ახალი ამბებიკოსმოსიმეცნიერება

მეცნიერებმა მარსზე მეთანის წყარო იპოვეს

მარსზე მეთანის არსებობის საიდუმლო რამოდენიმე ათწლეულია მეცნიერების თავსატეხად იქცა. ამჟამად კი დაკვირვების შედეგად მიღებული მონაცემებით არა მარტო დადასტურდა მეთანის არსებობა წითელი პლანეტის ატმოსფეროში, არამედ მიკვლეულ იქნა მისი მეტნაკლებად ზუსტი წყარო. მონაცემების შეგროვებაში მონაწილეობას იღებდნენ: ESA-ს ორბიტალური კოსმოსური აპარატი Mars Express და NASA-ს მარსმავალი Curiosity.

დედამიწის ატმოსფეროში მეთანის უზარმაზარ მოცულობას განაპირობებს ცოცხალი ორგანიზმები, თუმცა მისი შემადგენლობის გარკვეული პროცენტი დაკავშირებულია გეოლოგიურ პროცესებთან. უბედურება ისაა, რომ ატმოსფეროში მეთანის მაღალი კონცენტრაცია აძლიერებს სათბურის ეფექტს იმაზე უფრო მეტად, ვიდრე ნახშირორჟანგი. თუმცა ამ უკანასკნელისგან განსხვავებით, მეთანი ატმოსფეროში დიდხანს არ ჩერდება. ეს ორი ფაქტი მეტისმეტად ზრდის ინტერესს მარსზე მეთანის აღმოჩენასთან დაკავშირებით, რადგანაც მისი არსებობა შესაძლოა ბიოლოგიურ წყაროებთან იყოს დაკავშირებული.

როდესაც მარსმავალმა Curiosity-მ დაიწყო საქმიანობა მარსზე, მან უამრავ მკვლევარს გაუცრუა იმედი, რადგან თავდაპირველად ვერ მიაგნო მეთანის არსებობის მტკიცებულებას მარსულ ჰაერში. თუმცა 2014 წელს აპარატმა დაადასტურა მისი არსებობა, რაც იმას ნიშნავს, რომ მეთანის კონცენტრაცია ატმოსფეროში პერიოდულად აღდგება და ქრება.

მეთანის ჰაერში გამოტყორცნის ერთ-ერთი შემთხვევა კიდევ დაფიქსირდა 2013 წლის 15 ივნისს და ეს ავტონომიურმა აპარატმა და ორბიტალურმა ზონდმა Mars Express-მაც დაადასტურა.

მეცნიერებისთვის შემდეგი ნაბიჯი იყო მცდელობა – განესაზღვრათ მეთანის უტყუარი წყარო. მას შემდეგ, რაც Curiosity-მ აირის არსებობა აღმოაჩინა, მეცნიერთა შორის დადიოდა აზრი, რომ მეთანი ფორმირდებოდა პლანეტის ჩრდილოეთ ნახევარსფეროში, ძლიერ ქარებს კი, რაც მარსზე იშვიათობას არ წამოადგენს, იგი პლანეტის ეკვატორული ზონისკენ გადმოჰქონდათ.

საძიებო სივრცის შესავიწროვებლად მეცნიერებმა მილიონობით კომპიუტერული სიმულაცია განახორციელეს კრატერ „გეილი“-ს ირგვლივ, სადაც ამჟამად კვლევებს ატარებს Curosity. გეოლოგიურმა კვლევებმაც აჩვენა, რომ ანალიზები მიანიშნებდა ერთსა და იმავე წყაროზე. საუბარი ეხება ვულკანური წარმოშობის რეგიონს „Medusae Fossae“, რომელიც დაახლოებით 1000 კილომეტრ ფართობს მოიცავს.

„ჩვენ ამ რეგიონში ვიპოვეთ ღრმა ტექტონიკური ნაპრალები, რომელთა ქვემოთაც შესაძლოა წყლის მარაგი არსებობდეს“ –  აცხადებს კვლევის ერთ-ერთი თანაავტორი. 

image.jpeg

„არის ალბათობა, რომ ამ ტექტონიკურ ღრმულებში არსებული ყინული პერიოდულად სკდება და იქიდან გამოთავისუფლებული მეთანი ატმოსფეროში ხვდება“. 

მკვლევარები აპირებენ განაგრძონ წითელ პლანეტაზე მიმდინარე მეთანის გამოფრქვევებზე დაკვირვება ახალი მარსმავალისა და ორბიტალური აპარატის მეშვეობით, რომლებიც მარსისკენ უახლოეს წლებში გაემგზავრებიან. 

Source
overclockers.ge

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button