
OpenAI-ს საბჭომ ერთხმად უარყო მასკის მიერ 97.4 მლრდ აშშ დოლარის შეთავაზება სტარტაპის შესაძენად
სიტუაცია ილონ მასკის მცდელობასთან დაკავშირებით – ინვესტორთა კონსორციუმის მხარდაჭერით ეყიდა სტარტაპი OpenAI 97.4 მლრდ აშშ დოლარად, ახალი დეტალებით განვითარდა. OpenAI-ის საბჭოს თავმჯდომარე ბრეტ ტეილორმა განაცხადა, რომ საბჭომ მიიღო მასკის წინადადება და მის წინააღმდეგ ერთხმად მისცა ხმა.
ხსენებული განაცხადების წარდგენის პროცედურასთან დაკავშირებით შექმნილმა დაბნეულობამ აიძულა OpenAI-ის წარმომადგენლები ამ დორმდე გამოეცხადებინათ, რომ სტარტაპის საბჭომ მასკის წარმომადგენლებისგან ოფიციალური წინადადებები არ მიიღო. მას შემდეგ, რაც კომუნიკაციები გამარტივდა, OpenAI-ის თავმჯდომარემ X სოციალური მედიის გვერდზე დაწერა: „OpenAI არ იყიდება და საბჭო ერთხმად უარყოფს მისტერ მასკის ბოლო მცდელობას, შეარყიოს კონკურენცია“. ტეილორმა ასევე დაამატა, რომ OpenAI-ის ნებისმიერი მომავალი რეორგანიზაცია გააძლიერებს სტარტაპის არაკომერციულ შემადგენლობას და მის მისიას – მიაღწიოს კაცობრიობის საერთო სიკეთეს მძლავრი ხელოვნური ინტელექტის (AGI) მეშვეობით.
შეგახსენებთ, რომ პირველადი რეაქცია მასკის წინადადებაზე ადრე OpenAI-ის აღმასრულებელმა დირექტორმა სემ ოლტმენმა გააზიარა. მან უარყო ყოფილი თანამოაზრის შეთავაზება და მკაფიოდ აღნიშნა, რომ შეეძლო მასკის სოციალური ქსელი X, ადრე ცნობილი, როგორც Twitter, 9.74 მლრდ აშშ დოლარად ეყიდა.
მასკი OpenAI-ის თანადამფუძნებელი იყო და მან კომპანია დატოვა 2018 წელს, თუმცა სტარტაპი მას მოსვენებას არ ძლევს. მან დააარსა კონკურენტი კომპანია xAI და 2024 წელს ორი ზედიზედ სარჩელი შეიტანა OpenAI-ის ხელმძღვანელობის წინააღმდეგ, რომლებიც ამა თუ იმ ფორმით მას ადანაშაულებდენ ორგანიზაციის არაკომერციული ხასიათიდან გადახვევაში. მასკმა თავისი პირველი სარჩელი გაიწვია მას შემდეგ, რაც OpenAI-ის წარმომადგენლებმა გამოაქვეყნეს მიმოწერა მასკთან, სადაც ის დაეთანხმა აზრს, რომ სტარტაპს სერიოზული დაფინანსება სჭირდებოდა და როგორმე ფული უნდა გამოემუშავებინა.
მასკმა ახლახანს განაცხადა, რომ თავს შეიკავებს OpenAI-ის ყიდვისგან, თუ იგი უარს იტყვის დაგეგმილ რესტრუქტურიზაციაზე, რომ გახდეს კომერციული. OpenAI-ის დირექტორთა საბჭოს მიერ ოფიციალური უარის შემდეგ მასკის ადვოკატმა მარკ ტობეროფმა დაადანაშაულა სტარტაპის საბჭო არალოგიკურად მოქცევაში. მისი თქმით, დირექტორთა საბჭოს სურს მიჰყიდოს OpenAI „საკუთარ თავს“ რამდენჯერმე დაბალი ფასად, ვიდრე მასკის შემოთავაზებაა. მასკის ადვოკატი უარს ამბობს იმის აღქმაზე, თუ რა სარგებელს მოუტანს ეს ვითარება „მთელი კაცობრიობა“.