისა, რომ კომპანია ცდილობს ახალი მოწყობილობა მომხმარებლებისთვის მაქსიმალურად მიმზიდველ ფასში გამოუშვას. 

image.jpeg

მიმდინარე წელს Sony არ მიიღებს მონაწილეობას E3 გამოფენაზე, ასე რომ უახლოეს პერიოდში კომპანიისაგან არ უნდა ველოდოთ რაიმე მსხვილ ანონსს. 

Source
overclockers.ge

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button