ახალი ამბებიინტერნეტი / სოც მედია

Facebook Messenger-ი შესაძლოა Facebook-ის მთავარ აპლიკაციაში დაბრუნდეს

Facebook-მა შესაძლოა დაიბრუნოს Messenger-ჩატი თავის მთავარ აპლიკაციაში. ეს ფუნქცია ამჟამად იტესტება და იგი შეამჩნია სოციალური ქსელის მკვლევარმა, დამკვირვებელმა Jane Manchun Wong-მა. ეს სიახლე ნიშნავს იმას, რომ შეძლებთ გამოიყენოთ ერთი აპლიკაცია, როგორც სოციალური ქსელის პლატფორმაც და  შეტყობინებების გაცვლის საშუალებაც. ცვლილების მიხედვით გამოყენებული იქნება „Messenger-ღილაკი“ Facebook-ის აპლიკაციაში და ცალკე Messenger-ის გახსნის ნაცვლად გადახვალთ პირდაპირ ჩატის განყოფილებაში. 

Messenger-ი თავდაპირველად ამოქმედდა როგორც ცალკეული აპლიკაცია 2011 წელს, 2014 წელს კი Facebook-მა გააუქმა თავისი ფუნქციონალურობა როგორც ერთიანმა, ერთსახელიანმა აპლიკაციამ. ხუთი წლის შემდეგ Facebook-ი ემზადება მოახდინოს თავისი Messenger-აპლიკაციების ინტეგრირება და ზემოთხსენებული ფუნქციონალურობა ბრუნდება. 

Jane Manchun Wong თავის Twitter-ზე აღნიშნავს, რომ ხსენებული ახალი ჩატის სექცია მოიცავს Messenger-ის ფუნქციათა ნაკრების მხოლოდ ნაწილს. ეს ნიშნავს შემდეგს: ახალი ჩატი შეგიძლიათ გამოიყენოთ შეტყობინებების გაცვლისთვის, ხოლო ფოტოების გასაგზავნად ან ზარების განსახორციელებლად კვლავ Messenger-ის ცალკეული (standalone) აპლიკაცია იქნება საჭირო. 

Wong-ის მიერ შემჩნეული რედიზაინი თავდაპირველად იანვრის დასაწყისში დაფიქსირდა და გახმაურდა მარტში. ინტერფეისი ზუსტად ასახავს Facebook Messenger-ის „white redesign“-ს. ჯერჯერობით უცნობია როდის გახდება ხელმისაწვდომი შეტყობინებების გაცვლის ახალი ინტერფეისი. 

Source
overclockers.ge

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button