Hi-Techახალი ამბებიბიზნესიტექნოლოგია

Microsoft-მა წარადგინა განახლებული მოდელი Surface Book 2 Intel-ის უახლესი ოთხბირთვიანი პროცესორით

Microsoft-მა განაახლა თავისი საბაზისო მოდელი Surface Book 2. Software-გიგანტის განახლებული 13-დუიმიანი მოწყობილობა წარმოდგენილია Intel-ის მერვე თაობის ოთხბირთვიანი i5 პროცესორით. ლეპტოპის მეორე მოდიფიკაციას კი აქვს მეშვიდე თაობის ორბითვიანი პროცესორი და მისი ფასი 1299 აშშ დოლარი იქნება. განახლებული ოთხბირთვიანი მოდელი კი 1499 აშშ დოლარად გაიყიდება და იგი მოიცავს i5-8350U პროცესორს, რომლის მაქსიმალური ტაქტის სიხშირე 3,6 გიგაჰერცს აღწევს.

ახალ Surface Book 2-ს აქვს 8 გიგაბაიტი ოპერატიული და 256 გიგაბაიტი სამომხმარებლო მეხსიერება. ახალი პროცესორი ერთადერთი მნიშვნელოვანი სიახლეა ახალ ლეპტოპში, თუმცა მას დიდი მნიშვნელობა აქვს წარმადობის კუთხით. საზოგადოებამ უკვე იხილა ოთხბირთვიანი Surface Pro 6 მოდელების წარმადობის შთამბეჭდავი სხვაობა ორბირთვიან ჩიპებთან შედარებით, რომლებიც წინა თაობის მოწყობილობებში იყო გამოყენებული.

Microsoft-ი „Surface Event“-ს ჩაატარებს 17 აპრილს ნიუ-იორკში. მოსალოდნელია, რომ კომპანია დააზუსტებს ფასებსა და ხელმისაწვდომობას თავის Surface Hub 2-ზე, აგრეთვე საზოგადოებას გაუზიარებს ცნობებს სხვადასხვა აქსესუარებისა და Steelcase-ის საოფისე ავეჯის შესახებ.

წყარო
overclockers.ge
ჭდეები

მსგავსი ჩანაწერები

Leave a Reply

Back to top button
Close
Close