
Bitcoin-ი 5300 დოლარს ზემოთაა, Altcoin-ები კი სხვადასხვა სიგნალს აფიქსირებენ
ტოპ-20 კრიპტოვალუტაზე უმნიშვნელო მოგებები და 2%-მდე დანაკარგები შეინიშნება, Bitcoin-ი 5300 დოლარიან ნიშნულს ზევითაა.
ბაზრის ვიზუალიზაცია
CoinMarketCap-ის მონაცემებით, Bitcoin-ი ერთ დღეში 1%-ით გაიზარდა და წერის მომენტში 5342 დოლარად იყიდებოდა. კვირეული გრაფიკის თანახმად კრიპტოვალუტის ფასი 5%-ით გაიზარდა.

Bitcoin-ის შვიდდღიანი გრაფიკი. წყარო: CoinMarketCap
Ether (ETH) ინარჩუნებს ბაზრის კაპიტალიზაციის მიხედვით თავის ლიდერ პოზიციას Altcoin-ებში – კაპიტალიზაციის მაჩვენებელი თითქმის 18,3 მილიარდ დოლარს შეადგენს. სიდიდით მეორე Altcoin-ი XRP წერის მომენტში წარმოდგენილი იყო 13,8 მლრდ დოლარიანი ბაზრის კაპიტალიზაციით.
CoinMarketCap-ს მონაცემები გვიჩვენებს, რომ ETH დაახლოებით ნახევარი პროცენტით გაიზარდა ბოლო 24 საათის განმავლობაში. წერის პერიოდში იგი დაახლოებით 173 დოლარად იყიდებოდა. კვირეული გრაფიკის მიხედვით, ETH-ის ფასი თითქმის 6%-ით გაიზარდა.

ETH-ის შვიდდღიანი გრაფიკი. წყარო: CoinMarketCap
XRP პირიქით შემცირდა დაახლოებით ნახევარი პროცენტით ბოლო 24 საათში და წერის მომენტში იგი იყიდებოდა დაახლოებით 0,329 დოლარად. კვირის განმავლობაში ეს მონეტა 1,2%-ით გაიზარდა.

XRP-ის შვიდდღიანი გრაფიკი.წყარო: CoinMarketCap
ბაზრის კაპიტალიზაციის მიხედვით 20 უმსხვილეს კრიპტოვალუტას შორის შეიმჩნევა უფრო რადიკალური ცვლილებებიც ფასების მხრივ. მაგალითად, Binance Coin-ი, რომელიც მეშვიდე ადგილს იკავებს, დღის განმავლობაში გაიზარდა 3%-ით, კვირის მანძილზე კი მისმა ფასმა 33%-ით მოიმატა.
წერის პერიოდში ყველა კრიპტოვალუტის ბაზრის კაპიტალიზაცია შეადგენდა 181 მილიარდ დოლარს. ეს მაჩვენებელი 4 პროცენტით მეტია იმ მაჩვენებელზე, რაც გასულ კვირაში ფიქსირდებოდა.

ბაზრის საერთო კაპიტალიზაცია, 7-დღიანი გრაფიკი. წყარო: CoinMarketCap
მიმდინარე კვირაში Cointelegraph წერდა, რომ ციფრული აქტივების ფონდი Adamant Capital ირწმუნება – კრიპტოვალუტების დათვური ბაზრის ტენდენცია ირღვევა და საბოლოო სტადიაში იმყოფება.