
PR–ის ბიუჯეტის ფორმირება
ორგანიზაციბში PR პროგრამის დასაგეგმად შემუშავდება შესაბამისი ბიუჯეტი. ბიუჯეტის სიდიდეს განსაზღვრავს PR-ის შემოქმედები საქმიანობა. ბიუჯეტის განსაზღვრის მიზნით მენეჯერები აწარმოებენ:
1)რესურსების დონის შეფასებას – ადამიანთა, შესყიდვათა და სხვა მაჩვენებლების მიხედვით, რომელიც აუცილებელია კონკრეტული საქმიანობის ჩასატარებლად 2)არდსებული რესურსების ხელმისაწვდომობა და ღირებულება, 3) შემოსაზღვრული ბიუჯეტის მიხედვით ორგანიზაციის მოთხოვნის კორექცია. PR-ის უმეტესი პროგრამა ფუნქციონირებს შემოსაზღვრული (კონკრეტული) ბიუჯეტით. ამიტომ პროგრამის ცვალებადობის მიხედვით შეგვიძლია მოვახდინოთ ბიუჯეტის ადაპტირება. რეკლამები ტელევიზიაში, ჟურნალებში და გაზეთებში ძალიან ძვირი უჯდება ორგანიზაციას. რაც შეეხება ისეთ კომუნიკაციის საშვალებებს, როგორიცაა უშვალო კონტაქტი, ინტერნეტით კონტაქტი და წინ წაწევის ექსპოზიცია, შედარებით იაფია და მისი გამოყენება ყოველი ახალი შემთხვევისას ხელსაყრელია.
PR–ის ბიუჯეტის ფორმირებსათვის კორპორაციებში გათვალისწინებულია ოთხი ძირითადი მაჩვენებელი: 1) ოპერაციის მაშტაბის შეფასების ღირებულებიდან აღებული პროცენტი (წარსული ან მომავალი წლის), 2) კონკრეტული პარიტეტები, 3) ყველაფერი, რისი უფლებაც გვაქვს, 4 ) მიზნები და ამოცანები.
განვიხილოთ თვითეული მათგანი:
1) PR–ის ბიუჯეტის სიდიდე შეიძლება შეადგენდეს განსაზღვრულ პროცენტს, ოპერაციის მახასიათებლების მაშტაბების ღირებულებიდან გამომდინარე. კომპანიებში ასეთ მახასიათებლებს წარმოადგენს გასაყიდი საქონლის მოცულობა (შემოსავლები და ბრუნვა), სადაც PR-ის ბიუჯეტი, გაყიდული საქონლის მოცულობიდან გამომდინარე, აიღება 1%–3% –მდე. ასევე, შესაძლებელია PR–ის ბიუჯეტი კომპანიებში დავადგინოთ რეკლამებზე დახარჯული 10%–ის ოდენობით ან მოგებიდან მიღებული რაღაც გარკვეული პროცენტით. საზოგადოებრივ ორგანიზაციებში და სახელმწიფო სტრუქტურებში PR–ის ბიუჯეტი ფინანსდება ორანიზაციის საერთო ბიუჯეტიდან აღებული პროცენტით.
2) „კონკურენტული პარიტების“ მეთოდით PR–ის ბიუჯეტის განსაზღვრისას მხედველობაში მიიღება კონკურენტების ბიუჯეტი. ეს იმას ნიშნავს რომ, თუ კომპანია „A“ ხარჯავს PR–ის ბიუჯეტზე 100 000 დოლარს, მაშინ „B“ კომპანიამ უნდა დახარჯოს არანაკლები, რომ არ აღმოჩნდეს მისი საქმიანობა ჩრდილში. თუ B კომპანიის სურვილები აისახება გაზთში 5–ჯერ ნაკლებად, ვიდრე A კომპანიის, მაშინ B კომპანიის მიმართ საზოგადოების ინტერესი ნაკლები იქნება და გაუჭირდება მისი უპირატესობის დამტკიცება მომხმარებლისთვის.
PR–ის ბიუჯეტის განსაზღვრაში დიდ როლს ასრულებს კომპანიის წილობრივი მონაცემები ბაზარზე და აუდიტორიის (დაინტერესებულ პირთა) რაოდენობა. თუ კომპანია A –ს უკავია ბაზრის 20% და ხარჯავს 100 000 დოლარს PR–ზე, მაშინ მისი დანახარჯი შეადგენს 5 000 დოლარს ბაზრის მოცულობის 1%–ზე. კომპანია B–ს, რომელსაც უკავია კონკურენტული პარიტეტის მეთოდის მიხედვით ბაზრის 10%, PR ბიუჯეტზე უნდა დახარჯოს 50 000 დოლარი. პოლიტიკური პარტიები და პრეტენდენტები არჩევნებზე მიღებული ხმებისათვის PR–ზე დახარჯულ თანხებს აფასებენ ამომრჩევლის ერთი ხმის მიღებისთვის გაწეული ხარჯების მიხედვით. ამიტომ კონკურენტუნარიან გარემოში დიდი მნიშვნლობა აქვს PR–ის დაფინანსებისათვის ხარჯების გაზრდას.
3) PR-ის ბიუჯეტის დადგენა მეთოდით „ რისი უფლებაც გვაქვს“ დამახასიათებელია პატარა და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე კომპანიებისათვის. ასეთ შემთხვევაში PR–ის ბიუჯეტის გამოყოფა ხდება სხვა ხარჯების განსაზღვრის შემდეგ. მეორეს მხრივ კრიტიკულ სიტუაციებში (მაგ. არჩევნებში), მაქსიმალური რესურსების გადასროლა ხდება საარჩევნო კომპანიის დასაფინანსებლად. ამ მეთოდის ნაკლია საშვალების გამოყოფის დაუსაბუტებლობა, მიზანმიმართული გადაწყვეტილებების მისაღებად ორიენტირების არარსებობა.
„მიზნები და ამოცანები“ წარმოადგენს PR–ის ბიუჯეტის შეფასების ყველაზე ხელსაყრელ მეთოდს. იგი ითვალისწინებს.
1) PR –ის პირობებს და მიზნებს.
2) ამოცანის განსაზღვრას, რომლის გადაწყვეტა უზრუნვლყოფს დასახული მიზნების განხორცილებას.
3) ამ ამოცანის განსახორცილელებლად ხარჯების განსაზღვრას. 4) მიზნბისა და ამოცანების გადასაწყვეტად თანხების უზრუნველყოფას.
იმ შემთხვაში, თუ ამოცანის რეალიზაციისათვის ხარჯების სიდიდის განსაზღვრა სირთულეებთან არის დაკავშირბული, მაშინ ამოცანა უნდა დაიყოს უფრო მცირე შემადგენელ ნაწილებად – წარმოებებად, ოპერაციებად მანამ, სანამ არ მივიღებთ ისეთ შემოქმედებებს, სადაც ხარჯები იქნება ცნობილი. ე.ი. უნდა მოხდეს ხარჯების მიზნების დეკომპოზიცია იმ ოპერაციამდე, რომელთა შესასრულებლად არსებობს ფასების ცნობილი ტარიფები. ყველა ხარჯის შეჯამებით უზრუნველყოფილი იქნება მიზნის მიღწევა. PR–ის სპეციალისტი ღებულობს ბიუჯეტს. თუ ეს თანხა აჭარბებს დასაშვებ სიდიდეს, მაშინ PR–ის სპეციალისტს კორექტირება შექვს მიზნებისა და ამოცანების გასაწვე ხარჯებში. ხარჯების შემცირება PR–ის სპეციალისტს შეიძლება მოუხდეს მანამ, სანამ იგი მისაღები არ აღმოჩნდება კომპანიისთვის.
PR–ის ბიუჯეტი დამოკიდებულია კომპანიის სიდიდეზე, მყიდველთა რაოდენობაზე, ბაზრის დინამიკაზე და ბიზნეს ინფორმაციულობაზე. ამასთან, PR–ის საკუთარი მომსახურების ბიუჯეტი განისაზღვრება ხარჯების შემადგენლობით.