ინტერნეტი / სოც მედია

YouTube TV-ის ფასი თვეში 50 დოლარამდე იზრდება, თუმცა მას დაემატება Discovery არხები

YouTube TV თავისი არხების პაკეტში ამატებს Discovery-ს. დღესდღეობით YouTube TV-ის გამომწერებისთვის ხელმისაწვდომია Discovery Channel, HGTV, Food Network, TLC, Investigation Discovery, Animal Planet, Travel Channel და MotorTrend. სამწუხაროდ, ამ პოპულარული არხების სერვისში დამატება იწვევს იმას, რომ YouTube კვლავ გაზრდის ფასს თავის ინტერნეტ-ტელევიზიაზე. სერვისის ღირებულება გახდება თვეში 50 აშშ დოლარი (ან 55 დოლარი Apple-ის მოწყობილობებიდან გამოწერის შემთხვევაში). უკვე არსებული მომხმარებლები ახალი ფასის გადახდას დაიწყებენ 13 მაისიდან.

კომპანია ირწმუნება, რომ Discovery-ს დამატება თავად მომხმარებლების მიერ იყო მოთხოვნილი და დიდი ალბათობით მისი დამატებით დაბალანსდება იმ მომხმარებლების დაკარგვა, რომლებიც დაზარალდნენ ბოლო პერიოდში მომატებული ფასით. ქვემოთ წარმოდგენილია YouTube TV-ის არხების ჩამონათვალი (რეგიონალური სპორტული არხები როგორც ჩანს დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ სად იმყოფება მომხმარებელი):

image.png

არსებობს მიზეზი იმისა, თუ რატომ არ არსებობდა ეს არხები YouTube TV-ზე ამ დრომდე. ტრადიციული სადენიანი ტელევიზიების პროვაიდერებისგან განსხვავებით, არხის მფლობელებს სურთ, რომ იხდიდნენ მათი ინტერნეტ-ტელევიზიის ტრანსლირებისთვის. ხშირად კომპანიები თვლიან, რომ ეს არ ღირს. მაგალითად, ზოგიერთ ინტერნეტ-ტელევიზიას, მაგალითად YouTube TV, Hulu Live TV და PlayStation Vue – არ აქვთ Viacom-ის ქსელების გამოწერა. 

YouTube TV უამრავი მომხმარებლისთვის საყვარელი სერვისია მისი მარტივი ინტერფეისის, საიმედოობის, ვიდეორეგისტრატორების შეუზღუდავი რაოდენობის და ა.შ. გამო. მომხმარებლები იმედოვნებენ, რომ მისი ღირებულება მეტად აღარ გაიზრდება. 

წყარო
overclockers.ge
ჭდეები

მსგავსი ჩანაწერები

Leave a Reply

Back to top button
Close
Close