პოეზია

გოგი ნარეკლიშვილი – მთვარე, ოჰ, ღამით ამოდის ისევ

მთვარე, ოჰ, ღამით ამოდის ისევ

ისევ მიჰქრიან მძლეთა ნავები

კოსმოსი ნებით უჭირავს სიცხეს

სიცხეს ორპირი იდუმალებით

უჯდება ქარონს ვინმე სარდალი

რომელსაც ტროას დღენი ელევა

და მისი არის დიდი ნადავლი

ის მშვენიერი ქალი ელენა

ღამეა და კვლავ ცხელა ქალაქში

და ნიაღვარით ჩამოდის სტიქსი

და ორჩანიან ცერბერს ტალახში

მდინარის ქაფი მუდმივად იქსევს

ქარონის სახეს მოხუც თვალებში

ჩასდგმია ცეცხლის მძიმე დელტები

და მოდიოდნენ დიდი დანებით

ისრებითა და მსხვილი კეტებით

მიდის ქარონის ნავი უებრო

მასთან მეფეა მიწის და ზეცის

და ამ უებრო, უნაზეს მეფეს

ყველა ტკივილი მდინარის ეწვის

და იტანჯება ასე ორსული

რადგან შობილი იყო თავიდან

და ცეცხლებს სულში ახლადმოსულებს

მუდამ გაისვრის ანდა დაბინდავს

და ასე ცეცლის ენებით ტრიალს

სისხლის წვეთები სულიდან დასდევს

და ყველაფერი რაც მიაქვს ნიავს

არის ძახილი შენისკენ ჰადეს

რომ შემდეგ კაცი გახდეს სიზიფე

თვით ჰადესაც რომ გამოექცევა

ლოდი ათრიოს სანამ იმწიფებს სანამ სიცოცხლეს აქცევს თქეშებად.

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button