ვიდეოკარგი ამბებიკრეატივიპროექტიჩვენი მსოფლიო

Oceanix-ის მცურავი ქალაქის პროექტი

არქიტექტორი Bjarke Ingels გახდა წამყვანი ავტორი კონცეფციისა „Oceanix City”, რომელშიც გაერთიანებულია რესურსების რაციონალური გამოყენების სფეროს მოწინავე მიღწევები. პროექტით უკვე დაინტერესდნენ გაეროს წარმომადგენლები, რადგანაც პერსპექტივაში ეს კონცეპტი ხელს შეუწყობს ისეთი უმნიშვნელოვანესი პრობლემების გადაჭრას, როგორებიცაა საცხოვრებელი სივრცის უკმარისობა, შიმშილი, საფრთხეები ბუნებრივი კატაკლიზმებისგან და რაც ყველაზე მთავარია – შესაძლებელია ასეთ მცურავ ქალაქებში დასახლდეს ხალხი მსოფლიო ოკეანის დონის გარდაუვალი მატებისას. 

image.jpeg

პროექტს საფუძვლად უდევს ახალი მატერიალი Biorock. მისი მიღება ხდება წყალქვეშა მინერალების ელექტრობით დამუშავებით. შედეგად იქმნება საფარი მასალა, რომელიც ბეტონზე ორჯერ მყარია, თუმცა ცურვას ხელს არ უშლის. ეს მასალა დაიცავს ჰექსაგონის ფორმის მცურავ პლატფორმებს ტალღების დარტყმისაგან.  

image.jpeg

სამეზობლო, სოფელი და ქალაქი 

კონცეფციის თანახმად ერთ მცურავ სოფელში განთავსებული იქნება საცხოვრებელი 300 ადამიანისათვის, ასევე რამდენიმე ინფრასტრუქტურული ობიექტი. ექვსი სოფლის გაერთიანებით კი ქალაქი მიიღება. საბაზისო დასახლებას შეუძლია გადაადგილება, შესაძლებელია მისი ადგილიდან გადატანა „ბუქსირებით“, რათა მოსცილდეს ქარიშხლის ან ცუნამის ზონას. 

image.jpeg

მცურავ ქალაქში არ იქნება წარმოდგენილი დიდი მექანიზმები, ტრანსპორტი – მოკლედ არაფერი, რაც ენერგიის დიდ დანახარჯს მოითხოვს. მაცხოვრებლები გადაადგილდებიან ფეხით, ველოსიპედებით ან ნავებით. წარმოდგენილი იქნება რამოდენიმე დრონი, რათა გაკონტროლდეს არსებული ვითარება. შენობა-ნაგებობები დამზადებული იქნება ბამბუკისაგან. რადგანაც იგი სწრაფად იზრდება, მთელი ნარჩენები, ნაგავი დახარისხდება და გადამუშავდება – ამ მიზანთან შეუსაბამო მასალები ქალაქში აკრძალული იქნება. 

image.jpeg

წყლის წყარო იქნება ატმოსფეროდან მიღებული წყლის ორთქლის კონდენსატორები. პლატფორმის ზედა ნაწილი განკუთვნილი იქნება საცხოვრებლად და სამუშაოდ, ქვედა ნაწილში კი განთავსდება თევზის ფერმები, მოლუსკების კოლონიები, საკვებად ვარგისი წყალმცენარეების ბაღები. თევზებისგან მიღებულ ნარჩენებს მცენარეების გასანოყიერებლად გამოიყენებენ, ადამიანების მორჩენილი საკვებით კი თევზებს გამოკვებავენ. მცურავ ქალაქში არ იქნება ხორბლის ყანები, ხილი და რძის პროდუქტები, მათი შემოტანა ხმელეთიდან იქნება საჭირო. თუმცა, ქალაქი სავსებით უზრუნველყოფს მაცხოვრებლებს საბაზისო კვებით და შეძლებს თვეობით იარსებოს ავტონომიურად ხმელეთისგან დამოუკიდებლად. 

image.jpeg

Source
overclockers.ge

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button