ახალი ამბებითამაშები

Star Citizen ერთი კვირის განმავლობაში უფასო იქნება

გეიმერებისთვის სასიამოვნო შემოთავაზება აქვს კრის რობერტსა და მის სტუდია Cloud Imperium Games-ს. თამაშ Star Citizen-ის ალფა-ვერსია დღეიდან ერთი კვირის მანძილზე უფასო იქნება. აქცია სახელწოდებით Free Fly გაგრძელდება 8 მაისამდე.

მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი გეიმერის მხრიდან სკეპტიკური განწყობა არსებობს თამაშის მიმართ, Star Citizen კარგი ტემპებით ვითარდება. ალფა-ვერსიაში, რომელიც უფასო იქნება მიმდინარე კვირაში, უკვე წარმოდგენილია მდედრობითი სქესის გეიმინგ-პერსონაჟები, პლანეტა-ქალაქი ArcCorp, რომელსაც ცხადია საფუძვლად უდევს რესპუბლიკის ცენტრალური სამყარო „ვარსკვლავური ომებიდან“. თამაშში აგრეთვე წარმოდგენილი იქნება ფრენების ახალი, რეალისტური მოდელი.

ალფა-ვერსია 3.5-ში ასევე ხელმისაწვდომი იქნება პერსონაჟების custom-იზაციის განახლებული სისტემა, გაუმჯობესებული ხმა და ა.შ.

უფასო თამაშის ფარგლებში ყველა მსურველს ექნება შესაძლებლობა მოსინჯოს სხვადასხვა კლასისა და ტიპის ხუთი კოსმოსური ხომალდი. ესენი იქნება ჩქაროსნული ტიპის, საბრძოლო, სატრანსპორტო და მეშახტეების საფრენი აპარატი.

წყარო
overclockers.ge
ჭდეები

მსგავსი ჩანაწერები

Leave a Reply

Back to top button
Close
Close