პოეზია

მარინა ცვეტაევა ოსიპ მანდელშტამს

არავინ არაფერს გართმევთ,
ვნეტარებ ცალ-ცალკე ყოფნით.
ძალიან ადვილად დაგთმეთ _
ათასი ვერსიდან გკოცნით.
აზრს შემაცვლევინებს ვერავინ _
გვაქვს არათანაბარი ტექსტი.
გიძღვენით, ჭაბუკო დერჟავინ,
მოურჯულებელი ლექსი.
ლოცვამ გაგინათოს კვალი,
იფრინე, არწივო ჩემო!
შენ მზეს გაუსწორე თვალი,
მე მზერის სიმძიმეს ვჩემობ.
აღარდაბრუნების წესით,
თქვენს კვალს გაჰყევით წმინდას…
გკოცნით ათასი ვერსით
დაშორებული წლიდან.

თარგმანი მარინა გოგოლაშვილის

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button