
PR-ის დაგეგმვა და შედეგების შეფასება
ორგანიზაციის მიზნების მისახწევად ესაჭიროება PR–ის სპეციალისტები, რომელებიც ეხმარებიან ორგანიზაციას სტრატეგიულ მართვაში. ამასთან, აუცილებელია გათვალისწინბა, რომ PR–ის კამპანია გამოიყენება სპეციალურ სიტუაციებში და ამიტომ საჭიროა სიტუაციური ფაქტორების მხედველობაში მიღება.
ტიპური ფიარ დაგეგმვა ითვალისწინბს შემდეგ ეტაპებს:
იდენტიფიკაცია – პრობლემის მონიშვნა. ხორცილედება პრობლემური სიტუაციის საერთო აღწერა და ძირითად ფაქტორბს: ორგანიზაციის პოზიცია, მოვლენების განვითარების არსი და მიზეზები, პროგნოზირების სცენარი მიმოხილვა.
PR–ის მუშაობის მიზანი – ითვალისწინბს სამუშაოს დაყოფას მოზნობრივად, რათა მიღწეულ იქნას სასურველი შედეგი.
სიტუაციური სტრატეგიის ფორმულირება – სიტუაციური სტრატეგია შეიძლება იყოს რამოდენიმე, რომელთა შესრულბა ხდება სხვადასხვა სცენარით. ამიტომ უნდა შემუშავდეს თვითოეული სიტუაციისათვის მოქმედების მოდელი, რათა მივაღწოთ დასახულ მიზანს. სიტუაციური სტრატეგიის შესწავლისათვის PR–ის სპეციალისტს მოეთხოვება შემდეგი გადაწყვეტილბების მიღება:
• მოზნობრივი აუდიტორიის შესწავლა.
• ძირითადი ცნობების შეგროვება, რათა აუდიტორიამ შეაგროვოს ის პირობები, რასაც PR–ის სპეციალისტი უყენებს.
• კომუნიკაციური საშვალებების გამოყენება.
• ღონისძიებების ჩასატარებელი ხარჯების განსაზღვრა.
• პრაქტიკული გადაწყვეტილებების შემუშავება. აქ საჭიროა მოქმედების გაშლილი გეგმის გადმოცემა, რაც აუცილებელია სტრატეგიის რეალიზებისათვის. მითითება კონკრეტული ვადები და შემსრულებლები.
• შეფასების მეთოდის განსაზღვრა – პასუხი უნდა გაეცეს შემდეგ კითხვებს:
მიღწეული იქნა თუ არა ის მიზნები, რასაც ემსახურებოდა PR–ის კამპანია?
შეიცვალა თუ არა საზოგადოების, მომხმარებლების, მენჯერების დამოკიდებულება ფიარ კამპანიის მიმართ?
შეფასების მეთოდის ყველაზე კარგი საშვალებაა მასობრივი ინფორმაციის საშვალებების – მის–ის და ინტერნეტის გამოყენება. ამასთან , PR კამპანიის გეგმა უნდა შედგეს წერილობითი სახით, რათა ადვილად ვადევნოთ თვალყური დასახული მიზნების შესრუელბას და მიღწეული შედგების შესრუელბას.
PR–ის მოქმედების შესრუელბის შეფასება.
PR–ის მოქმედების შედეგების შეფასება ხდება სამი თანმიმდევრული ტაპის შესრუელბის შედეგად. კომუნიკაციური პროდუქტი, შუალედური ეფექტი და ორგანიზაციული მიზნების მიღწევა.
PR-ის სპეციალისტის ამოცანაა არა მარტო საკუთარი შედეგების შეფასება, არამედ საბოლოო შედეგის – ორგანიზაციული მიზნების მიღწვა.
კომუნიკაციური პროდუქტი არის ფიარის მოღვაწეობის პროდუქტი. იგი იზომება შემდეგი პარამეტრებით:
• პრეს–სამსახურების ხარისხობრივი და რაოდენობრივი ონფორმაცია საკითხის წინ წაწევად;
• რაოდენობრივი და ხარისხობრივი კონტაქტი მედიასთან (ინტერვიუები, პრეს–ტურები);
• აუდიტორიის რიცხვი, რომელიც მოქცეულია კომუნიკაციის სფეროში;
• დახარჯული რესურსების ფინანსური შეფასება.
შუალედური ეფექტი ფასდება შემდეგი პარამეტრბით:
• აუდიტორიის დაინტერესების ხარისხობრივი და როცხობრივი მაჩვენებლი;
• აუდიტორიის უკუკავშირი (რეაქცია) მიღებული ინფორმაციის მიმართ;
• გაწული მუშაობის აღიარბა;
• PR პროგრამის გაფართოვება და აღიარება.
ორგსნიზაციული მიზნების მიღწევა დამყარებულია ფიარის აქტიურობაზ, რისთვისაც ფიარ სპეციალისტები იღებენ ხელფასს და ჰონორარს.
მიზნის მიღწვა ფასდება შემდეგი პარამეტრებით:
• მყიდველობითუნარიანობის ზრდა;
• ბაზრის წილის ზრდა;
• ბაზრის მაშტაბების ზრდა;
• აქციების ფასისა და აქციონერული კაპიტალის ზრდა;
• მოგების ზრდა; კვალიფიციური თანამშრომლების მოზიდვა;
• კორკორაციული კულტურის განვითარება;
• საკანონმდებლო გადაწყვეტილებეის მიღება (კანონი, შესწორებები კანონში, სახელმწიფო სტრუქტურების გადაწყვეტილებები).
თვითოეული ორგანიზაციული მიზანი გასაგებია მარკეტოლოგის, ფინანსისტის და მენეჯერისათვის. PR–ის სპეციალისტის ამოცანაა, უჩვენოს რა სახით შესრულდა ორგანიზაციის მიზნები PR-ის აქტიურობიდან გამომდინარე. PR–ის სპციალისტების აქტიურობით შესაძლებელია ახალი კლიენტების, დაკვეთბის, ახალიპ პარტნიორების, მაღალკვალიფიკაციური კარების მოზიდვა, რაც კომპანიის შემოსავლების ფულადი მაჩვენებლის გაზრდის საშვალებას იძლევა.