Hi-Techახალი ამბებიკოსმოსიტექნოლოგია

ისრაელის კოსმოსური მოდული Beresheet მთვარეზე დაშვების მცდელობისას დაიმტვრა

ისრაელის კერძო კომპანია SpaceIL-ის კოსმოსურმა აპარატმა ვერ შეძლო მთვარის ზედაპირზე დაშვება. ოპერაციის მსვლელობისას წარმოიშვა რამოდენიმე პრობლემა, რომელთა დროულად მოგვარებაც ვერ მოხერხდა. მოდული ოფიციალურად დაკარგულად ითვლება. შემთხვევის შესახებ ცნობილი გახდა პირდაპირი ტრანსლაციისას, რომელიც ხორციელდებოდა მოდულის მართვის ცენტრიდან.

„სამწუხაროდ, ვერ შევძელით აპარატის დასმა მთვარეზე“ – აღნიშნა მართვის ცენტრის თანამშრომელმა. Beresheet-ის დაშვების ტრანსლაცია მიმდინარეობდა SpaceIL-ის ოფიციალურ YouTube-არხზე. 

დაშვების დაწყების წინ აპარატმა აამოქმედა მთავარი და დამატებითი ძრავები, განახორციელა რამოდენიმე მაკორექტირებელი მანევრი მოდულის ორიენტირებისთვის. რამოდენიმე წუთს შემდეგ Beresheet-მა გამოგზავნა „სელფი“ მთვარის ზედაპირის ფონზე 22 კილომეტრის დაშორებიდან. ჩანდა, რომ თითქოს ყველაფერი კარგად მიდიოდა. 

image.jpeg

ამის შემდეგ კი პრობლემები დაიწყო. თავდაპირველად მისიის მართვის ცენტრმა დაკარგა აპარატის ტელემეტრიის მონაცემები. 

image.jpeg

რამოდენიმე წამში მონაცემთა მიმოცვლა აღდგა, თუმცა წარმოიშვა უფრო სერიოზული პრობლემა: გაითიშა მთავარი ძრავი, რომლის მეშვეობითაც მოდული დაშვებას ახორციელებდა. მოხერხდა ძრავის ხელმეორედ ამოქმედება, თუმცა როგორც ჩანს ამ პროცესზე მეტისმეტად დიდი დრო დაიხარჯა და ვერ მოესწრო აპარატის სიჩქარის შენელება ზედაპირთან მიახლოებამდე. ოფიციალური მონაცემებით, Beresheet-თან კავშირი დაკარგულია. 

მოდულის წარუმატებლობის შემდეგ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ისრაელი რამოდენიმე წელში მაინც დასვამს კოსმოსურ აპარატს მთვარეზე. 

„2,5 – 3 წლის შემდეგ ისრაელის კოსმოსური აპარატი დაეშვება მთვარის ზედაპირზე“ – თქვა მან. პრემიერი მისიის მსვლელობისას იმყოფებოდა მართვის ცენტრში, საიდანაც მიმდინარეობდა პირდაპირი ტრანსლაცია. 

მთვარის მიმართულებით Beresheet-ი გაფრინდა 47 დღის წინ. ამ პერიოდის განმავლობაში მან გადალახა 6,5 მლნ კილომეტრიანი დაშორების მანძილი. 4 აპრილს მოდული მთვარის ორბიტაზე გავიდა. 

დაშვება რომ წარმატებით დასრულებულიყო, ისრაელი გახდებოდა  რიგით მეოთხე ქვეყანა აშშ-ის, რუსეთისა და ჩინეთის შემდეგ, რომელმაც მიიტანდა რობოტიზებულ პლატფორმას მთვარეზე მუშა მდგომარეობაში

Source
overclockers.ge

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button