
PR–ის განსაზღვრება და შინაარსი.
PR ანუ საზოგადოებასთან ურთიერთობა (Public Relations) რაც ნიშნავს გაგებისა და კეთილგანწყობის დამკვიდრებას ორგანიზაციას, ხალხის ჯგუფებსა და საზოგადოებას შორის, საინფორმაციო მასალების გავრცელების, ორმხრივი ურთიერთობების დამყარებისა და საზოგადოების რეაქციის შესწავლის გზით”.
PR- ის განმარტების რამოდენიმე ვერსიაა, რომლებიც ბოლო 60 წლის მანძილზე ჩამოყალიბდა.
PR–არის საზოგადოებასთან ურთიერთობები , კავშრები, მისი არსი უფრო ფართო და ღრმაა, ვიდრე ცალკეული ორგანიზაციების საქმინაობა. PR–ის სისტემის თეორეტიკოსები და პრაქტიკოსები აღნიშნავენ, რომ ის არის საზოგადოებრივი აზრის სასურვლი მიმართულების ფორმირების, ჩამოყალიბების მეცნიერება და ხელოვნება. ვებსტერის განმარტებით ლექსიკონის მესამე გამოცემაში ფაბლიქ რილეიშენზი განსაზღვრულია როგორც „ცალკეულ პიროვნბას, ფირმას, დაწსებულებასა და საზოგადოებას შორის ურთიერთგაგებისა და კეთილი განწყობის დამყარების მეცნიერება და ხელოვნება“
ფაბლიქ რილეიშენზი მართვის ფუნქციაა. იგი მოწოდებულია შეაფასოს საზოგადოების დამოკიდებულება, მოახდინოს კერძო პირის ან ორგანიზაციის პოლიტიკის და მოქმედების იდენტიფიცირება საზოგადოების ინტერესებთან მიმართებაში და შეასრულოს მოქმედების პროგრამა, რომელიც მიმართული იქნება მასების მიერ ურთიერთგაგებისა და აღქმის მისაღწევად.
სხვადასხვა მკვლევრის მიერ PR–ის განსაზღვრის 500–მდე ფორმურილება არსებობს. ცნობილმა ამერიკელმა მკვლევარმა რექს ფ. ჰარლოუმ განმარტა PR XX საუკუნის სპეციალური ლიტერატურის მიხედვით და მის საფუძველზე საკუთარი განმარტება წარმოადგინა, რომლეშიც ასახულია საზოგადოებასთან ურთიერთობის კონცეპტუალური და ოპერაციული ასპექტები: „ფაბლიქ რილიშენზ“ –ეს მართვის განსაკუთრებული ფუნქციაა, რომელიც მოწოდებულია დაამყაროს ურთიერთობა, ურთიერთგაგება და თანამშრომლობა ორგანიზაციასა და საზოგადობას შორის; დაეხმაროს ხენმძღვანელობას საზოგადოების აზრის შესწავლისა და მათ რეაგირებაში; განსაზღვროს ხემძღვანელობის პასუხიმსგებლობა საზოგადოების აზრის შესწავლისა და მათ რეაგირებაში; განსაზღვროს ხემძღვანელობის პასუხისმგებლობა საზოგადოების ინტერესების საკითხების გადაწყეტისას; დაეხმაროს ხემძღვანელობას, ეფექტურად შეიცვალოს პოზიციები დროის მოთხოვნის შესაბამისად, დროულდ გამოვიდეს სისტემიდან კეთილი გაფრთხილებით ; დაეხმაროს ტენდენციების გადაწყვეტილების წინასწარმეტყვლებაში, მუშაობაში ძირითად სამუშაოდ გამოიყენნოს მეცნიერული მეთოდბი, დამყარებული ურთიერთობის ზნეობრივ ნორმებზე.
სემ ბლექმა შეიტანა განსაზღვრება: ფაბლიქ რილეიშენზი ეს არის ხელოვნება და მეცნიერება ადამიანებს შორის ურთიერთგაგებისა და ჰარმონიულობის მისაღწევად, რომელიც ემყარება სამართლებრივ საფუძვლებს და სრულ ინფორმირებას. PR–ის განსაზღვრება მოიცავს სიტყვბს – სიმართლე, სრული ინფორმაცია და ჰარმონია, რაც საფუძველს წარმოადგენს საზოგადოების სხვადასხვა ფენებს შორის დასამყარებლად.
ფაბლიქ რილეიშენზის მნიშვნელობა დიდია საზოგადოებისათვის. იგი ემსახურება ინსტიტუტებს, საავამტყოფოებს, სახელმწიფო დაწესებულებებს, პროფკავშირებს, ნებაყოფლობით ასოციაციებს, ფონდებს, საგანმათლებლო და რელიგიურ ორგანიზაციბს. ამ ინსტიტუტებმა მიზნის მისაღწევად უნდა დაამყარონ მტკიცე კავშირები სხვადასხვა განწყობის აუდიტორიებთან და სოციალურ ჯგუფებთან, მომუშავეებთან, სხვადასხვა გაერთიანების წევრებთან , მომხმარებლებთან, ადგილობრივ საზოგადოებასთან, მთელ საზოგადოებასთან.
ორგანიზაციების მიერ მიზნის მიღწევა მოითხოვს ხემძღვანელობისაგან იმ ადამიანების დაფასებას, ვისთანაც ურთირეთობა აქვს. ფაბლიქ რილეიშენზის სპეციალისტი ხემძღვანელის მრჩეველია და, მომავალში, შუამავალი ხემძღვანელსა და საზოგადოებას შორის , რათა ხემძღვანლის საკუთრი მიზნბი და განზრახვები გასაგები პოლიტიკური ენით გადასცეს საზოგადოებას.
PR განიხილება როგორც თავისებური ქოლგა, რომელიც ფარავს ისეთ სფროებს როგორიცაა: კორპორაციული კომუნიკაციები, მენეჯმენტის პრობლემები, პროდუქციის ფაბლიცისტი , ინვესტორებთან დამკიდებულება, ფინანსური კომუნიკაციები, ლობირება, საზოგადოებრივი ურთიერთობა, მასმედიასთან დამოკიდებულება, კომუნალური პრობლემები, კრიზისების მენეჯმენტი, სპონსორობა, სამსახურების სფეროს პრობლემები.
ედუარდ ბერნეისი, PR–ის ერთ–ერთი პირველი პროფესიონალი, განსაზღვრის ასეთ სახეს გვთავაზობს: PR არის ექსპერტი, რომელიც აწარმოებს კონსულტაციებს საზოგადოებასთან. ის ცდილობს განსაზღვროს თავისი კლიენტის სოციალურიად მნიშვნელოვანი მახასიათებლები, გამოკვლევების საფუძველზე გამოავლინოს თავისი კლიენტისა და მასთან დაკავშირებული საზოგადოებას შორის მოქმედების შესაბამისობა ან შეუსაბამობა. ურჩევს კლიენტს, შეცვალოს მოქმედების მოდელი, პოზიციბი, საზოგადოების მოთხოვნების შესაბამისად, რათა მიახწიოს დასახულ მიზანს. როდესაც იცვლება კლიენტის ქცევა, შესაბამისად იცვლება საზოგადოების მისდამი დამოკიდებულება. რადგან ჩვენ გვიხდება ცხოვრება კონკურენტუნარიან გარემოში, ამიტომ PR–ის სპეციალისტმა უნდა შეძლოს საზოგადოების დარწმუნება კლიენტის მოქმედების სისწორეში.
PR სწავლობს ადამიანებსა და მასთან დაკავშირებულ საზოგადოებას შორის ურთიერთდამოკიდებულების საკითხს.
ფაბლიქ რილეიშენზის ფუნქციებს ცნობილი ავტორები შემდეგნაირად განსაზღვრავენ:
- PR, როგორც მენეჯმენტის ნაწილი, აწარმოებს გეგმაზომირ და მუდმივ მუშაობას:
- ამყარებს კავშირებს ორგანიზაციას და მასთან კავშირში მყოფ საზოგადოებას შორის:
- აწარმოებს შემეცნების, აზრების, დამოკიდებულებისა და ქცევის მონიტორინგს ორგანიზაციის შიგნით და ასევე მის გარეთ;
- ახდენს პოლიტიკის გავლენის ანალიზს საზოგადოებაზე;
- კონსულტაციას უწევს ორგანიზაციებს პოლიტიკის ახალი მიმართულების განსაზღვრაში;
- ახდენს პოლიტიკის ელემენტების მოდიფიცირებას, როცა კონფლიქტი აქვს საზოგადოების ან ორგანიზაციის ინტერესებთან;
- ხელს უწყობს საზოგადოებასა და ორგანიზაციას შორის კეთილგანწყობილ ატმოსფროს შექმნას;
- აწარმოებს სპეციალურ ცვლილებებს ორგანიზაციის შიგნით და გარეთ აზრების შეჯერებისათვის;
- ზემოქმედებას ახდენს ორგანიზაციასა და საზოგადოებას შორის არესბულ ან ახალ ურთერთდამიკიდებულებაზე.
პიარის მართვის ფუნქცია მოიცავს:
ა) საზოგადოების აზრის განჭვრეტას, იმ საკამათო საკითხების ანალიზს, რომლებიც დადებითად ან უარყოფიტად მოქმედებენ ორგანიზაციის მუშაობასა და გეგმებზე;
ბ) ორგანიზაციის ყველა დონის ხემძღავნელობას კონსულტაციას უწევს მისაღებ გადაწყვეტილებაზე. განსაზღვრავს მოქმედების მიმართულებას და საზოგადოებასთან მუშაობის შედეგებს;
გ) კომუნიკაციის პროგრამების დამუშავებას, შეფასებას, როემლიც საჭიროა ორგანიზაციისათვის, რათა ხალხი, საზოგადოება ინფორმირებული იყოს. კომუნიკაცია წარმატების მნიშვნელოვანი საწინდარია. პროგრამები შეიძლება იყოს მარკეტინგის, დაფინანსების, სახსრების შეგროვბის, მომსამსახურეებთან და სამთავრობო დაწესებულებებთან დამოკიდებულებისა;
დ) ორგანიზაციების დაგეგმვას და იმ ძალების რეალიზაციას, რომელიც მიმართულია სოციალური კაპიტალის დახვეწისაკენ;
ე) მიზნის განსაზღვრას, გეგმებისა და ბიუჯეტის შედგენას, კადრების მომზადებას და შერჩევას, სახსრების გამოძებნას ან, სხვა სიტყვებით, რესურსების მართვას ზემოაღნიშნულის შესასრულებლად.
ამრიგად, არსებობს ფაბლიქ რილეიშენზის მრავალი განსაზღვრება. ძირითადად ისინი დაჯგუფებულია ცალკეული ნიშან–თისების მიხედვით ან გამოხატავს სპეციალისტების მუშაობას საზოგადოებათან კავშირის სფეროში: საქონლის გასაღებაში კორპორაციისა და პოლიტიკური მოღვაწეობის საზოგადოებრივი აზრის ფორმირებაში, ცალკეული დაწესებულების, არჩევით თანამდებობაზე კანდიდატისთვის იმიჯის შექმნაში და სხვა. პრაქტიკაში PR ყოვლისმომცველია, ის შეიძლება გამოისახოს ლობირების სახითაც, მოცემული იყოს კორპორაციის ყოველწლიური მუშაობისა და მთავრობის პოლიტიკის მიმართლების ანგარისებში.
მუშაობის ყვლა მიმართულება გაერთიანებულია რაღც სართოთი, რომელთაც პიარ სპეციალისტები უწოდებენ ეგრედ წოდებულ „პიარმენებს“ (წარმოიქმნა ინგლისურიდან „public relations men”). ძირითადად პიარმენები დაკავებულნი არიან ინფორმაციული მუშაობით, ხოლო საინფორმაციო მუშაობა მჭიდროდ არის დაკავშირებული მართვის მცნებასთან. აქედან კი შეიძლება დასკვნის გამოტანა, რომ– PR – ინფორმაციით მართვის სპეციალური სისტემაა, თუ მართვაში იგულისხმება ინფორმაციული საბაბის შექმნის პროცესი და მზა ინფორმაციული პროდუქციის გავრცელება კომუნიკაციების საშვალბით, საზოგადოების აზრის მიზანდასახული ურთირთობის ფორმირებისათვის. აღსანიშნავია, რომ არ შეიძლება ინფორმაციის მომზადბა მხოლოდ ჟურნალისტული ვიწრო გაგებით, როგორც მარტო კორესპონდეციების მომზადება