Samsung-მა შექმნა მძლავრი ცეცხლმაქრი დეკორაცია
როგორც პრაქტიკამ აჩვენა, სამხრეთკორეული მცირებიუჯეტური კომუნალური დაწესებულებების უმეტესობა ცუდადაა დაცული ხანძრისგან. გასულ წელს ხანძრისგან ერთ საცხოვრებელ შენობაში შვიდი ადამიანი დაიღუპა, მცირე ზომის საავადმყოფოში კი – 37 ადამიანი. ორივე შემთხვევაში მიზეზი იყო ერთი და იგივე – ახლომახლო არ არსებობდა ცეცხლმაქრი. 2017 წელს კომპანია Samsung-ის სადაზღვევო განყოფილებამ ჩაატარა გამოკითხვა, რომლის თანახმადაც აღმოჩნდა, რომ სამხრეთ კორეის სამოსახლოს 58%-ს არ აქვს ცეცხლმაქრი.
ხანძრის ჩასაქრობი საშუალების მწვავე დეფიციტის პრობლემა შეუძლია მოაგვაროს საოჯახო ცეცხლმაქრმა Firevase-მა, რომელიც შექმნა Samsung-ის შვილობილმა კომპანიამ Cheil Worldwide.
აღნიშნული ცეცხლმაქრი გარეგნულად არაფრით მოგვაგონებს ტრადიციულ ცეცხლმაქრს, რადგანც დამზადებულია ყვავილების ლამაზი ლარნაკის ვიზუალით. თუმცა მის ორმაგ ჰერმეტულ „კედლებს“ შორის მოთავსებულია კალიუმის კარბონატი, მშრალი ქიმიური რეაგენტი, რომელიც ასევე ცნობილია სახელწოდებით – Purple K. ხანძრის გაჩენის შემთხვევაში საჭიროა მფლობელმა ლარნაკი ისროლოს ხანძრის კერაში და გამოთავისუფლებული ნივთიერება მომენტალურად ჩააქრობს ცეცხლის ალს.
ამ დროისთვის კომპანია ეძებს შესაძლებლობებს – გააფრთოვოს პროგრამის ფარგლები და მთელი ქვეყნის მოსახლეობა მოამარაგოს ახალი ტიპის ცეცხლმაქრებით.
მოცემულ ბმულზე შეგიძლიათ იხილოთ Firevase-ის გამოყენების ამსახველი ვიდეო: