პოეზია

გოგი ნარეკლიშვილი რასაც განვიცდი და რასაც ვხედავ

რასაც განვიცდი და რასაც ვხედავ

ჩემში ყოველი იდუმალდება

ქარები ფიფქებს რომ გადაპენტავს

შუაღამეში თოვლი ყვავდება

შემდეგ ამოვა მთვარე ვეება

და თეთრ პერანგზე ანათებს წითლად

რომ ცეცხლის ალი იგრძნონ ხეებმა

და თავის ნაზი გრძნობები მითხრან

რისთვის ჯდებიან ტოტზე ჩიტები

ან ტკივლისგან რატომ ხმებიან

და როილაზე ჩემი თითები

ამ დროს სიჩუმეს ედავებიან.

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button