სხვადასხვა

იმიჯი ბიზნესში

ბიზნესის ზოგიერთი სფეროს განვთარება შეუძლებელია მოსახლეობის ურთირთობის გარეშე. საზოგადოების აზრი განსაკუთრებით გასათვალისწინბელია ეკონომკური  გარდაქმნების დროს. მოსახლეობა იკავებს ოპოზიციურ მხარეს, რადგანაც იგი ვერ ათვიცნობიერებს ჩატარებული გარდაქმნების სიკეთეს.       ასეთ შემთხვევაში ბიზნესის განვითარების ხელშემწყობი საშვალებაა საზოგადოებასთან ურთიერთობა, რომელშიც ლომის წილი მიუძღვება  პიარს. პიარი ეხმარება დაინტესებულ პირებს მუშაობისთვის  სასურველი კონტექსტის  შექმნაში, რეპუტაცია და პრესტიჟის ამაღლბაში.

ბიზნესის ლიდერების იმიჯი რეალურ ასახვას პოულობს თანამშრობლობის, თავისი კლიენტების ყურადღებაში. პიროვნება,რომელის იმიჯი არ შეესაბამება სათანადო მოთხოვნებს, დიდხანს ვერ გააგრძელებს კარირას ბიზნესში. იმიჯი არის არა იმდენად ყურადღების მიპყრობის საშუალება , რამდენადაც თავისი აუდიტორიის  მოთხოვნბისადმი რეაგირების საშუალება. აუდიტორიას  აქვს სურვილი დაინახოს ბიზნესის ლიდერი ასეთი, როგორიც მას სურს. ამაში კი ლიდერის დახმარებას უწევს ფიარი. იგი აიძულებს ადამიანს, იყოს ჭკვიანი, მომხიბვლელი, ისეთი, რომელსაც შესაძლებელია ენდო.

ბიზნესის სხვადასხვა სფეროში ლიდერის იმიჯის ასამაღლებლად აუცილებელია საზოგადოებასთან ურთიერთობის რეგულირება,  ბიზნესმენი უნდა მონაწილეობდეს  მთელ რიგ საზოგადოებრივ ღონისძიებებში, როგორც კულტურულ ისე საგანმანატლებლო პროგრამებში. მას უნდა შეეძლოს ღონისძიებების დაფინანსება, ფინანსური დახმარების გაწევა.ბიზნესმენის  ასეთი მოქმწდება  სიმპატიით განაწყობს საზოგადოებას მის მიმართ.

დასავლეთის გამოცდილება გვასწავლის, რომ რაც უფრო მაღალ ადგილზე აცხადებს პრტენზიას ფირმა, მით უფრო მნიშვნელოვანი უნდა იყოს მისი პოზიცია მასობრივ კომუნიკაციებში.

ცოდნის მნიშვენლეოვან ნაწილს პირონება ღებულობს არა იმდენად პირადი გამოცდილებით, რამდენბადაც მასობრივი კომუნიკაციის გზით, აქედან გამომდინარე, ადამიანის იმიჯის ფორმირდება  ორი მიმართულებით: ერთი მხრივ, მასობრივ კომუნიკაციის არსის მოთხობვნების შესაბამსად, მეორემხრივ, იმ მახასიათებლების განსაზღვრით, რომელსაცა აუდიტორია თვლის მნიშვნელოვნად. პიროვნება ვიზუალურ ინფორმაციებს ღებულოს ტელე გადაცემბის საშვალებებით, რომელიც ერთ–ერთ მნიშვნელოვან როლს ასრულებს იმიჯის ფორმირებაში. კომუნიკაცია საშვალებას აძლევს პიროვნებას დახვეწოს ჩაცმის მანერა, მიმზიდველი გახადოს გამოხედვა, ჟესტი, მიმიკა, პოზა, შეიცვალოს თმის ვარცხნილობა. ასეთი ინფორმაციის 69%–ის დუბლირება შეუძლებელია სიტყვებით. ამ მონაცემებით ადმიანი აკეთებს ძირითად დასკვნებს, რადგან ცნობილია, რომ თანამოსაუბრის შეფასება ფორმირდება პირველი თხუტმეტი წამის განმავლობაში.

აუდიტორია ამ მახასიათებლებს  ყველაზე მნიშვნელოვბნად თვლის: ავტორიტეტს, პროფესიონალიზმს და ნდობას. ცალკეულ შემთხვევებში ეს მახასიათებლები შესაძლებელია განსხვავდებოდეს ერთმანეთისაგან, მაგრამ მნიშველოვან ნაწილში ემთხვოდეს ერთმანეთს. მაგალითად შეგვიძლია მოვიყვანოთ ჰელმუტ კოლის შესახებ ფიარის სპეციალისტების აზრი.

მათმა ჩაატარეს სოციალური გამოკითხვა: „შესაძლებელია თუ არა კოლის მიერ ნახმარი მანქანის ყიდვა?“ უმეტეს ნაწილმა დადებითად უპასუხა. ეს არის გერმანიისთვის ნდობის მაღლი დონე. დასავლეთის ლიდერები ნდობის ფაქტორს ყველაზე საპასუხისმგებლოდ თვლიან. ამისაკენ  უნდა ისწრაფვოდნენ ბიზნესმენები. თუ ბიზნესმენს ენდობა ხალხი, უფრო წარმატებული ხდება ბიზნესმენის საქმიანობა. იგი არ უნდა ეწეოდეს ჩაკეტილ ცხოვრებას, ყურადრებას უნდა აქცევდეს სხვა ბიზნესმენების წარმატებას თუ წარუმატებლობას და ითვალისწინებდეს ამ ყოველივეს პირად საქმიანობაში. ფიარის სპეციალისტის დახმარებით იქმნება ის საშვალებები, რომლითაც მესაკუთრეები  და ინვესტორები კმაყოფილნი რჩებიან ინვესტორული კაპიტალის დაბრუნების გამო.

ბიზნესში იმიჯის შექმნის ტრადიციული სფერო გახდა ქველმოქმედება. მოსახლეობა ყოველთვის დადებითად რეაგირებს პიროვნებისა და ორგანიზაციის მიერგაწეულ დახმარებაზე.

საინტრესო სოციალური სურათი შეიქმნა დიდ ბრიტანეთში პრიცესა დიანას გარდაცვალების შემდეგ. კითხვაზე ყველაზ მეტად ვინ გამოიყენა მისი გარდაცვალება, გამოკითხულთა პასუხბი შემდეგნაირად გადანაწილდა: მასობრივი ინფორმაციის საშვალებები – 89%,  საქვლმოქმდო ინდუსტირა – 62%,  მთლიანად ბიზნესი –61%, ფართო  მასები –36%,  მთავრობა – 17%.  დღეს, როცა დიანას ფაქსიმალი გამოჩნდა მარგანის „ფლორას“ ყუთზე, ამან ხალხის აღშფოტება გამოიწვია. გამოკითხულთა 94%–მა ჩათვალა, რომ დაუშვებელია მარგანინზე პრინცესა დიანას ფაქსიმალიის დაბეჭვდა.

ამერიკელი მკვლევრები აღნისნავენ, რომ ბიზნესის სფეროში გვხვდება პოტენციური და რეალური კლიენტები. ამის გამო ბიზნესმენს უხდება როგორც შიდა, ისე გარე კომუნიკაციური ამოცანების გადაჭრა. შიდა ამოცანებად ამერიკელი მკვლევრები თლიან:

–        ნდობის ატმოსფეროს შექმნას კლიენტსა და მომსახურე პერსონალს შორის;

–        გულახდილი ინფორამციის ნაკადს ორგანიზაციისათვის, რომლიც თავისუფლად უნდა ვითარდებოდეს როგორც ვერტიკალურად, ისევე ჰორიზონტალურად;

–        მუშაობის უზრუნველყოფას კონფლიქტის გარეშე;

–        ჯანსაღი ატმოსფეროს შექმნას;

–        წარმოებისათვის წარმატების მიღწევაში დახმარებას;

–        მომავლის მიმართ ოპტიმისტური განწყობის გაძლიერებას; PR და იმიჯოლოგია გამოდის მარკეტინგის მხარდამჭერად.

ამ სფეროში ამერიკელი სპეციალისტები თვლიან შემდეგი ამოცანების შესრულების აუცილებლობას:

  1. ახალი პროდუქციის გამოშვებასთან დაკავშირებით ინფორმაციის გავრცლება;
  2. გამოშვებული პროდქტისა და მომსახურების წინ წაწევა;
  3. კომპანიისათვის ხელსაყრელი იმიჯის შექმნა;
  4. საზოგადოებრივი აზრის შესწავლა;
  5. გამოფენების მოწყობაში და კონფერენციების ჩტარებაში დახმარების გაწევა;

ბიზნესის წარმატებულად განხორციელება შეუძლებელია, თუ არ ჩატარდება მუშაობა საზოგადოებრივი აზრის ფორმირებისათვის, რაშიც დახმარებას გაუწევს ფიარი.

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button