Hi-Techახალი ამბებიტექნოლოგია

Amazon-ი ამზადებს Alexa-ს მხარდაჭერის მქონე უსადენო ყურსასმენებს

პლანშეტების პოპულარობა თანდათან მცირდება, ინტერნეტ-ვაჭრობის გიგანტის მიერ წარმოებული სმარტფონი კი ჯერჯერობით არ ჩანს. თუმცა ეს ხელს არ უშლის ჯეფ ბეზოსის კომპანიას, აქტიურად განავითაროს საკუთარი კომპანიის ეკოსისტემა ხმოვანი ასისტენტის, Alexa-ს ჩართულობით, რომელმაც სათანადო ადგილი დაიმკვიდრა სმარტ-მოწყობილობებში. როგორც სააგენტო Bloomberg-ი წყაროებზე დაყრდნობით იტყობინება, Amazon-ის ქვეგანყოფილებაში მიმდინარეობს უსადენო ყურსასმენებზე მუშაობა. ხსენებული ყურსასმენები წლის მეორე ნახევარში გამოვა და მნიშვნელოვნად შეარყევს Apple AriPods-ის პოზიციებს იმ ქვეყნებში, სადაც არსებობს Alexa-ს ინტერფეისის მხარდაჭერა.

Amazon-ის ყურსასმენების მფლობელს შეეძლება გამოიძახოს სმარტ-ასისტენტი ხმოვანი ბრძანებით, აგრეთვე უპასუხოს ან უარი თქვას შემომავალი ზარების მიღებაზე ყურსასმენების კორპუსზე ტაქტილური თანაქმედებით. Apple AirPods-ის ღირებულება არანაკლებ 159 აშშ დოლარს შეადგენს, Amazon-ი კი უფრო დაბალ ფასს შემოგვთავაზებს თავის ყურსასმენებზე. Amazon-ის ყურსასმენების დატენვა შესაძლებელი იქნება მათ სპეციალურ ფუტლარში, ბუდეში მოთავსებით, რომელიც კვების წყაროს დაუკავშირდება USB კაბელით.

ჯერჯერობით გათვალისწინებულია ყურსასმენების გამოშვება მხოლოდ ორ, რუხ და შავ ფერში. ყურზე დაფიქსირებისთვის განკუთვნილი სპეციალური ფიქსატორები წარმოდგენილი არ იქნება, ისევე როგორც Apple-ის შემთხვევაში.

წყარო
overclockers.ge
ჭდეები

მსგავსი ჩანაწერები

Leave a Reply

Back to top button
Close
Close