ლიტერატურაქვიზი

რამდენად კარგად იცი ქართული ლიტერატურა?

შეამოწმეთ თქვენი ცოდნა თუ რამდენად კარგად იცნობთ ქართველი მწერლების ნაწარმოებებს.

0%

ვინ არის ავტორი მოთხრობისა "ხევისბერი გოჩა" ?

Correct! Wrong!

ხევისბერი გოჩა — ალექსანდრე ყაზბეგის ისტორიული მოთხრობა. პირველად დაიბეჭდა "დროებაში" 1884 წელს (ნომერი 171–238), მეორედ – ავტორის თხზულებათა კრებულის მეოთხე ტომში 1892 წელს. არსებობს "ხევისბერი გოჩას" ხალხური ვარიანტები. ალექსანდრე ყაზბეგის ცნობით, ფოლკლორული წყარო მას ღინჯა ხულელისგან ჰქონია მოსმენილი

ვინ არის ავტორი მოთხრობისა "კაცია ადამიანი"?

Correct! Wrong!

კაცია-ადამიანი?! — ქართველი მწერლის ილია ჭავჭავაძის სატირული მოთხრობა თავად ლუარსაბ თათქარიძეზე და მის ოჯახზე, რომელშიც გაშუქებულია მარადიული პრობლემა ადამიანის ცხოვრების არსისა. ერთი გამოგონილი პერსონაჟის მაგალითზე გაკრიტიკებულია ადამიანის ბიოლოგიური არსებობა. მოთხრობაში, ასევე, გაკრიტიკებულია იმდროინდელი ქართველები, როგორც თავად-აზნაურობა, ასევე გლეხები და მათი ზოგიერთი ჩვეულება.

ვინ არის ავტორი მოთხრობისა "ჩაჩაურის წასვლა?

Correct! Wrong!

ჩაჩაურის წასვლა ქართველი მწერლის რევაზ ინანიაშვილის მოთხრობაა.

ვინ არის ავტორი ზღაპრისა "გოგონა და ოქროს თევზი"?

Correct! Wrong!

გოგონა და ოქროს თევზის ავტორი არის გურამ პეტრიაშვილი

ვინ არის ავტორი რომანისა "მე ის ვარ"?

Correct! Wrong!

,,მე ის ვარ“ ცამეტი წლის გოგონასა და მის მეზობლად მცხოვრები მასზე გაცილებით უფროსი ვაჟის სიყვარულის ამბავია. რომანის პირველივე ფრაზებიდან შესანიშნავად ჩანს, როგორ უპირისპირდება ყველა და ყველაფერი პატარა გოგონას ნამდვილ გრძნობას, მის იმ დროისათვის ეგებ ყველაზე ნამდვილ სუბსტანციას. ამ დაპირიპირების საყოველთაო ველში ჩართულია: დედა, ოჯახი, მასწავლებელი და რაც მთავარია, სასკოლო პროგრამა ,,ვეფხისტყაოსნის“ ციტატების სახით, რომლებიც გოგონას სინამდვილესთან თავისი ,,არქაული“ შეუსაბამობის ფონზე უცხოდ, საშიშად და ერთგვარად გროტესკულად გამოიყურება.

ვინ არის ავტორი რომანისა "სამოსელი პირველი"?

Correct! Wrong!

თანამედროვე ქართველი კლასიკოსი მწერლის გურამ დოჩანაშვილის ყველაზე ცნობილი ნაწარმოები. “სამოსელი პირველი” არის თავგადასავლის მაძიებელი დომენიკოს ამბავი, რომელზეც ძლიერ იმოქმედა იდუმალებით მოცული კაცის – ლტოლვილის ნაამბობმა. დომენიკო ტოვებს მშობლიურ სახლ-კარს, მამას და მიდის “ლამაზ ქალაქში”. თანდათან მრავალ ადამიანთან ურთიერთობისას, იგი მიხვდება, თუ რა არის მეგობრობა, სიყვარული, სიკეთე, ბოროტება, გულწფელობა, პატიოსნება. ეს არის წიგნი სიკეთისა და ბოროტების შეცნობაზე, მას თამამად შეიძლება ვუწოდოთ “ცხოვრების წიგნი”. რომანს საფუძვლად უდევს “უძღები შვილის” იგავი.

ვინ არის ავტორი რომანისა "შავი სატანა"?

Correct! Wrong!

შავი სატანა ქართველი მწერლის მევლუდ ლოსეურაშვილის რომანია. წიგნში ასახულია 90-იანი წლების ისტორია, მასში აღწერილია ჯარისკაცები, თუ როგორი თავგანწირვით იბრძვიან საქართველოს დასაცავად და თუ როგორ უყვართ სქვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლებს ქართველი ერი. წიგნი დაწერილია ერთ ვაჟკაცზე, რომელსაც უამრავი ვაჟკაცი მეგობარი ჰყავს. წიგნის მთავარი მომქმედი პირი ბაკურ ფხოველი – ძლიერი, გამჭრიახი, კეთილი და მამაკაცური პიროვნებაა

ვინ არის ავტორი რომანისა "კალეიდოსკოპი"?

Correct! Wrong!

“თავიდანვე გაფრთხილებთ, რომ ახალს და სენსაციურს ვერაფერს გეუბნებით!.. ადვილია, დაიბნე წარსულსა და მომავალს შორის… ბევრი ახალი რამ ვნახე, დავინახე, ვიგრძენი და განვიცადე, ბევრი ვიმოგზაურე, – მაგრამ ახალი მაინც არაფერია, ყველაფერი ისევ და ისევ მეორდება… ადამიანი მუდამ იქითკენ მიისწრაფის, საიდანაც მოვიდა, გზად ათას საინტერესო თუ უინტერესო ამბავში ეხვევა ან იხვევს თავს, გზა კი იქით მიდის, საიდანაც დაიწყო… ერთს კი მივხვდი _ ცხოვრებაში ყველაფერი შესაძლებელია, ისიც კი, რაც ადამიანებს შეუძლებელი გვგონია… ოცნება ყოველთვის რეალობაა, რადგან რეალურად მთელი ჩვენი ცხოვრება მხოლოდ ოცნებაა… ისევ პირველ პირში ვწერ, პირველ პირში უფრო ადვილად გამომდის, უფრო ვიტანჯები, უფრო მიხარია და უფრო ვგრძნობ ჩემს სათქმელს. ან შეიძლება მესამე პირში წერას მეტი ნიჭი უნდა, რომელიც მე არა მაქვს… ორივე ვერსია ლოგიკურად ჟღერს. …ასე დაიწყო _ ვიპოვნე თუ მიპოვნა სიტყვამ… ” ნინო ჯიბლაძე 2007

ვინ არის ავტორი პოემისა "ბახტრიონი"?

Correct! Wrong!

„ბახტრიონი“ — ქართველი პოეტის, ვაჟა-ფშაველას პოემა, რომელიც 1892 წელს დაწერა. პოემაში აღწერილია 1659 წლის ბახტრიონის აჯანყება, რომელშიც კახეთის მთა-ბარს ყიზილბაშებისგან ბახტრიონის განთავისუფლებაში დაეხმარა.

ვინ არის ავტორი რომანისა "თბილისს ვტოვებ ალიონზე"?

Correct! Wrong!

რომანი “თბილისს ვტოვებ ალიონზე” თანამედროვე ქართული რომანის მოყვარულთა რამდენიმე თაობამ,ლამის ზეპირად იცის… ეს რომანი 1992 წლის სამ თვეში 35 ათასიანი ტირაჟით გაიყიდა… მას შემდეგ იგი კიდევ რამოდენიმეჯერ გამოიცა და არასოდეს თაროზე არ დარჩენილა. 80-იანი წლების თბილისური სამეგობრო… სიყვარული, მეგობრობა,ახალგაზრდული მისწრაფებები, შეცდომები და გამარჯვებები – აი ამ თემებს ეხება ავტორი წინამდებარე რომანში,რომელსაც ლაითმოტივად გასდევს ხალასი თბილისური იუმორი…

რამდენად კარგად იცი ქართული ლიტერატურა?
წყალწაღებული

სამწუხაროდ შენ ქართულ ლიტერატურაში ვერ ერკვევი.
საკმაოდ კარგი შედეგია!

შენ ნამდვილად შეგიძლია წიგნების დახმარებით, უხილავი კარის გაღება. კარგია რომ შენი ქვეყნის ლიტერატურაზე ამდენი რამ იცი!
ეს გასაოცარი შედეგია!

დიახ, ეს ნამდვილად შესაშური შედეგია! შენ ყველაფერი იცი საკუთარი ქვეყნის ლიტერატურის შესახებ! წიგნები - ეს შენი სფეროა!

Share your Results:

ჭდეები

მსგავსი ჩანაწერები

Leave a Reply

Back to top button
Close
Close