მუსიკა

Girshel Javakhishvili – Midnight Breakfast In Chinatown

გირშელ ჯავახიშვილი, რომელსაც ტელემაყურებელი უმეტესად იცნობს, როგორც წლების წინ „ღამის შოუს“ მუსიკალურ გამფორმებელს, ნიჭიერი პიანისტი იყო, რომელმაც სამწუხაროდ ძალიან მალე დაგვტოვა 35 წლის ასაკში სიმსივნესთან ბრძოლის შემდეგ. მისი გარდაცვალებიდან მალევე მისმა ოჯახმა გამოსცა გირშელის სოლო საფორტეპიანო მუსიკის კრებული. ალბომში გირშელის მუსიკის ინტიმური მომენტებია თავმოყრილი, სადაც მისი იმპროვიზაციები რომანტიკულ და ლამაზ new age-განწყობას გადმოსცემს. ეს ჩანაწერი ძალიან კარგი მემორიალია მუსიკოსისა, რომელიც კიდევ უფრო ბევრ კარგ მუსიკას დატოვებდა, განგებას რომ ეცლია.

მოსასმენი ბმული: Girshel Javakhishvili – Midnight Breakfast In Chinatown

Source
https://georgianmusicblog.wordpress.com/2017/10/11/2016ingeorgianmusic4/

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button