
Nvidia და მისი პარტნიორები შექმნიან ულტრა სწრაფ მეხსიერების მოდულ SOCAMM-ს AI კომპიუტერებისთვის
Nvidia წამყვან მწარმოებლებთან – SK Hynix-თან, Samsung-სა და Micron-თან ერთად ქმნის მეხსიერების ახალ სტანდარტს, რომელიც მიზნად ისახავს მაღალი წარმადობისა და კომპაქტური ზომების მიღწევას. სტანდარტს ეწოდება System On Chip Advanced Memory Module (SOCAMM) და უკვე გადის ტესტირებას.
მოდული შეიძლება საფუძვლად დაედოს Nvidia Project Digits-ზე დამყარებულ ხელოვნური ინტელექტის (AI) კომპიუტერების შემდეგ თაობას, რომელიც CES 2025-ზე დაანონსდა. Tom’s Hardware-ის მიხედვით ახალი სტანდარტი გადააჭარბებს არსებულ Low-Power Compression Attached (LPCAMM) მეხსიერების მოდულებს და ტრადიციულ DRAM გადაწყვეტილებებს მთელი რიგი უპირატესობების წყალობით.
პირველ რიგში, SOCAMM იქნება უფრო ეკონომიური SO-DIMM DRAM-თან შედარებით, რადგან ტექნოლოგია LPDDR5X მეხსიერების პირდაპირ კრისტალზე განთავსების საშუალებას იძლევა. მეორე, SOCAMM-ს ექნება მეტი I/O ინტერფეისი – 694-მდე პორტი LPCAMM 644-ის ნაცვლად და 260 – ტრადიციული DRAM-ისთვის, რამაც მნიშვნელოვნად უნდა გაზარდოს მონაცემთა გაცვლის სიჩქარე.
გარდა ამისა, ვინაიდან მოდული იქნება მოხსნადი, ეს გააადვილებს აპარატურის განახლებას მომავალში. ამავდროულად, კომპაქტური ზომა ხელს შეუწყობს მეხსიერების ჯამური მოცულობის გაზრდას.
SOCAMM-ის ტექნიკური დეტალები ამჟამად გასაიდუმლოებულია, რადგან სტანდარტი მუშავდება JEDEC-ის საბჭოს ჩარევის გარეშე. არსებული ინფორმაციით Nvidia და პარტნიორები ამჟამად ცვლიან მოდულის პროტოტიპებს წარმადობის ტესტირებისთვის.