
მირანდა მაისურაძე – ქრიზანთემები
ეს ნაწვიმარი ტევრები, მაინც სიყვარულს გვპირდება
ტიროდნენ ქრიზანთემები, ტიროდნენ
გული თავისას არ იშლის, მაინც სიყვარულს დაეძებს
ქრიზანთემების მორევში დაგეძებ…
არ ვიცი დღეიდან, ვინ უნდა მიყვარდეს
ან ვინღა მომიტანს უთვალავ მიხაკებს
ჩვენს შორის ჩამდგარა გულცივი კედლები
რაც უფრო მშორდები, თავს ვეღარ გევლები
გზა და გზა დამედევნება ევკალიპტები კენტები
გული მაქვს მოსატევები, ვბერდები
გული თავისას არ იშლის, მაინც სიყვარულს დაეძებს
ქრიზანთემების მორევში დაგეძებ…
სულ შენი ბრალია, ტირილით თუ ვკვდები
სულ უკან გიბრუნებ ყვავილებს უკლებლივ
ენძელებს, შროშანებს, გვირილებს, მიხაკებს
და მაინც არ ვიცი ვინ უნდა მიყვარდეს?
არ ვიცი დღეიდან ვინ უნდა მიყვარდეს?
ან ვინღა მომიტანს უთვალავ მიხაკებს?
ჩვენს შორის ჩამდგარა გულცივი კედლები
რაც უფრო შორსახარ მით უფრო მჭირდები
სულ შენი ბრალია ტირილით თუ ვკვდები
სულ უკან გიბრუნებ ყვავილებს უკლებლივ
ენძელებს, შროშანებს, გვირილებს, მიხაკებს
და მაინც არ ვიცი ვინ უნდა მიყვარდეს?