ახალი ამბებითამაშები

PS4-ის მფლობელებს შეუძლიათ უფასოდ ისარგებლონ Monster Hunter: World-ის საცდელი ვერსიით

კომპანია Capcom ინარჩუნებს საზოგადოების ინტერესს Monster Hunter: World-ის მიმართ. თამაში წარმოუდგენლად წარმატებული აღმოჩნდა, რაზეც მეტყველებს გეიმინგ-სტუდიის ფინანსური ანგარიშიც. მათ, ვინც ჯერ კიდევ ვერ მოასწრეს თამაშით სიამოვნების მიღება და თანაც ფლობენ PS4 კონსოლს, ახლა სწორედ კარგი დროა – Capcom-მა წვდომა გახსნა პროექტის საცდელ ვერსიაზე, რომლის ჩამოტვირთვაც 21 მაისამდე ნებისმიერ მსურველს შეეძლება.

იხილეთ ბმულზე: http://bit.ly/2Hkdu5j

მომხმარებლებისათვის დემოში ხელმისაწვდომია პერსონაჟის custom-იზაცია, სიუჟეტური და დამატებითი დავალებები. მონადირეებს შეუძლიათ გუნდად გაერთიანდნენ მებრძოლებთან, რომლებიც ჩამოტვირთავენ Monster Hunter: World-ის საცდელ შესაბამის ვარიანტს. 16 მაისამდე მისი შეძენა შესაძლებელია 58%-იანი ფასდაკლებით. 

image.jpeg

Monster Hunter: World  – ეს არის ფენტეზის ჟანრის სლეშერი, რომელშიც მოთამაშე იკვლევს სამყაროს და ნადირობს უზარმაზარ მონსტრებზე. მონსტრებს თავიანთი დღის განრიგი აქვთ, ბინადრობენ განსაზღვრულ გარემოში, აქვთ დამახასიათებელი სუსტი და ძლიერი მხარეები. 

წყარო
overclockers.ge
ჭდეები

მსგავსი ჩანაწერები

Leave a Reply

Back to top button
Close
Close