
ელდარ შოშიტაშვილი – დიღომი
ჩემი მიწა – ჩემი სოფელი,
განთქმულია მარად ყოველთვის.
გაგიმარჯოთ, თქვენთან მოვედი,
მე, დიღმელი, თქვენზედ მლოცველი.
ჩემს უბნებში მუდამ მღერიან,
ძმაკაცები თანატოლები.
ჩემს ქუჩებში ხშირად მხვდებიან,
გოგონები თვალხატულები.
ნაზუქები, ცხელი შოთები,
მწვადები და ხაჭაპურები.
ღვინით სავსე სველი დოქები,
ქორწილები, მახარობლები.
თუნდაც მტერი თუ არ გყოლია,
ან თუ ბედი არა გქონია,
ამაოა წუთი ყოველი,
ვერ იქნები ყარაჩოხელი.
ჩემი მხარე როგორც მშობელი,
მიცხოვრია ჩემი ცხოვრებით,
დიღომია წმინდა სოფელი,
დიდგორი და კვირათცხოველი.
მოსაწყენად სადა მცალია,
როცა ქართველს გაუხარია.
ჩვენს გულებში მარად ყოველთვის,
სიმღერა ჟღერს დამათრობელი.
ნაზუქები ცხელი შოთები,
მწვადები და ხაჭაპურები.
ღვინით სავსე სველი დოქები,
ქორწილები მახარობლები.
თუნდაც მტერი თუ არ გყოლია,
ან თუ ბედი არა გქონია
ამაოა წუთი ყოველი,
ვერ იქნები ყარაჩოხელი.
ამაოა წუთი ყოველი,
ვერ იქნები ყარაჩოხელი.