მოთხრობა

ანა ფხალაძე მოთხრობები

გვირგვინი

არ არსებობს ღამე წყლულების გარეშე. არსებობს წყვდიადი მასთან ერთად. ცაზე თეთრი ელვის ნათება გაკრთა. მესმის ოთახში ლანდების ზანტი მოძრაობა, ფანჯარასთან შაოსანი ქალი მწყრალად მიცქერის, ხელს მაღლა სწევს და თითით მანიშნებს, თავს გაბრაზებით აქნევს, არ ვიცი ან მადანაშაულებს, ანდაც მაფრთხილებს. კაცობრიობის სავანე ყვავილებით შეისუდრა. სავანე დიდი, ფრიად მაღალი და მშვენიერი. საზრდო ნაყოფიერი, ადამიანნი დიდბუნებოვანნი და კეთილნი. იეშუბალი მოჩვენებების ცხოვრებით საზრდოობს ,ხშირად ესმის მათი ტკბილი ჩურჩული ,ზოგჯერ სიმღერაც კი.იაკომჰოს პატარა ქალაქი მოკირწყლული მოზაიკური გამოსახულებებით ედემის აღმოსავლეთით მდებარეობდა.მარტოსული ყმაწვილი ქოხში გახიზნულია და იხსენებს წარსულს.თუმცა რა გასახსენებელია ,ფუჭია ყოველივე.ვერ გაუგია რისთვის დაემკვიდრა ამ ქალაქში ,ლომის ხახა რომ ეწოდება სახელად.ოთახში ჭაობისფერი სინათლე შემოიჭრა და აალაპლაპა მაგიდა.ზის ჭაბუკი,ნატანჯი სახით,შესცქერის ყურძნის მარცვლებს ,გამომშრალს და დანაოჭებულს.უცებ შეკრთა,სახე დაემანჭა და თვალები აუწყლიანდა.ვიხსენებ მის ნაამბობს და გიხმობთ ისმონოთ მისი ,როგორც  საუბარი ტკბილმოუბარი ბულბულისა,რომელიც გალიიდან განთავისუფლდა და ფრთების თქარუნით მიიწევს ზეცისკენ.ვიხილე საზარელი ურჩხული მთლიანად კბილებით შეიარაღებული,თმებიც ბასრი იყო როგორც პირმჭრელი დანა.შემაშფოთებლად  ისახებოდა თვალში შიშის ზარების წკრიალი.მინდორზე ქალი მოაბიჯებს ,მაღალი ,სუსტი და დახვეწილად შემოსილი,თავმოშიშვლებულია.საბურველი სადღაც დარჩენია,თეთრი ბამბუკის ხეივანი გაიარა და მდინარის პირას ჩაფიქრებული ყვავილების კონას ხელში ათამაშებს.საუცხოო ყვავილია,იისფერი ,შიგ თეთრი თვალით მაცქერალი ცხოველით.ქალის წუხილი შემაძრწუნებელია,ბავშვივით ქვითინებს,თითქოს საკუთარ ცხედარს დაჰყურებს და დასტირისო,ან იქნებ უარესი,მაგრამ მიზეზი ჩემთვის მაინც უცნობია.ცისფერ მოსასხამში  გახვეული ჭაობისფერი კაბა შეირხა და მკაცრი ნაბიჯით გადაადგილდა ტყის შუაგულისკენ.ვარსკვლავის ჩამოვარდნის სურვილით და ოცნების ახდენის იმედით.ნაბიჯს აუჩქარა,სუნთქვა ეკვრის,სანახაობამ ცის კიდულზე აიყვანა .ახალგაზრდა ,სპეტაკი სახის ქალს ჩვილი ეკავა ხელში,მეწამულ სუდარაში გახვეული.წმინდა ,როგორც  მთის ბროლი და ნათელი როგორც ედემის წყარონი.მასთან ფეხაკრებით მიდის ცეცხლისფერი მახვილის მფლობელი ხვეულთმიანი ჭაბუკი.ხელში სამეფო გვირგვინი უპყრია.უახლოვდება პირმშოს ,რომელიც ცრემლებს ღვრის და მიწას ალპობს.ჭაბუკმა დახედა აჩრდილის პირმშოს და გვირგვინი დაადგა თავზე.გაბრწყინდა ჩვილი ,როგორც ოქრო მზის სხივის მოხვედრისას.ქალი ისევ უკან ბრუბდება მდინარესთან და ხავსმოკიდებულ ქვასთან რომელიც საუკუნეებია ელოდება ქვასთან მოქვითინეს და მხიარულთ.ეს იყო წარსულის დროის ერთი მონაკვეთი,როცა იაკომჰო პატარა იყო,იმ ჩვილის ტოლი ,რომელსაც გვირგვინი უბოძა პირმშვენიერმა ანგელოზმა.ის დაფიქრდა და მიხვდა ,რომ საუკუნოდ იცხოვრა და თუ ეს შეძლო ,მან შექმნა სამყარო.ეს ბედნიერების მწვერვალი მალე გაქრა და ბნელი სამარიდან ამომავალმა აჩრდილმა დაშრიტა.იაკომჰო გაეხვია ჩვილის სუდარაში,ის კი აკლდამაში დაკრძალეს,დაგრაგნილ სუდარას ნელსაცხებლის სურნელება ასდიოდა.როდის გამოვა ცხედარი საფლავიდან?ვეკითხები თავს .პასუხგაუცემელი კითხვები მუდამ არსებობს,რომელიც პასიხგაცემული რომ იქნას ჯერ კითვის სიმძიმე უნდა გაჭვრიტო და შემდეგ პასუხის ირწმუნო.

***

ზღაპარი მზის ორი ასულისა

„შექმნის შვიდი დღე“

   ხოლო ქვეყანა იყო  უხილავი და გაუმზადებელი ,და ბნელი იყო უფსკრულზე.და თქვა ღმერთმა : იქმნას ნათელი და იქმნა ნათელი.პირველად მზე აციაგდა ცაზე .ეს ვეებერთელა დიდი მცხუნვარე ბურთი ბზრიალა სათამაშოსავით მიმზიდველი იყო.მისი სხივები დედამიწას საოცრად ათბობდა .სამყროში დატრიალებული ამბავი უცნაურია თავისი მოვლენით.ყოველ მომდევნო დღეს ცაზე ორი მრგვალი ბურთი აინთებოდა და ისინიც დაიწყებდნენ სხვა მზეებივით სხივების დაშვებას.სხივები ფრთებს ისხამდა და დიდი სისწრაფით ეხეთქებოდა ხმელეთს.და იხილა ღმერთმა ნათელი და უწოდა ღმერთმა ნათელს დღე და ბნელს ღამე.ყოველი დღე თავისი შედეგით გვაძლევს რაღაც დაუსრულებელ,შეუმჩნეველ სხივს.

     სამყაროში უკვე მზეების რაოდენობა საგრძნობლად  გაიზარდა ,ერთმანეთის მსგავსი ბზრიალა ბურთები ,დიდრონი წვრილი სხივებით თამაშს განაგრძობდა.დედამიწაზე მაცხოვრებელნი დიდ გასაჭირსა და ურვაში ჩავარდნენ.ღმერთისგან მიტოვებულ მხარეში ერთი ციცქნა სოფელი მოჩანდა,პაწაწუნა კოპწია სახლებით.ეს სოფელი ლილიპუტთა საცხოვრებელს უფრო ჰგავდა ,ვიდრე ადამიანებისას.გაფანტული კოშკის ფორმის სახლები,გალავნებით გარშემორტყმული.სიო არ იძვროდა ,ან კი როგორ ამოვარდებოდა ქარი ,თანაც ისეთი ,რომ ხეთა ტოტებს წკარუნი გამოაცემინოს?შეხუთულიყო ჰაერი ,რაღაც უსიამოვნო სურნელი ტრიალებდა .ციურ მნათობებს ეს მხარე ისე გადაებუგათ ,თითქოს ალმოკოდებული ცეცხლია ,რომლის შიგნითაც სახლები ჩაწყობილან და ნაკვერჩხლებივით ელვარებენო.ტანჯული მაცხოვრებელნი.ურვა-ვაებაში ჩავარდნილან,ხან რას მოიფიქრებდნენ,ხან რას.გადაწყვიტეს ცაზე მხოლოდ ერთი მზე დაეტოვებინათ.სწორედ ის ,რომელიც პირველი აციაგდა ღრუბლებზე.

-თორმეტი მნათობის ჩამოგდება ურთულესი საქმეა’-გაისმოდა ვიღაც ბრძენის ხმა

ლილიპუტთა ქვეყანაში იცოდნენ ტყვია წამლის და იარაღების დამზადება.გადაწყვიტეს გამოეყენებინათ ძალა საკუთარი ხელისა.ცეცხლოვანი კუდებით სცადეს ,მაგრამ უშედეგოდ.ერთმა უხუცესმა ბრძანა ,რომ ბადე დაეწნათ და ამ წნულით დაიჭერდნენ მათ და,გადმოაპირქვავებდნენ ოკეანის ტალღებზე .ზღვა ღელავდა ,დაუმორჩილებელი იყო.თითქოს პირი დაეღო და უნდოდა თორმეტივე მთლიანად გადაესანსლა.შთანთქავდა კიდეც.

სოფელი მუდამჟამ იმის ფიქრშია რით უშველონ თავს.სიცხე სასტიკად სტანჯავდათ.ბავშვები გააფთრებულნი იყურებოდნენ.ბევრი შეეწირა კიდეც.დაიშრიტნენ,დადნენ ,როგორც ცეცხლმოკიდებული სანთლები .დეკემბრის დილა უნდა გათენებულიყო .დილა წყვდიადმა შთანთქა,ბნელით მოცულიყო გარშემო სივრცე.

-ეს რა თავსატეხია?ახლა სიბნელეში მოგვიწევს ცხოვრება!-სასოწარკვეთით ჩაიბურტყუნა ერთ-ერთმა ბრძენმა.

-ჩვენ მარადისობის ნაპირზე ქროლვა გვსურდა და არა მიწისქვეშეთის  სიბნელე!-გაჰკივის მეორე.   ღამით ,როცა ყველა ძილში გაპარულიყო და თავიანთ სიზმრებში დაეხეტებობდნენ ციდან ერთმანეთის მიყოლებით დასცვივდა ყვითელი ბურთები,როგორც შემჭკნარ ვარდს ფურცლები…დილა იდგა ,თუმცა ბნელი იყო :ბრძენთა კრებაზე გადაწდა ფრიად მნიშვნელოვანი ამბავი .ვის ძალუძს ზღვის მორევიდან ამოიყვანოს მზე?შეჯერდნენ იმაზე ,რომ ეს რომელიღაც ცხოველი უნდა ყოფილიყო.მოულოდნელად შუაგულ წრეში ჩუმი ხმით წაიჩურჩულა ოქროსთმიანმა ბიჭუნამ -‘მამალი’.უხუცესებს გაუკვირდათ და აღფრთოვანდნენ.გაახსენდათ ძველი თქმულება ,სამყაროს შექმნამდე დაწერილი,რომ მამალს აქვს ხმაში იმდენად  ჟღერადი ბგერები ,რომ რაც უფრო ახლოს ხარ მასთან მით უფრო მიკნავლებული ხმა გესმის.თუ შორს ხარ მისგან ხმა ისეთი გრგვინვადიაა და მჭექარე ლომიც კი ვერ დაედარება .დაიჭირეს საბრალო მამალი და მიაკუნტრუშეს ნაცნობ ადგილას.საქათმის სახურავზე მოათავსეს.დრო არ ითმენდა ,უკვე განთიადიც მოსულიყო .მამალი შედგა ,ფრთები გაისწორა და დაიყივლა .წყვდიადმა შავი ქაღალდები დახია და ნათელი მოჰფინა მხარეს.მზე კუნტრუშით აიჭრა ცაში ,თითქოს გალიიდან გამოუშვეს და ცდილობს თავისუფლების სუნი ღრმად შეისუნთქოსო.ეს არ იყო ის მზე ,რომელიც შექმნის შვიდ დღეში შეიქმნა.მზე ცქმუთავდა ბავშვივით,მასში ორი სული ბინადრობდა…მზე მზე იყო ,მაგრამ სული არა ერთი…

და მაინც ვერავის გაეგო მამლის ყივილისთანავე  მზე რატომ ამოდის ცაზე?

***

ინევსის სიზმარი

.ბავშვობა ლაღად ახსენდებოდა,მხოლოდ იმ დღის გარდა ,როდესაც ინევსის პირველი მეჭეჭი გაუჩნდა სახეზე.მეჭეჭი ნელ-ნელა იზრდებოდა და ბოლოს იმ ზომას მიაღწია,რომ მარჯვნივ ვერაფერს ხედავდა.მხოლოდ ცალი თვალით უყურებდა სივრცეს. თვალს  ზებუნებრივი ძალა ჰქონდა ,თუ ადამიანთა წრეში აღმოჩნდებოდა ინევსი და შეამჩნევდა ,რომ მას ზიზღით უყურებენ,მაშინ ეს თვალი ზებუნებრივობას აჩენდა, თვალის რკალისებური მოძრაობით  ადამიანებს შორის დატრიალებულ აზრებს აქრობდა.

ის  ყოველთვის წუხდა ამ მეჭეჭის გამო.ბავშვობიდანვე ეშინოდა ელვის.ეს შემზარავი ფხაჩები ცაზე ლეშისმჭამელთა ნაკაწრებს ჰგავდა,როდესაც ისინი მსხვერპლს ბეჭდავენ ხოლმე.ელვის შიში ყველაზე სამწუხარო სისუსტეა კაცობრიობისათვის.საოცრად უყვარდა გრუხუნის ხმა, თითქოს ეგონა,რომ ამ ხმას ის თვითონ იწვევდა.გრუხუნის დროს წარმოიდგენდა ღრუბლებზე დემონთა ცეკვას მოცარტის თურქული მარშის ხმაზე.ხშირად გაიძახოდა ყოველივე მშვენიერი და აღმატებული მიყვარსო.ტყის პირას პატარა ქოხში  მშვიდად ცხოვრობდა .გველივით მოჩხრიალე მდინარის რაკრაკა ხმას უსმენდა ,ყვავილებს  უამბობდა კაქტუსზე, რომელსაც ეკლები არ აქვს.მოუთხრობდა  ბიჭზე რომლის სხეულზე გაჩენილ  წყულებს ტყიდან გამოსული ლომი ნერწყით ულოკავს,შეუშრობს და აქრობს მას.

ერთ-ერთ საღამოს ,მწუხრის მიწურვისას სავარძელში მჯდარ ინევსის ჩათვლიმა და სიზმარში გაიპარა.მოულოდნელად ეგვიპტეში აღმოჩნდა  პირამიდებთან.განცალკევებით მდგარ პირამიდას გარს უვლიდა და ეძებდა კარს,რომლითაც შიგ აღმოჩნდებოდა.დიდხანს უტრიალა და ბოლოს დაქანცული ჩამოჯდა ქვაზე.ფიქრებში გართულს გამოაფხიზლა პირამიდის ვეშაპისოდენა ხახამ,პირი დაეღო და ეპატიჟებოდა .ინევსმა სასწრაფოდ გასწია ხახაში და მანაც შთანთქა ის.შიგნითა სივრცე რაღაც უჩვეულო ნათელს გაეშუქებინა.წყნარად და მსუბუქად დააბიჯებდა ქვიშის მორევში.შუა გულში იდგა მცირე ზომის ძვალთშესალაგი.ჩაიხედა თუ არა თვალი მოჰკრა ცხოველთა ფიტულებს.გამოეშიგნათ გველის,მორიელისა და ანტილოპას სხეული.იქვე კედელთან ხუჭუჭთმიანი ბიჭუნას ქანდაკებას შეხედა.ქანდაკება გზას ხსნიდა აკლდამისაკენ.შესასვლელი ვიწრო იყო და ობობას ქსელით დაბურდულიყო. შესვლისთანავე კანკალმა ამიტანა ,გული შადრევანივით ლამობდა ამოხეთქვას.ჩემს თვალწინ ტახტის გარშემო სამი ერთმანეთის მსგავსი მაღალი,წაგრძელებული პროპორციის კაცები იდგნენ.ნელა დააბიჯებდნენ,თითქოს რიტუალს ატარებენო.შემამჩნიეს და არც შემკრთალან ,რომ ვიღაც უცხო მათ თვალწინ გაშტერებულიყო.ერთ-ერთი ჩემკენ მოიწევდა,გრძელი ტალღოვანი თმა მკერდამდე ლამაზად დაჰფენოდა.მიბრძანა ხელი გამეწოდებინა და მეც უთქმელად დავმორჩილდი .მარჯვენა ხელზე დამასვეს გამოსახულება წითელი  ბეჭდის მსგავსი მოწყობილობით.თან დაუმატა ანგელოზის გამოსახულებაა,ამ ნიშნით შევიცნობთ ჩვენიანებსო.დამბეჭდეს ამ უცნაური ფიგურით ,დავიხედე ,ვაკვირდები,მაგრამ მასში ანგელოზი ვერ დავინახე.მომიგეს: –  ნუ ხარ შეძრწუნებული,აქ ყველას მოსვლა არ ძალუძს.მოვათვალიერე იქაურობა და იმ სამის მეტი ვერავინ შევნიშნე .ისეთი აკლდამაა ,რომ გგონია  უსასრულოა და საზღვრები არ აქვს,არც კედლები გააჩნია.რიგრიგობით მესაუბრებოდნენ.მკითხეს თუ სად ვიყავი აქამდე.მე მივუგე   – მე იქ ვარ ,სადაც არ უნდა ვიყო და ვქრები იქედან,სადაც ჩემი სამკვიდროა-მეთქი.  – სწორედ ამიტომ .. მხარეში ,სადაც მაიმუნები ბინადრობენ ,რომელთაც გული ბალნით აქვთ დაფარული,იქაც კი არებობენ უსინათლო ფერიები.        მე გავოცდი და აღელვებულმა ვიკითხე – მაშ  ვინ მოიგონა ეს ?დავიღალე აბსურდულობით,არ მსურს დაბრუნება   .დაბადება მინდა-მეთქი,თუნდაც აღდგომა .აღდგომა ხომ მეორე დაბადებაა ,როდესაც მკვდართაგან აღადგენენ ცოცხალთ .  დიდი გულისყურით მისმენდნენ და გამაფრთხილეს გზა არ დამევიწყებინა,არც ეს ადგილი ამომეგდო გონებიდან.ვიკითხე რა ადგილია?რას ეძახიან-მეთქი? – ადგილს ტაიკარი ჰქვია,რაც ნიშნავს მეწამულ ტალღას …ვინ დარქვა ამ მისტიურ და უჩვეულო ნათლით განათებულ ადგილს მეწამული ტალღა? ეს ხომ საეროთოდ არ შეეფერება მის აღწერილობას. განმიმარტეს აქ ადრე თვალუწვდენელი   ზღვა არსებულა და აი ის მაიმუნები ,რომელზეც მოგახსენეთ უწინ ამ ზღვაში ჩაიხრჩვნენ,როდესაც ზღვა გაიყინა.ველურებს ეგონათ უსაფრთხო იყო  და გაეშურნენ ,რათა ზღვა გადაელახათ .ყველა ერთიანად ჩალპა აქ .ყინულმა ზოგს ფეხები გადაუჭრა,ზოგს თვალები ამოჰკორტნა ,ზოგს ტანი გადაუსერა.წყალი მათი სისხლით მეწამული ფერით შეფერადდა.დრო დიდი გასულა ,როდესაც წყალი დაიშრიტა და მხოლოდ ერთი ტალღა დარჩა გაყინული,ისიც მეწამული ფერის.აქაურობა ჩვენ დავიკავეთ ზესკნელის ანგელოზთა თხოვნით  .აქ ოდესღაც ყოფილხარ შენ და დაბრუნების იმედი არ გქონდა,თუმცა ის,ვისაც ეყოფა გამბედაობა და მოთმინება ,რომ მთელი სიცოცხლე წყვდიადს დაჟინებით აკვირდებოდეს იქ გაჩენილი სინათლის სხივს პირველი დაინახავს.მარტო აღარასდროს მოხვალ…

უცნაურია .ვერასოდეს ვიფიქრებდი თუ დედამიწაზე მომიწევდა დაბრუნება .ვეხვეწებოდი ,თვალებიდან ღვარად მომდიოდა ცრემლები,სუნთქვა გამიხშირდა.სიმწრისგან ლამის თმას ვიგლეჯდი. გამეღვიძა ,კვლავ ჩემი ოთახის სავარძელში აღმოვჩნდი .ვღელავდი როგორც აზვირთებული ზღვა და ზღვაზე მქროლვარე ქარიშხალი.ვბუტბიტებდი .შეშლილის თვალებს ვაცეცებდი .ვიფიქრე წყევლაა მეთქი და სარკეში ჩავიხედე .- ღმერთო ჩემო,ვფიცავ უზენაეს ეს რა დავინახე .ჩემს სახეზე დიდი კვალი გამქრალიყო .უკვალოდ გაქრა ლაქა ,რომელიც მოულოდნელად გაჩნდა.გავგიჟდი ,ცხადია,გავგიჟდი .ოთახში დავბორიალობდი და რაც ხელში მომყვებოდა კედელს ვანარცხებდი.მგონი ვხალისობდი ,თუმცა დიდი სიხარულის ჟამს მაინც არ მასვენებდა მწუხარება. წერტილი.

***

კიდობანი

უწინ არსებობდა ლეგენდა კიდობნის ამბის შესახებ.თუ ვინმე დაიწყებდა კიდობნის აშენებას,ის კურთხეული არს ღმერთის მიერ.კიდობანი თითქის გადამრჩენელი და ხსნის ობიექტი.ეგვიპტის ერთ მაგიურ წიგნში ამოვიკითხე სიტყვები,როდესაც დიდი საიდუმლოს გაგების წყურვილი მკლავდა.“ჯადოქარი ამბობს: დიდი უბედურება დაატყდება თავს უკიდობნოდ დარჩენილს,მის ასაგებად არამარტო მასალაა საჭირო,არამედ რიტუალი,რაც ერთ ხორცად აქცევს მას.ნუ შეგაძრწუნებთ,დაუნდობლობა  ცის ღმერთის ასულისა.ყოველგვარს გაანადგურებს ის,ვისაც არ ექნება სიწრფელე მის თვალში.“მივუყვები ქუჩას და ვფიქრობ,სად შეიძლება ვიხილო ამბავი ამ ლეგენდაზე.ვერ დავკმაყოფილდი მცირედით და ისევ გულდაწყვეტილი გავუყევი გზას.ოთახი სიბნელემ მოიცვა,მყუდროებამ დაისადგურა,სანთლის შუქი ოქოსფრად მოეფინა იქაურობას.ვიხსენებ ბავშვობას და ვიღიმი.ფანჯრიდან მთვარემ შემოაჭყიტა.თითქოს მარტოსული რომ ვიყავი გაეგო და თანაგრძნობის ნიშნად ნათელში გამხვია.ბედნიერებაა მთვარის არსებობა.ისევ ბავშვობის ოცნება გამახსენდა ,რომ მუდამ მწამდა ოდესგაც მზის ადგილს მთვარე დაიკავდებდა .ამის შეცვლა მხოლოდ ღმერთს შეუძლია ქვეყნად ,სხვას არავის.გულში საზარელი ურჩხული მკბენდა ,რომ ღმერთობა არ  ძალმიძს.ასე რომ იყოს,ჩემი პლანეტა იქნებოდა ედემის ბაღზე გაცილებით დიდებული და მდუმარე.ამ ფიქრებში ,ჩამეძინა ,მსურს გიამბოთ რა ვიხილე სიზმრის ჯამს ,როცა ასე აღტაცებული ვიყავი ლეგენდით.ვდგევარ უცხო ქვეყანაში ,თითქოს მოტირალი.ქალაქი კარვებითაა მიმოფანტული.მონუსხული ვარ სანახაობით.ტომის ბელადი ბრგე კაცი სჩანს.თავზე დიდი ,ბუმბულებით შეკრული გვირგვინი ახურავს .სწორედ მან გასცა ბრძანება კიდობნის აშენების თაობაზე.კიდობანი  როგორც მთისოდენა ხომალდი,თავშესაფარი ყოველგვარი პირუტყვისა და კაცთა მოდგმისა.ბელადი შიშობდა ღმერთების რისხვა ძვირად არ დასჯდომოდა.ის ხშირად მიუგებდა ,რომ მათთან გახუმრებაც ,კი მომაკვდინებელია.საგანძურივით უფრთხილდებოდა მის სახელს.ზოგჯერ იმ ბგერით დაწყებულ სიტყვასაც დიდი ძრწოლით წარმოთქვამდა.დაღამდა და მთვარის ხომალდი გამოიფინა ცაზე ,ვერცხლისფერი ბურუსი ჩამოწვა .გულგატეხილი მთვარე ხარბად შეჰყურებდა ბელადის კარ-მიდამოს და რძისფერ კბილებს აჩენდა.ღამით ვიხილე ,ვიღაც უცნობი ,კანკურით ხელში .უკრავს და თან მოუხმობს ცხოველებს ,რომ უამბოს თავისი გასაჭირი და დახმარება გაუწიონ კიდობნის აშენებაში.კაცი ტყიდან გამოდის .ჩუმად მიდის ფიცრებთან .ერთმანეთზე აწყობს და ლურსმნის ჭედვის ხმა გარემოს აყრუებს.ყოველ ღამე უცნობი თავის კუთვნილ საქმეს აღასრულებს.ოფლში იწურება ,მაგრამ მისი ოფლის კეთილსურნელება კაცობრიობის ამბის დასაწყისია.ეს ყველაფერი ხდება მწვანე მინდვრების ველად.ჯადოქრის ტყის მახლობლად ,სადღაც აჩრდილები ცხოვრობენ.ერთ ღამესაც უცნობის მისვლისთანავე ხომალდი წაიქცა,როგორც დაჭრილი ლომი ,სისხლისგან დაცლილი.დამსხვრეული კიდობანი თავშესაფარია უწმინდური  ცხოველებისთვის.სასოწარკვეთილი კაცი ,მუხლმოყრილი გოდებს და ჩუმი მრისხანებით ამოთქვამს თავზარდაცემულ ისტორიას.ველი განათდა და სამოსში გაეხვია.უცნობი არ ნებდება .ის დაუმორჩილებელია,მოურიდებელი.კიდობნის აშენება თავიდან განუზრახავს .იმედი კი მთვარის შუქია.მან შემატა ძალა ,რომ დაუბრუნდეს პირველსაწყის მდგომარეობას.ისევ ისმის ლურსმნების გამაყრუებელი ჟრიამული.ხის ხომალდი აშენდა ფრიად უზარმაზარი,დახვეწილი და უცნაურიც.ჯადოსნურია ხომალდის აგებულება.პეპლის ფრთებივით ფარფატა და ნაზი.კარვების ქალაქი კი ცეცხლს მიეცა ,მაშინ როდესაც უდიდესი სიბრძნე განადგურდა მიწად.უცხომ კეთილგონიერება და სიწრფელე გამოიჩინა ღმერთების თვალში .მას ერგო ხომალდის კაპიტნობა.საჭეთმპყობელმა გაცურა ზღვის უფსკრულებში და პოსეიდონის აღელვებას გადაურჩა.დღესაც ასე უჩუმრად მიჰქრის ხომალდი და ვინ იცის როდის გაჩერდება.სამყაროს ზღვები დაულეველაია,ისე როგორც მისი ფანტაზია.მოხუცმა მოსასხამი მოიხვია და ხელ-ჯოხს დაყრდნობილი თვალი ერთ წერტილს გაუშტერა.მოულოდნელად ცა გაიხსნა და მან ხელ-ჯოხი რკინის თავსაბურავად აქცია.ეს გახლდათ უკანასკნელი მოდგმის წევრი.შეშფოთებული გამეღვიძა და თავს უსიამოვნოდ ვგრძნობდი .მიპყობს შიში და ამავდროულად  სიხარულიც.ამ ლეგენდაზე ფიქრმა იმდენად გამიტაცა ,რომ სიზმარშიც აგარ მომასვენა.მაგიური იყო ეს ყველაფერი ,ნანახიც და განცდილიც.კანკალმა ამიტანა .ერთს ნიშნავდა ეს ყოველივე.დავდუმდი.ფანჯარასთან მივედი მთვარის მონახულების მიზნით და ვნახე სისხლისფერი ოვალი ცაზე.მომაგონდა მოხუცის ჩაწითლებული თვალები ,მის მსგავსად ნატანჯი სხეული,შემძრა და თავი ჩავღუნე .მსურს ეს ყველაფერი მეხსიერებაში დარჩეს.ლეგენდა დასრულებული არ არის,მე ისევ განვაგრძობ სიზ

მარში მის დასრულებას .მოხუცი ხელ-ჯოხით  ჩაანაცვლებს მის შემდგომს.

***

მისტიკოსი

უღრანი ტყე,მოქუფრულია,შავი ნისლი გადაკრულია მის თეთრ თავებზე.ფანტელები ნაპერწკლებივით ელვარებენ.ჭექა ქუხილი გრგვინვის ხმით ღრიალებს ,ქარი პატარა ქოხის ფანჯრებს ამღერებს.ფოთლები შრიალით იკლებენ გარემოს.ქოხი ბროწეულისფერი სახურავით გადაუხურავთ.ყავისფერი კედლები ანთებული ლამრებივით ციმციმებს.კედლებზე დახვეულა პეპლების გუნდი,მეოცნებე მწვანე პეპლები ყვავილების ბუტკოზე ისვენებებ.ეს მისტიკოსის ქოხია,მე მისი შვილი ვბრძანდები,იშვიათად ვხედავ მას.მისი ოთახი პირქუშია,მაგრამ რაღაც არაამქვეყნიური სიტკბოება და სიმშვიდე იგრძნობა.ედემის ბაღის ქნარის ხმა ისმის ოთახში ,ჰანგები დამადუმებლად საოცარია,ვგრძნობ რომ ვიძირები  მწვანე სევდაში ,მისი ოთახი ათასგვარი ელექსირით სავსეა.ფერადი სინჯარები აფუთქურებენ სითხეს და მთვარის შუქის ელვარებით ძალას იძენენ.მთვარე ისეთი სანახავია,როგორც ბედნიერი უფლისწულის ცქერა ,მის წინ ჯდომა და მერცხლის გამაყრუებელი საუბარი. ამ დროს მეზმანა მთვარის ამბავი.დანისლული და გაოგნებული.მთვარევ ,ჩემო მეგობარო მხოლოდ შენ თუ გამიგებ.სხვა ქვეყნად ვერავინ იგრძნობს რა  ემართება  ადამიანს ,რომელსაც სულში მოჩვენებები შემოსჩვევია.ნეტავ რატომ?ან კი შენც ძალგიძს გაიხსენო თავად შენ როგორ იყავი? ნისლიანი დღეა,შეხუთული,ზღვისფერ ტალღებზე მოცურავე მთვარე ამოიჭრა.შუაზე გაიხლიჩა  სპირალისებირი კბილები ამოიწვერა.გაიხლიჩა ისე როგორც კვირტები ამოხეთქავს ხოლმე გაზაფხულზე.ჩვილმა საზრელი ხმით ამოიქვითინა .მიკნავლებული ხმა ექოსავით გავრცელდა ღრუბლებში  .ბავშვი ერთ რამეს ითხოვდა, მაგრამ ვინ იცის აუსრულებდნენ კი ნატვრას? უსიტყვოდ ამოხეთქილი საყვედური გაისმა .შეზანზარდა ცა და ქვეყანა .გაოცდნენ ფრინველები.ბავშვის სურვილი იყო სული დარჩენილიყო .ადამიანად ქცევა  თუ გადაქცევა არ ნდომებია მას,..ღრუბლების ღმერთის ტყეში მოვლენები აირია .მთვარის მიერ ნაშობი ჩვილი აჩრდილად აქციეს.ის მოჩვენებაა და ყველას ეშინია მისი ,თუმცა საშიში რა არის,როცა გეშინია უსუსურის ამქვეყნად?.ეს სიმხდალე მასში გონების არევას იწვევდა.ცხადზე ,ცხადია, რომ შიშის დაძლევას ცდილობდა,აბა,მუდამ ხომ ვერ იფიქრებდა ამაზე?ვიხილე პირმშოს ნათელი სახე,ობოლი ცრემლი ალპობდა მიწას ,გაშიშვლებული ხის ტოტებივით ხელები მაღლა ცაში აღემართა .გასრულდა ეს ხილვაც და მისტიკოსმა მიმიხმო ,მითხრა დღეს სულების გადასვლის რიტუალს ჩავატარებთ,სულები სხვადასხვა ზეცაში მოხვდებიან ,თავიანთ ზეცას როცა იპოვიან,და ამასთანავე ნივთებს – გვირგვინს,პალმის რტოს,სკიპტრას და ძოწისფერ მოსასხამს,ზეცა საბრძანებლად იქცევა,სხვაგვარად ყველაფერი ენატრება კაცს ზეცაში თუ ის იქ არ აღმოჩნდა ,სადაც მისი ადგილია.ყოველ დილით,რიჟრაჟზე,ქალს ვხედავ,დადის და რაღაც წიგნს დაეძებს,არც ასავალ-დასავალი ვიცი ,არაფერი არ ვიცი მასზე ,მხოლოდ ის ,რომ წიგნს დაეძებს,სახელწოდებით ნაპერწკალი ცეცხლისა.გასაოცარი სათაიურია ,ალბათ ავტორიც ბრწყინვალე ვინმეა,კითხვები მაქვს ,მაგრამ ქალი ვერ პასუხობს და დუმილით მშორდება.ისევ მამაჩემს ვუხმობ ,ის გამარკვევს ყველაფერში,არ დამიმალავს .დრო ,ზანტად მიდის.მდორედ მიედინება ნაკადული .მასში ჩახვედისთანავე ვხედავ ირმების ჯოგს ერთად მოსიარულეს, ,ახლადაყვავებულ თორმეტ ატმის ხეს ,კრისტალის თვლებით მოჩედილ ბილიკს,სად მიდის ბილიკი? ფარაონი წითელ აკლდამაში განისვენებს,თეთრი ბინტით შესუდრული სხეული ,მთის უქათქათესს თოვლს მაგონებს.გარეთ იშვიათად გავდივარ ,სახლში მყუდროდ მოვკალათდები ,მისტიკოსის ნივთებს გადმოვიღებ და ჯადოსნური სიტყვებით ვმოგზაურობ ნანგლიანაში,იცით რა ქვეყანაა ნანგლიანა ? დედამიწაზე ვერ იპოვი ,ის სადღაც ცხრა მთის იქით და ცხრა ოკეანის გადაღმა მდებარეობს..ყოველთვის ან შემოდგომაა ,ან გაზაფხული,დროც არეულია და ქალაქის საათს ისრები არ აქვს .დაფენილი ქვაფენილი მოზაიკითაა მოკირწყლული,უცნაური ფრინველებით სავსეა – ღამურას ფრთებით მოსეირნე მერცხალი,საუცხოო,ქვეყანაა,გასაოცარი ,ქოხში ვარ ისევ და ველოდები ხვალინდელ განკარგულებას.ძალას ჩემი ხელისგულები იძენს ,მასზე ტყის რუკაა დახაზული .ან საიდუმლო ბილიკი,რომელიც მგელკაცამდე მიმიყვანს.ადამიანის სახე და ტანი დახვეწილად გამოძერწილია ,მგლის უკანა კიდურები და კუდი შეწებებული ტანთან.როცა ბილიკს დავადგები ხოლმე ,მუდამ დაუსრულებლად მეჩვენება და ვიკარგები ტყეში ,მგელკაცი ერთსა და იმავე  ადგილას დგას და რაღაცას გასცქერის.ტყეში უცნაური ამბები ხდება .ჟადოქარ ტენგუს მარაო გადაიშლება თუ არა  მგელკაცი გაიღვიძებს და დაძრწის.მე მასთან ვიყავი სტუმრად ,ნადიმზე მიმიხმო .ვისხედით მწვანე ფოთლების ნისლში და გულყვითელას სასაცილო მოგზაურობას ვუსმენდით. მთხოვს მას დავეხმარო ,ტყის ბოროტი არსებანი მოვკლა და გავათავისუფლო ამ წყევლისაგან ,ის ან ადამაინთა ბუნებას დაუბრუნდება ან მგელი იქნება.ორიდან ერთ-ერთი.მე მას არც პირობა აღვუთქი გადარჩენის ,არც დავაიმედე ,რადგანაც სხვამ უნდა შეასრულოს დანაპირები.სწორედ ამ დროს გაისმა ველური ხმა,მისტიკოსი გაცხარებით წარმოთქვამს სიტყვებს. –

ერეც მოლედეთ ,ერეც მოლედეთ ,აბენიტ მონდა იმასა ქირიამინ,რაც ნიშნავს მოკვეთეთ,მოკვეთეთ ,აბენიტ მოდი ჩემთან დავხოცოთ ისინი ,ენდემურები გვჩირდება .

უკანმოიხედავად გავრბივარ ქოხში.,საშინელი ქარიშხალი ამედევნა.წვიმდა გადაუღებლად,ელვა გაკრთა ცაზე ,და მე დავინახე გამოსახული ვაშლი ეცემოდა ატმების ხეივანს ,გოლიათის ბაღს ,თეთრი ბამბუკის ხეებს,ქვით გაჭეჭყილი გველი მაინც მიცოცავდა ვიღაცის ფეხთან და ამბობდა აკოლიმეოს სალაჰამინ, მთვარიდან სისხლის ნაკადი მოედინება ,ვინ დაჩრა ის? ნუთუ ტენგუს მარაომ განგმირა ? ტენგუს ტალღოვანი თმები მარაომ მოიხვია და სიძლიერე მასში გარდაისახა .და მაინც მაგიდაზე ისევ იდგა მოვერცხლილი ბარძიმი ,სისხლში ასვრილი პურის ნაფლეთევი საზარელი დასანახი იყო.ნამგლით ,საჭრეტელით ასხმული იარაღების კონა დაეშვა მიწაზე.მივირბინე მისტიკოს ჩავეხუტე და გაქრა ხილვაც ,როგორც ერთი ზღაპართაგანი.

***

პირველი გლოვა

ფანჯრის მინაზე წვიმის წვეთები გველივით იკლაკნებოდნენ.აჭრელებული ტყავი კიდევ უფრო ღაჟღაჟებდა . ეზოდან მოისმოდა ბავშვების გამაყრუებელი ჟრიამული,ანგელოზის საყრივით ჩამჩხავიან ყურებში ,პატარების მიერ წარმოთქმული სიტყვები.გული სიბრალულით მევსება მათ შემყურეს.ისინი ასეთი მხიარულები და ონავრები იყვნენ დაბადებიდან ,როდემდე გაგრძელდება ნეტავ,იქნებ მალე დასრულდეს ან გაგრძელდეს უკუნისამდე.მე მინდა მაინც ჩემს თავზე გიამბოთ ,ვნანობ რომ ბავშვივით გულმოწყალე არ გახლავართ ,დავკარგე ის რაც ადრე სულს ოცნებებით ავსებდა ,მქუხარე ჩექა–ქუხილივით ანათებდა , უდაბნოში მოსული წვიმასავით მალპობდა.მთებში დაბუდებული ყინულივით მაქვავებდა.მოკლედ დავითრგუნე.ჩემში ეს ყველაფერი ახლა სხვაგვარად გადაიზარდა .გულჩვილი გავხდი ,ცრემლები მილბობს გაუხეშებულ კანს ,თავს ძალას ვერ ვატან ,ვერ გამირკვევია ეს მოთქმა –გოდება როდიდან დამჩემდა.მაგრამ ამასაც დავანებით თავი.მე ერთ ოთახში ჩაკეტილი ვარ ,ოთახი კუბოს გავს ,თეთრი სუდარა ჩამოვაფარე ყველაფერს ,გადანისლულია კუბო ,ქარიშხალით გაჟღენთილი ,მალე ქარავანიც მოვა და მეც მას გავყვები .მიხმობს სული იმ შორეული ქვეყნისკენ .განისვენე ტანჯულო სულო ,იქ სადაც ოდესგაც მიწა სისხლით გაიჟღინთა.მოდის ყორანი ,შავი ფრთებ მოხურებული ,მჭრელი თვალებით ისრებს ისვრის და გროვად დახვავებულ თავის ქალებს ბრჩყალებით ესობა.ესეც უდაბნოში მოხდა ,რაც მე უნდა გიამბოთ ახლა .ერთ მიწურულ სოფელში ,ოჯახს ორი ვაჟი ჰყავდა.ორივენი უნატიფესი ბიჭუნები იყვნენ .მშობლებიც დიდად მოხარულნი გახლდნენ მათი ნიჭის,შემოქმედების უნარით. ერთმა ქნარზე დაკვრა იცოდა ,მეორე ფუნჯით ტილოებს ქმნიდა . ორივე შემოქმედი იყო საკუთარი სულისა. მესმის ჰანგები და მესახება ტილო თვალწინ.ოქროსფერი სახე ,სუსტი ,გალეული სხეული ,მეწამული ფერის სამოსი მახსენდება .უფლისწულებს საეროდ არაფერი ენატრებათ ,გარდა სრულყოფილებისა .მას იქ ვერ იპოვი ,სადაც გამჭკნარი ფოთლები ლპობას იწყებენ. არსებობს ველად ანთებული ლამპარი და მოჩირაღდნე ვარსკვლავი .სწორედ ,რომ ველად ,გადათელილ ყავისფრად აბიბინებულ თავთავების ზედაპირზე გაჩნდა პირველი შავი წვეთი ,კუპრივით შეფერადებული .შიშველი სხეული ეგდო მიწაზე,სამი წყლული გასჩენოდა მას სახეზე.იქვე ეგდო სიხლიანი ქვა და აი ისევ მოფრინდნენ ჭილყვავები .დაფრთხნენ და ვერ მიეკარნენ ოქროსსახიანს .გლოვა კი ისევ გაგრძელდა.ძებნა დაიწყო ,ამასთანავე დევნაც.გახრწნილ სხეულს ეხება ქალი ,თმააბურძგნული ,ჩაშავებული სახის ,ტირილისგან დამაშვრალი ,მხეცებრი ხმით მგვრგვინვადი .კაცს თავი მუხლებში ჩაურგავს და თვალებში აწკრიალებული ზიზღი მოსვენებას აკარგვინებს.იფიცება არაფერს შეარჩენს იმას ,ვინც ასეთ სისასტიკეს იჩენს იმის წინაშე ,ვისაც არც დაუმსახურებია და არც უფლება აქვს შემუსროს სრულყოფილება.კიდევ უფრო აღაშფოთა ისინი დამნაშავის ვინაობამ.ვაი ,რომ განგებამ ინება ასე ,ვაი რომ ვიღაც საშინლად დასცინის მათ?შესუდრული ბიჭუნა სარეცელზე წევს ,თითქოს ვიღაცას ელაპარაკებაო ,ნათელი სახე ღიმილით ეფარება .ცრემლები მაინც ვერ აღადგენენ დამსხვრეულ სასახლეს.ნანგრევებს მწვანე ხავსი მოედება ,ხვლიკები დაგველები დაიბუდებენ სასახლეში.მათ თავშესაფრად იქცევა იგი.ვის შეაფარებსა თავს უდაბნოში მოსიარულე აჩრდილი ,თუ არა ოდესღაც მდიდრულ სასახლეს ,აწ უკვე გლახაკის ძონძებში გახვეულს .ყორანი იქნება მისი შემწე.ბალახი კი საკვები.ძნელია ობლად დარჩენა ,მიუსაფრობა …გლოვის ჯამი ახლოვდება ისევ,წარვნა ვერასდროს იქნება ისეთი გააფრებული ,როგორც მაშინ,როდესაც აშრდილს სასჯელი დაადეს ,ეტანჯა სამუდამოდ .პირმიქცეული ყველასგან.შეძრწუნდა სული მისი ,მოიხსენა ის ქვესკნელის მტკნარი წყლის ღმერთი წარმოიდგინა როგორ შეჭამა ნიანგმა ბავშვი .წარღვნამდე მომხდარმა ამბებმაც გაუქროლეს გონებაში.აჩრდილები არ ჰგვანან ადამიანებს ,ისინი ღმერთები არიან.მრისხანებაც მათ მსგავსად გადასდებიათ .ღამით ქარიშალს უტევს ,დღისით

მზის მცხუნვარებას ურიგდება .ვინ ინება ასე ეცხოვრა?სასჯელს ყოველთვის ის ადებს ,ვინც არასდროს დაუსჯიათ .აჩრდილი უდაბნოშია ,გაკრიოკებულ,გაუწყლოებულ ადგილას.მე კი ერთ ოთახში ვარ .თეთრ კუბოში მძინავს.მე და ის ერთნი ვართ .მოქმედებითაც და მიზნითაც ერთმანეთს მთის ანკარა წყაროსავით ვგავართ.

ვგავართ. ერთმანეთის ანარეკლნი ვართ მდინარის პირას ,როცა მასში მზის სხივი ხვდება გარდატეხა მიმდინარეობს . სპექტრი იშლება არა მდინარეში ,არამედ პირამიდაში . სად დააბიჯებს ახლა ის ქალი და კაცი.მათი ფიცი ასრულდა თვითმკვლელობით.ხეზე ჩამოკიდებული უკანასკნელი ,გაფითრებული ფოთოლი დაეკიდა.შემდეგ მოწყდა ტოტს და ჩალპა მიწისქვესეთში .იქ, წარღვნამდელ არსებულ უფსკრულში .დაიბუდა სატუსაღოში არსებულმა მხიარულებამ .მე შინ მივდივარ,ან იქნებ ვარ კიდეც ? ღრუბლებში წითელი ცეცხლი დაინთო ,ტალღისებურად მოძრაობს და დრაკონის სხეულს ქმნის.იქვე მთის ფერია თმას იშლის და ცეცხლს ეფიცხება.ფერია ლაპარაკს იწყებს თუ რა განსხვავებაა ანგელოზსა და დემონს შორის.განსხვავება ისეთია ,როგორც საკუთარ ფერებში შეფუთული მორწმუნისა და გულღია ურწმუნოს შორის.მაგრამ რწმენა ხომ მაინც ბუნებრივი ქმედებაა.ყველას ,სჯერა ,მაგრამ არ სწამს.ფერია ქვითინით მოთქვამს ,მალე წითელი ცეცხლიც ჩაქრა და დარჩა ფერფლი .ღრუბელი ნაცრისფრად აყვავილდა . ფერიასთან ერთად მიწას ნამი ასველებს .ტირიან შაოსანი ძალები .გაქვავდა და აგარ არსებობს ადრინდელი ფერები .მიფრინავს ყორანი ,ბალახი ხმება .აჩრდილი სასახლეში იდებს ბინას სამარადჯამოდ .გახშირებული სუნთქვა მესმის მისი .მეც თვალებს ვხუჩავ .თეთრი კუბოსკენ ფეხაკრებით მივიწევ .ჩუმი ჩურჩული მესმის იქედან .შენ არც ეს დაგიმსახურებია.ეს რა წამებაა?რა გაუგებრობაა? ქვეყნად ვერავინ ამიხსნა ,იქნებ იქ მაინც შეძლოს ვინმემ

***

ფრთოსანთა საიდუმლოება

პეპლების ფარფატი .ნელი,ფრთხილი და მსუბუქი.ფრთების მიხრა-მოხრა მორცხვი გოგონას მოძრაობას მაგონებს. სავარძელში იჯდა და კითხულობდა .ჩუმი საღამო იყო .სანთლით განათებულ ოთახში ის მარტო სიჩუმეში ჩაძირულიყო.ბოლთას სცემდა ,ისედაც ციცქნა ოთახში ძლივს დააბიჯებდა .შეშლილივით იქცეოდა ,ხელები უკანკალებდა. მყისიერად ფანჯარასთან მივარდა ,გააღო და შემოდგომის სიო ღრმად შეისუნთქა.საგამო ხანი ჩამომდგარა.დრო ისე სწრაფად მიილია ,ვერც კი შეამჩნია ცა ალისფრად როდის შეფერადდა და უკანასკნელი მზის სხივი როდის ჩაეშვა ღრუბლების სითეთრეში.გაახსნდა პეპლები,უფსკრულში ჩაბუდებული უსინათლო ფერიები.მოიგონა ერთი სასაცილო ამბავი დემონებისა და ჩიტების კავშირის შესახებ,რომელიც მისმა მეგობარმა დიდი აღტყინებით უამბო.უყურებდა გარშემო სივრცეს და ხსნიდა თუ რა იმალებოდა ამ სივრცის მიღმა.   ქარის ზუზუნმა შეაკრთო და ავისმომასწავებელი განცდით შეიპყრო.ფარდა გაბრაზებით გადასწია.ისევ კუთვნილ ადგილს დაუბრუნდა . ღამის წყვდიადში ,სრულიად მარტო დაეხეტებოდა ფიქრების უსიერ ტყეში .გზა ვიწროა და გრძელი, დასასრულს ვერ ხედავ .იქნებ ბოლოს ბილიკი ეკლებითა და ბუჩქებით ჩარაზულია? სასწრაფოდ მაგიდისკენ გასწია.ღამის ნათურა აანთოდა წერას შეუდგა.კალამი სამელნეში ჩამშრალიყო.დიდი ხანია წერა შეეწყვიტა და ახლა მოჭარბებული განცდების გადმოსატანად კალამმაც უმუხთლა.თვალი გაუშატერდა .უჯრებში ჩაყრილი უამრავი ნივთი ზღვის ტალღასავით შეათამაშა და ხელში მოჰყვა იაპონელი მეგობრის  სანუკვარი ფანქარი. დანახვისთანავე მოაგონდა მისი კეთილი ,ერთგული მეგობარი.წამით განიცადა იმ დროის სიტკბოება ,რაც მრავალი წლის შემდეგაც განუზომელ სიხარულს ანიჭებდა.აჩქარებით დაიწყო წერა .აზრები ერთმანეთში ერეოდა და მისგან კორიანტელი დაეყენებინა.სათაური ასე ჟღერდა „ კავშირი ფრთოსანთა და დემონთა შორის“ .უხსოვარი დროიდან კავშირი ამ ორ არსებათა შორის ცაში დაწყებულა.ფრთოსან არსებებს ლაღად უცხოვრიათ ზეციურ სამყოფში .ყოველდღიურად აწესრიგებენ ღრუბლების,ქარის და წვიმის მდგომარეობებს.უხუცესი თავის მაგიდა უჯდა და გარინდებული ფიქრს მისცემოდა.მსახურებს დიდი საიდუმლო გაანდო და შიშობდა საიდუმლოს გამთქმელი არავინ აღმოჩენილიყო .საუბედუროდ ფრთოსანთა ერთი გუნდი ბოროტ ზრახვას შეეპყო.დროულად მოახერხეს უხუცესმა და დარჩენილმა ფრთოსნებმა ღრუბლებიდან გაქცევა და აქ მიწისქვეშეთში გადაუმალავთ დიდი საიდუმლო.კარიბჭით დაგმანეს ერთ დიდ აკლდამაში.აკლდამაში საუცხოო სინათლე იდგა.მოციმციმე უსინათლო ფერიების საცხოვრებლად ქცეულიყო.საიდუმლოც უსინათლო ფერიებს უნდა შეენახათ.უხუცესიც ამ ადგილას დაბანაკდა ცხოვრების ბოლო წუთამდე.ბოროტი ზრახვით შეპყრობილი გუნდი მოუსვენრად დაჰფარფატებდნენ ცის ტალღებზე .ელვის უსწრაფესად დაეძგერნენ  ერთგულ ფრთოსნებს და დიდ გალიაში გამოკეტეს,თვითონ კი დემონებად გადაიქცნენ.წყევლის ახსნა მას ძალუძს ,ვისაც საიდუმლოს გახსენება შეუძლია.ფრთოსანთა შორის ყველას დავიწყებოდათ საიდუმლოს არსი და ამიტომაც მუდამჟამ ელოდნენ დროს ,როდესაც დიდი საიდუმლო გონებაში ამოტივტივდებოდა.

უხუცესი ისევ თავის მაგიდას უჯდა და გატანჯული ფიქრს მისცემოდა .ფერიები კი გზააბნეულნი დანარნარებდნენ სიბნელეში ,რომლის შუაგულშიც ერთი უცნაური სვეტი ანათებდა მხოლოდ. გალია ისევ დახშულია,დემონები ნადიმს მართავენ, უხუცესს დღის მოლოდინში ჩასძინებია.ფერიები საიდუმლოს კარიბჭეს ასუფთავებენ.ყვავილებით რთავენ და ჟღარუნა ხმით მღერიან  მოცარტის ჟადოსნურ ფლეიტას. ისევ ღამეა და თეთრი სიშავე. კავშირი ჯერაც არ ჩანს მათ შორის ,არც მოკავშირეები გამოჩენილან.“  – მორჩა, გათავდა – წამოიყვირა გააფთრებულმა და კალამი გიჟივით მოისროლა .ჩუმად ფეხაკრებით ჩაწვა სავარძელში თვალები მოხუჭა და სიამოვნებით გაირინდა წყვდიადში.ნათელი ნელ-ნელა კრთებოდა ,სანამ უკანასკნელი სანთელი არ ჩაიწვა.

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button