Google Maps დაიმატებს Waze-ის ერთ-ერთ საუკეთესო ფუნქციას
გზებზე არსებული შეფერხებებისა და ინციდენტების, მაგალითად საცობებისა და ავარიების შესახებ შეტყობინების გაკეთების ფუნქცია Google-ის კუთვნილი Waze-ის მთავარი პროდუქტია უკვე მრავალი წელია. თუმცა მხოლოდ გასულ წელს მოხვდა იგი Google Maps-ის აპლიკაციაში.
ამჟამად კი ინტერნეტ-წყარო 9to5Google-ის თანახმად, Android-აპლიკაციის ბოლო ვერსიაში დაემატება მოხსენების გაკეთების საშუალება ინციდენტების შესახებ, რაც შენელებული მოძრაობის პარამეტრებსაც მოიცავს. ამ დრომდე აპლიკაციის მომხმარებლებს ჰქონდათ შესაძლებლობა სხვადასხვა ინციდენტის შესახებ ეცნობებინათ პოლიციის საკონტროლო-გამშვები პუნქტებისა და სიჩქარის მაკონტროლებელი კამერების მართვისთვის, თუმცა არ არსებობდა საშუალება – სხვა მომხმარებლებისთვის საჩვენებლად „ხელით“ მოენიშნათ გზებზე არსებული საცობები.
9to5Google აღნიშნავს, რომ ეს ფუნქცია მიმდინარე კვირაში უნდა გააქტიურდეს. ჯერჯერობით უცნობია, იგი ხელმისაწვდომი იქნება მხოლოდ Android-ის მომხმარებლებისთვის თუ iOS-მომხმარებლებიც მიიღებენ ამ ფუნქციას ახლო მომავალში. Google-ისგან ხსენებულ ფუნქციასთან დაკავშირებით კომენტარის მიღება ჯერ ვერ განხორციელდა.
ამ დროისთვის ისიც უცნობია, რამდენად ფართო იქნება ზემოთხსენებული ფუნქციის გამოყენების შესაძლებლობა და ნებისმიერი მომხმარებელი შეძლებს თუ ვერა მისით სარგებლობას. ყოველ შემთხვევაში, მისი ამოქმედებისთანავე Google Maps-ი ბევრად უფრო სასარგებლო გახდება იმ შემთხვევების შესახებ შეტყობინებების დამატებით, რასაც უშუალოდ მომხმარებლები აღნიშნავენ აპლიკაციაში.