Hi-Tech

Neuralink-ის პირველმა პაციენტმა ერთი წელი გაატარა იმპლანტით თავის არეში – გვერდითი მოვლენები არ არსებობს 

Neuralink-ის იმპლანტის მქონე პირველი პაციენტი არ აღნიშნავს მოწყობილობის გვერდითი ეფექტების არსებობას, არც ფიზიკური და არც ფსიქოლოგიური თვალსაზრისით. ზონდები მის თავში დაახლოებით ერთი წელია არსებობს, რაც საკმარისია ამ ნეირონუი პლატფორმის პირველი სერიოზული შეფასებისთვის. პრაქტიკამ აჩვენა, რომ Neuralink ეხმარება კიდურების დამბლის მქონე ადამიანებს მოიპოვონ დამოუკიდებლობა კომპიუტერთან მუშაობაში და დაიწყონ კომუნიკაცია სოციალურ ქსელებში.

ნოლანდ არბომ (Noland Arbaugh), რომელსაც ხელებისა და ფეხების მოძრაობა არ შეუძლია, თავისი მდგომარეობა სოციალურ ქსელ X-ში გააზიარა. კერძოდ, მან აღნიშნა, რომ Neuralink-ის იმპლანტის დაყენების შემდეგ „არ ყოფილა უარყოფითი გვერდითი მოვლენები, არც ფიზიკური და არც ფსიქოლოგიური, გარდა female-შემაერთებელთან მოხვედრის დაუოკებელი სურვილისა“ – ხუმრობა იმპლანტის გარე დაკავშირების შესახებ. როგორც ჩანს, Neuralink-ის იმპლანტს აქვს male-კონექტორი, ხოლო შემავალ კონექტორთან მას აკავშირებენ ახლობლები ან სპეციალისტები. 

Neuralink-ის მთავარი პრობლემა ის არის, რომ ტვინის ქსოვილში ჩასმული ზონდის წვრილმა ნემსებმა შეიძლება თანდათან გადაინაცვლოს თავის ქალას შიგნით ნერვული ქსოვილის მობილურობის გამო. ზოგიერთი ზონდი შეიძლება განადგურდეს ან მნიშვნელოვნად გადააადგილდეს ოპერაციიდან რამდენიმე საათში. ეს მოითხოვს ნერვული იმპლანტის მუდმივ დაკალიბრებას. პირველი პაციენტის (არბოს) ზონდების 85% გადაადგილდა მოთავსების არედან, ამიტომ ის რეგულარულად მუშაობს Neuralink-ის გუნდთან ერთად კალიბრაციის გარდაუვალი პროცესის გასაუმჯობესებლად და გასამარტივებლად. 

თუმცა, იმპლანტის ერთწლიანმა ყოველდღიურმა გამოყენებამ აჩვენა მისი მაღალი საიმედოობა და უსაფრთხოება. მისი დახმარებით პაციენტმა შეძლო უარი ეთქვა ჯოისტიკზე, რომელსაც პირით აკონტროლებდა და დაიწყო კურსორის მოძრაობა მხოლოდ აზროვნების ძალით, დაეუფლა რბოლურ და სტრატეგიულ თამაშებს, მათ შორის ლეგენდარულ “ცივილიზაციას”. იგი ამბობს, რომ გონებითაც კი შეუძლია შეზღუდულლი შესაძლებლობების მქონე პირთა ეტლის მართვა და Neuralink-ის გუნდს გამუდმებით სთხოვს რობოტიზებულ მკლავს, რათა დაეხმაროს მას ყოველდღიურ საქმეებში. მიუხედავად იმისა, რომ ეს ჯერჯერობით გეგმებში რჩება, Neuralink ღიაა გაუმჯობესებისთვის და მიზნად ისახავს მომხმარებლების რაოდენობის გაფართოებას ისე, რომ იმპლანტი გახდეს ცხოვრების ნორმალური ნაწილი. 

Source
https://www.overclockers.ge/index.php?/profile/15538-magdalena/

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button