აპლიკაციაახალი ამბებიბიზნესიინტერნეტი / სოც მედია

Google-მა წაშალა Play Store-იდან DO Global-ის 100-ზე მეტი აპლიკაცია

კომპანია Google აპლიკაციების მსხვილ მწარმოებელს უკრძალავს Play Store-ში აპლიკაციების განთავსებას. გარდა ამისა, ამ დრომდე არსებული DO Global-ის აპლიკაცებიც წაიშლება, რადგანაც მწარმოებელი ამხილეს სარეკლამო მაქინაციებში. ინტერნეტ-წყაროები აცხადებენ, რომ DO Global-ის მიერ შექმნილი აპლიკაციების დაახლოებით ნახევარი უკვე აღარ არის ხელმისაწვდომი Play Store-ში. საერთო ჯამში Google წვდომას დაბლოკავს კომპანიის ასზე მეტ პროდუქტზე. აღვნიშნავთ, რომ DO Global-ის წილს ფლობს ჩინური ტექნოლოგიური გიგანტი Baidu, ხსენებული კომპანიის აპლიკაციები სულ 600 მილიონჯერ იქნა ჩამოტვირთული მომხმარებლების მიერ.

DO Global არ არის პირველი კომპანია, რომელიც Google-ის სანქციებს ქვეშ მოექცა, თუმცა იგი მსგავს კომპანიებს შორის უმსხვილესია. არ არის გამორიცხული, რომ DO Global-მა ვეღარ შეძლოს მეტად მუშაობა AdMod ქსელში, რომელიც საშუალებას იძლევა კომპანიამ მოგება მიიღოს გამოქვეყნებული აპლიკაციებიდან. აქედან გამომდინარე, მწარმოებელი დაკარგავს მობილური რეკლამის ვრცელ ბაზარს, რომელიც Google-ის კონტროლის ქვეშ იმყოფება.

DO Global-თან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიღებულ იქნა მას შემდეგ, რაც მკვლევარებმა კომპანიის ექვს სოფთვეარ-პროდუქტში აღმოაჩინეს კოდი, რომელიც სარეკლამო რგოლებთან იყო კავშირში. კვლევამ აჩვენა, რომ ზოგიერთ აპლიკაციას მსგავსი სახელწოდებები ჰქონდა, თუმცა იმალებოდა მათი მიკუთვნებულობა Do Global-თან, რაც Play Store-ის პოლიტიკის დარღვევაა.

წყარო
overclockers.ge
ჭდეები

მსგავსი ჩანაწერები

Leave a Reply

Back to top button
Close
Close