ახალი ამბებითამაშებიმსოფლიო

Ubisoft უფასოდ გასცემს Assassin’s Creed Unity-ს და ნახევარ მილიონ ევროს შესწირავს პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის აღდგენას

15 აპრილს მთელმა მსოფლიომ იხილა, როგორ განადგურდა საფრანგეთის ერთ-ერთი სიმბოლო – პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი. ქვეყნის ხელისუფლებამ დაუყოვნებლივ განაცხადა აღსადგენი ხარჯების შეგროვების შესახებ და ერთ-ერთი პირველი მსურველი კომპანია Ubisoft აღმოჩნდა.

კომპანიამ განაცხადა, რომ ნახევარ მილიონ ევროს გაიღებს სარესტავრაციო სამუშაოებისთვის, აგრეთვე მსურველებს შესთავაზა უფასოდ მიიღონ Assassin’s Creed Unity-ის PC-ვერსია (იხ. ბმული)

https://register.ubisoft.com/acu-notredame-giveaway/en-US

საქმე ის გახლავთ, რომ ამ თამაშში პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი შექმნილი და წარმოდგენილია შესანიშნავი სიზუსტით და Ubisoft-მა ჩათვალა, რომ სწორი გადაწყვეტილება იქნება, თუკი ყველა მსურველს მიეცემა საშუალება – ვირტუალურად მაინც დაათვალიერონ ეს სილამაზე. თამაშის უფასო მიწოდება გაგრძელდება 25 აპრილამდე.

უნდა აღინიშნოს, რომ Assassin’s Creed Unity-ში წარმოდგენილი ტაძრის ვირტუალური ასლი შესაძლოა გამოყენებულ იქნას ნამდვილი ნოტრ-დამის აღსადგენად, რომელმაც კონტურები მთლიანად დაკარგა. თამაშის შექმნისას სტუდია Ubisoft Montreal-ის მხატვრებმა და დიზაინერებმა უამრავი დრო და რესურსი დახარჯეს, რათა მოეხდინათ ტაძრის კედლების, ფასადის, სახურავისა და შიდა ინტერიერის დეტალური სკანირება.

წყარო
overclockers.ge
ჭდეები

მსგავსი ჩანაწერები

Leave a Reply

Back to top button
Close
Close