ახალი ამბებიბიზნესი

Forbes-მა გამოაქვეყნა მილიარდდოლარიანი კომპანიების ჩამონათვალი, რომლებიც ბლოკჩეინს იყენებენ

ფინანსურმა საინფორმაციო სააგენტო Forbes-მა გამოაქვეყნა „მილიარდდოლარიანი კომპანიების“ ჩამონათვალი. მასში შედის ორგანიზაციები, რომლებმაც დანერგეს ბლოკჩეინ-ტექნოლოგია და მათი მინიმალური შემოსავალი 1 მილიარდ დოლარს შეადგენს.

სიაში შედის კომპანიები, რომლებიც დაკავებულნი არიან კრიპტოვალუტებითა და ბლოკჩეინით, აგრეთვე ტრადიციული საფინანსო დაწესებულებები, როგორებიცაა ბანკები და კლირინგ-ორგანიზაციები, კვების მრეწველობის კომპანიები, მიწოდების ჯაჭვის მართვის ფირმები და ა.შ.

ჩამოთვლილი კომპანიებიდან უმეტესობა არის საყოფაცხოვრებო ტიპის, მაგალითად Amazon, Walmart, Facebook, ING, Mastercard, Microsoft და Nestle.

კრიპტოვალუტებთან დაკავშირებული კომპანიების რიცხვში შედიან: აშშ-ის კრიპტო ბირჟა Coinbase, ევროპული მაინინგისა და hardware-კომპანია Bitfury, აგრეთვე ბლოკჩეინზე დაფუძნებული ფინანსური სერვისების ქსელი და XRP ტოკენების შექმნელი Ripple.

ბლოკჩეინ-ტექნოლოგიის დამნერგავი კომპანიების ჩამონათვალთან ერთად სიაში ასევე შედის ინფორმაცია, ბლოკჩეინის რომელ პროტოკოლებს გამოიყენებენ ისინი: Hyperledger-ის სხვადასხვა პროტოკოლი, ბლოკჩეინ-კონსორციუმ R3-ის Corda პროტოკოლი და Ethereum-ის ქსელი, რომლებიც ფართოდ არიან წარმოდგენილი სხვადასხვა საწარმოო სფეროში.

Forbes-ი აღნიშნავს ბლოკჩეინ-ტექნოლოგიის პოტენციალს სხვადასხვა სახის ბიზნეს-პროცესების მართვაში და მაგალითად მოჰყავს Depository Trust & Clearing Corp (DTCC), რომელიც ახორციელებს 90 მილიონ ტრანზაქციას დღეში.

მარტის შუა რიცხვებში DTCC-მა გამოაქვეყნა ოფიციალური white paper-ი, სადაც ხაზგასმული იყო ტოკენიზებული ფასიანი ქაღალდებით ვაჭრობისშემდგომი დამუშავება. დოკუმენტში აღნიშნულია ტოკენიზებული ფასიანი ქაღალდების მზარდი ბაზრის უნიკალური მახასიათებლები, ასევე მოცემულია შემოთავაზება, რომ ხშირად იქნეს გამოყენებული გლობალური პოლიტიკის სტანდარტები ტრადიციულ ბაზრებზე და სარგებელი მოუტანოს დაინტერესებულ მხარეებს, რათა განსაზღვრონ ტოკენების პლატფორმებთან დაკავშირებული სამართლებრივი პასუხისმგებლობა.

Source
overclockers.ge

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button