პოეზია

კახაბერ ჯაყელი – ამერიკაში მომენატრა ჩემი საფარა

ლექსად თქმული დარიგება ამერიკული ჯორჯიიდან – კენესოს სახელმწიფო უნივერსიტეტიდან

ამერიკაში მომენატრა ჩემი საფარა,

არწივის ბუდე, ურაველის ხედები შორი,

წმინდა ბერების თაფლის სანთელს სულს რომ მინათებს,

მისჩერებიან იმედებით მომდგარნი დრონი

წმინდა სანთელო, საფარელი ბერების მადლით

მთელს საქართველოს მოუვლინე ახალი აზრი

როგორც სამყაროს, და სამების ძალა ერთია

ქართველისათვის სატარებლად სამი ხვედრია:

პირველი არის, თავად შექმნას სამომავალო,

კვლავ აღიდგინოს რწმენისა და შრომის სამყარო,

„ხვალ“, ამოიღოს ხმარებიდან დაიწყოს ამ წამს

ილოცოს შექმნას, დაიბრუნოს, ისწავლოს გარჯა

მეორე არის დაიკარგოს სხვისი იმედი

თავისით შექმნას გაიმარჯვოს ღმერთით და ღმერთით

მესამე არის გზა დაუთმოს ნიჭსა და მშრომელს,

შვილს ნუ დანიშნავს, დირექტორად, ნუ იტყვის ჭორებს,

უფლის რჩეული აირჩიოს მანაც თავისად,

და გაიმარჯვებს, უძველესი ერი

ქართლისა

კ.ჯაყელი

კენესოს უნივერსიტეტის პროფესორი

ატლანტა 2018 წელი

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button