მსოფლიოპოლიტიკა

სად გაქრა მელანია ტრამპი

ახალი წლის შემდეგ ამერიკის პირველი ლედი საჯაროდ აღარ გამოჩენილა. არადა მისი ქმარი  ტრადიციულად აქტიურია და თეთრ სახლში სტუმრებსაც  ხშირად მასპინძლობს, მათ შორის მაკდონალდსის საკვებით გაწყობილ მაგიდებთან.   მელანია არსად წასულა. ის თეთრ სახლშია, ტვიტერზე ფოტოებსაც დებს, მაგრამ ოფიციალურ ღონისძიებებს არ ესწრება.

მელანიას პრეს მდივანმა სტეფანი გრიშემმა განაცხადა: “ პასიურობის პერიოდს მელანია სასარგებლოდ იყენებს. მან სპეციალურად აიღო პატარა პაუზა, რომ სამომავლო ღონისძიებები დაგეგმოს. “მელანია აქტიურად ხვდება თანამშრომლებს, ატარებს სესიებს 2019 წლის დაგეგმარებისა და სტრატეგიის განხილვისთვის“– ამბობს სტეფანი. ამ პერიოდში მელანიას შტატი ათიდან ხუთ თანამშრომლამდე შემცირდა.

Source
newsreport.ge

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button