ახალი ამბებივიდეომეცნიერებაჩვენი მსოფლიო

როგორი იქნება დედამიწა, თუკი პლანეტის მთელი ყინული დადნება

გამომცემლობა Business Insider-ს ანიმაციური ჯგუფი თავის ბოლო ნაშრომში ხელმძღვანელობდა არა პრინციპით “თუ“, არამედ „როდის“. მიუხედავად იმისა, რომ პლანეტის მთელი ყინულის დადნობის საკითხი ჯერ კიდევ ეჭვქვეშაა, თავად მყინვარების გლობალური დნობის ფაქტი ფაქტად რჩება. აქედან გამომდინარე, სწორედ დროა ადამიანებმა გაფრთხილება მიიღონ იმის შესახებ, თუ რა ელით ახლო მომავალში.

ჯერ კიდევ 2015 წელს NASA-მ გააკეთა პროგნოზი, რომლის თანახმადაც მსოფლიო ოკეანის დონის 90 სანტიმეტრით აწევა ფაქტობრივად გარდაუვალია და ეს მოხდება უახლოეს ათწლეულში, ასე რომ დროული რეაგირებაა საჭირო. რა თქმა უნდა, ეს მაჩვენებელი არაფერია იმასთან შედარებით, თუ რა მოჰყვება მთელი პლანეტის ყინულის დნობას (წყლის დონე 65,8 მეტრით აიწევს), თუმცა მშვიდად ყოფნის საბაბი კაცობრიობას მაინც არ აქვს. 

ისეთი ქალაქების დაკარგვა, როგორებიცაა ვენეცია, კალკუტა, შანხაი – მწვავედ აისახება ყველა სფეროზე: მილიონობის მაცხოვრებლის სიცოცხლისთვის შექმნილი საფრთხე, სავაჭრო და საწარმოო ობიექტების განადგურება, მსოფლიო სატრანსპორტო სისტემის დეგრადაცია და ა.შ. რისკის ქვეშ არის ქალაქები – ფლორიდა, მუმბაი (ბომბეი), დაკარი, სიდნეი, ახალი ორლეანი და უამრავი სხვა. 

რუკაზე პირველადი დაკვირვებისას ცვლილებები არც ისე კატასტროფულად გვევლინება – ფანტასტიკური ჟანრის ფილმებისგან განსხვავებით, ხმელეთის უდიდესი ნაწილი გადარჩება წყლის დონის თუნდაც ათეულობით მეტრით მომატების შემთხვევაშიც. თუმცა ჩაიძირება პორტების უმეტესობა და საზღვაო გადაზიდვებისა და ტრანსპორტის სისტემის ფაქტობრივად ნულიდან შექმნა იქნება საჭირო. კაცობრიობას მოუწევს გლობალური ცვლილებების განხორციელება, რათა ადაპტირდეს ახალ პირობებთან. 

წყარო
overclockers.ge
ჭდეები

მსგავსი ჩანაწერები

Leave a Reply

Back to top button
Close
Close