Hi-Techახალი ამბებიტექნოლოგია

Tesla Model S და Model X მიიღებენ ახალ ძრავებს, რათა უკეთ მიიზიდონ მყიდველები

კომპანია Tesla-ს 2019 წლის პირველი კვარტლის ანგარიში აჩვენებს, რომ მისი ელექტრომობილები ბოლო პერიოდში შედარებით ცუდად იყიდება. კერძოდ, საუბარია Model S-სა და Model X-ზე: დიდი ალბათობით, ხალხმა ამჯობინა Tesla Model 3-ის შეძენა, განსაკუთრებით კი მასზე ფასის შემცირების შემდეგ. ამასთან, გაიაფებულ მოდელს უფრო უკეთესი აღჭურვილობა აქვს წინამორბედთან შედარებით, რაც აგრეთვე აისახება მომხმარებლების ინტერესებზე. როგორც ჩანს, კომპანია მზადაა გამოასწოროს სიტუაცია და ელექტრომობილების აღჭურვილობა უფრო მაღალ დონეზე აიყვანოს. 

წლების განმავლობაში ელექტრომობილ Tesla Model S-სა და Model X-ში გამოიყენებოდა ასინქრონული ელექტროძრავები, რომელთაც დადებითთან ერთად სუსტი მხარეებიც გააჩნიათ. Tesla Model 3 ელექტრომობილებში კი კომპანიამ დაიწყო მუდმივი მაგნიტების მქონე ელექტროძრავების გამოყენება – მათზე არჩევანი შეჩერდა იმიტომ, რომ ამგვარმა ძრავებმა საუკეთესო შეფარდება აჩვენა ეკონომიურობასა და მაღალ წარმადობას შორის. 

მოსალოდნელია, რომ 2019 წლიდან Tesla Model S და Model X მოდელებიც გადავა ამგვარ ძრავებზე. ამჟამად ეს ძრავები ცნობილია კოდური სახელწოდებით „Raven”, თუმცა მათი ტექნიკური მახასიათებლები საიდუმლოდ რჩება. მათი ეფექტურობა ძველად ოდნავ აჭარბებდა 93%-ს, ახალი აღჭურვილობით კი მიაღწევს 97%-ს. ცვლილებები დადებითად იმოქმედებს აგრეთვე ავტომობილის მიერ სიჩქარის განვითარებაზე, დამუხრუჭებასა და ერთ დამუხტვაზე მანძილის გავლის სიდიდეზე. 

ასევე ვრცელდება ხმები, რომ მყიდველების ყურადღების მიპყრობის მიზნით კომპანია Tesla დაკავდება ინტერიერის გაუმჯობესებითაც. ამ ყველაფრის პარალელურად, კომპანია დიდი ალბათობით განაახლებს პროგრამულ უზრუნველყოფასაც, რაც დატენვის სიჩქარეს გაზრდის. 

წყარო
overclockers.ge
ჭდეები

მსგავსი ჩანაწერები

Leave a Reply

Back to top button
Close
Close